თავში

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა თქვენმა გაბედულებამ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მოულოდნელი წარმატება მოგიტანოთ ან ისეთი ადამიანისგან მიიღოთ დახმარება, რომლისგანაც არ ელით მხარდაჭერას.

კურო

ელოდეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასევე თქვენი გამოხატული ორატორული უნარებით ადვილად მოინადირებთ ადამიანების გულს და თანამოაზრეებს გაიჩენთ.

ტყუპები

შესაძლოა დაინტერესდეთ რაიმე საიდუმლო ცოდნით, ან ანონიმურად მიიღოთ მონაწილეობა რაღაც საქმიანობაში. მოუსმინეთ ინტუიციას და მხოლოდ მოქმედების შემდეგ გათქვით თქვენი ჩანაფიქრი.

კირჩხიბი

არის სიახლეების ალბათობა. შესაძლოა სულ სხვა კუთხით დაინახოთ ძველი ნაცნობები და განაახლოთ მათთან ურთიერთობები, რომელიც საინტერესოც იქნება და სარგებლიანიც.

ლომი

წარმატებული იქნება საქმიანი შეხვედრები, სამსახურეობრივი საქმეების განხილვა, დღეს თქვენ მისტიური სამყაროს მხარდაჭერის საშუალებით წარმოუდგენლად იოლად მოახერხებთ ყოველივეს.

ქალწული

შეგიძლიათ ეს დღე დაუთმოთ თქვენი საქმიანი სფეროს რეკლამას სოციალურ სივრცეში. ხელსაყრელია დღე უცხოელებთან კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის.

სასწორი

იყავით სამართლიანი, გაანებივრეთ საკუთარი თავი, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიული ვახშამი. თუ მეწყვილე ჯერ არ გყავთ, გაიხალისეთ დღე საინტერესო წიგნით ან ფილმის ყურებით.

მორიელი

ნუ იქნებით პასიური და გამოიჩინეთ ინიციატივა. მოერიდეთ ახლობლებთან კონფლიქტს. ნუ დაიწყებთ საქმეების გარჩევას და იფიქრეთ თქვენი ქმედებების შედეგებზე.

მშვილდოსანი

წარმატებული იქნება საქმიანობები სამსახურთან ან ჯანმრთელობის თემებთან დაკავშირებით, ეძიეთ თქვენი რეალიზების გზები და ხერხები.

თხის რქა

განმარტოვდით, დაისვენეთ, დაკავდით იოგით. გაიხსენეთ თქვენი წინაპრები და ილოცეთ მათთვის, მოინახულეთ ნათესავები. იზრუნეთ თქვენს მშობლებზე, ოჯახზე. დიდებული დღეა საგვარეულო საკითხების განხილვისა და მცენარეების დარგვისთვის.

მერწყული

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, შეგიძლიათ გაბედულად შეუდგეთ მემკვიდრეობის საკითხების მოგვარებას, ნაკლები ილაპარაკეთ და იზრუნეთ ხანდაზმული, ასაკოვანი ოჯახის წევრებზე.

თევზები

იყავით ოპტიმისტი, შეეცადეთ თქვენი სიტყვითა თუ საქმით სიხარული მიანიჭოთ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით პატივისცემას, მადლიერებას, შექებას და დიდი ალბათობით საჩუქარსაც კი დაიმსახურებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system