თავში

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

ნაკლებად იურთიერთეთ უფროსობასთან და ხელმძღვანელ პირებთან. სჯობს თავი შეიკავოთ მოლაპარაკებებისგან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და იმოქმედეთ თქვენი უფლებების ფარგლებში.

კურო

კარგი დღეა ახალი სამსახურის მოსაძიებლად. შესაძლოა იპოვნოთ სტაბილური სამუშაო კარგი ანაზღაურებით, თუცა ამ ყველაფერს თქვენი აქტიურობა სჭირდება, გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელებსა და დასაქმების გვერდებს, ვინც ეძებს, ის პოულობს!

ტყუპები

მოთმინებით დაელოდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხელოვნურად ნუ დააჩქარებთ პროცესებს, ამგვარად უფრო ეფექტურად მიაღწევთ დასახულ მიზანს.

კირჩხიბი

თავი შეიკავეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც თქვენს სამსახურთან არაა დაკავშირებული. დაკავდით პირადი საქმეების გააანალიზებითა და მოგვარებით, ერიდეთ ნეგატიური ადამიანებთან კონტაქტს.

ლომი

შესაძლოა მოულოდნელად გაჩუქონ რაღაც თანხა ან მიიღოთ, პრემია, ბონუსი სამსახურიდან, ნუ შეეცდებით უმალვე მიაშუროთ მაღაზიებს მის დასახარჯად, დაიცავით ბალანსი და ზომიერება.

ქალწული

შესაძლოა აღმოჩნდეთ უჩვეულო სიტუაციაში და გაგიჭირდეთ სწორი მიმართულების პოვნა. სასურველია არასტანდარტულად იმოქმედოთ, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ სამყაროს ბოძებული შანსებით.

სასწორი

მთავარია მოინდომოთ და მცირეოდენი შემოქმედებითი მუხტის შეტანით თქვენს საქმიანობაში შეძლებთ ყველაზე უსახური პროექტის განუმეორებელი ფორმით წარმოჩენას და აღიარების მოპოვებას.

მორიელი

თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ასევე საქმიან დოკუმენტებთან მუშაობა სჯობს სამომავლოდ გადადოთ. სასურველია ეს დღე მეგობრულ ურთიერთობებს და მხიარულებას დაუთმობთ.

მშვილდოსანი

სასურველია შეცვალოთ ჩვეული სამოქმედო განრიგი და ურთიერთობების მეტად განმტკიცებაზე იზრუნოთ, გამოიჩინეთ მეტი სიფთხილე და წინდახედულება საეჭვო ადამიანებთან, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.

თხის რქა

შეეცადეთ იყოთ გახსნილი და გულწრფელი დამოკიდებულებით მიიზიდოთ გარშემომყოფთა ყურადღება, ამგვარად არა მარტო მოკავშირეებს შეიძენთ, არამედ ფრთებს შეასხამთ თქვენს სურვილებს.

მერწყული

თუ მოინდომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, იამაყებთ თქვენი დღევანდელი გონიერებითა და შრომის შედეგებით. შეეცადეთ მეტად იზრუნოთ ახალი პროექტის განვითარებასა და გაფართოებაზე.

თევზები

შინ თუ გარეთ იმოქმედეთ თავდაჭერილად და დელიკატურად და ნუ შეეცდებით სხვათა ჭკუის სწავლებას და დამოძღვრას. უმჯობესია თქვენი საქმანობით უჩვენოთ მაგალითი და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system