თავში

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დაგეგმეთ, იფიქრეთ მომავალზე, იფიქრეთ იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი სურვილების ასრულებისთვის. 9 სექტემბერი იდეალური პერიოდია ახალი იდეების მოფიქრებისა თუ ხორცშესხმისთვის.  გექნებათ რეალური შესაძლებლობა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა, ამისათვის კარგად უნდა გესმოდეთ რისკენ ისწრაფვით, რა მიზნების მიღწევა გსურთ.  

ვერძი

დღეს სცადეთ რაიმე ახალი ნებისმიერ სფეროში, შესაძლოა ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდეს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა დღეს უფრო სტაბილური გახდება, მაგრამ ჰოროსკოპი გირჩევთ ფულის უფრო ფრთხილად მართვას, რადგან უახლოეს მომავალში ისინი შეიძლება საჭირო გახდეს უფრო სერიოზულ საქმეებში. დაივიწყეთ დროებით ახლობელ-მეგობრებთან ტელეფონითა თუ სოციალური ქსელებით საუბრები.

კურო

ამ დღეს, თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, შეიძლება პრობლემები იყოს გულ -სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით. იმოქმედეთ გონივრულად და ნუ დახარჯავთ ენერგიას იმის გარდაქმნაზე რასაც ვერ შეცვლით, რაც გარდაუვალია. კუროს უფრო მეტი სიფრთხილე სჭირდება ახალ ნაცნობებთან მიმართებაში

ტყუპები

კარგი დღეა შესაფერისი ვაკანსიის მოსაძებნად. შესაძლოა თქვენი შეუპოვრობით და საქმისადმი განსხვავებული მიდგომით სწრაფად და წარმატებით შემოაბრუნოთ თითქმის უპერსპექტივო ბიზნესი და თანამოაზრეებიც შემოიკრიბოთ.

კირჩხიბი

ადამიანებთან ურთიერთობისას ყურადღება მიაქციეთ თუ რამდენად სანდო, კეთილსინდისიერი და გახსნილნი არიან ისინი და რამდენად გამოგადგებათ მათი გამოცდილება საქმეში.

ლომი

შეგიძლიათ მოუმატოთ ტემპს, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, იარეთ წინ წარმატებისკენ გაბედულად და წინდახედულად.

ქალწული

გაიხსენეთ ძველი შეცდომები და შეჩერდით სანამ ნაბიჯს გადადგავთ. თვალი გაუსწორეთპრობლემებს და ნუ გაექცევით მათ, თქვენი გამოცდილება და გონიერება თავიდან აგაცილებთ შეცდომებს.

სასწორი

მეტი სითბო და გულისხმიერება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თქვენთვის მეტს აკეთებს, ნუ იტყვით უარს თქვენს გეგმებზე, იყავით კორექტული და აუცილებლად მიირებთ სასურველ შედეგს.

მორიელი

ნაკლები ილაპარაკეთ და გულდასმით მოუსმინეთ სხვებს. დღეს შესაძლოა ირგვლივმყოფთა ნათქვამიდან მოიპოვოთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სწორედ უცხო ადამიანთა აზრები და იდეები გახდება თქვენი შთაგონების წყარო.

მშვილდოსანი

რთული დღეა, მთავარია არავისთან არ ჩაერთოთ კამათსა და დაპირისპირებაში, შეეცადეთ არ გააღრმათ დაძაბულობა. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური ხარჯები.

თხის რქა

მოუსმინეთ შინაგან ხმას, ახლა ის არის თქვენი მრჩეველი. იმოქმედეთ, გარისკეთ მაგრამ გონივრულად, შესაძლოა საქმიან სფეროში გაუგებრობებმა იჩინოს თავი, თუმცა ნუ დათმობთ თქვენს პოზიციებს.

მერწყული

ეს დღე თვითჩაღრმავებისა და სამყაროსთან კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ. ეცადეთ განმარტოვდეთ, დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე, იმაზე თუ რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში. სასიკეთოა ლოცვა, მედიტაცია.

თევზები

თევზებისთვის 9 სექტემბერი აქტიური და შემოქმედებითი დღეა. ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ საკუთარი ენერგია სწორი მიმართულებით წარმართონ. ფინანსური ინვესტიციებისთვის, ეს არ არის საუკეთესო დღე. ზოდიაქოს ამ ნიშანმა თავი უნდა აარიდოს აზარტულ თამაშებს და მოუფრთხილდეს პირად ურთიერთობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system