თავში

ასტროლოგიური პროგნოზი 27 დეკემბერი

ასტროლოგიური პროგნოზი 27 დეკემბერი
ასტროლოგიური პროგნოზი 27 დეკემბერი

ვერძი

ნაყოფიერი დღეა. ადვილად გაართმევთ თავს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სამუშაოს.

კურო

მოულოდნელობებისა და სიურპრიზების დღეა. მოვლენებს მეტად პოზიტიურ ჭრილში შეხედეთ, ნუ გაღიზიანდებით წვრილმანებზე.

ტყუპები

დღეს თქვენ ახალი ნაცნობობა გელოდებათ, გახსოვდეთ შემთხვევით არაფერი ხდება, ტყუილად ცხოვრებაში არავინ ჩნდება.

კირჩხიბი

დროა იფიქროთ საკუთარ თავზე. მკაფიოდ და ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი სამომავლო გეგმები.

ლომი

ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ჯობია უკვე გამოცდილი მეთოდებით, ნუ ეცდებით თავად მოირგოთ ყოვლისშემძლეს როლი.

ქალწული

კონცენტრაცია მოახდინეთ საქმეზე და დასასრულებელი საკითხების მოგვარებაზე, ამგვარად თქვენ მშვიდად შეხვდებით ახალ წელს.

სასწორი

გონივრულად და სწორად გადაანაწილეთ ფინანსები, მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს, მაგრამ ნურც საახალწლო საჩუქრებს დაივიწყებთ.

მორიელი

განიტვირთეთ, დაისვენეთ. დღეს ჯობია ყველასგან და ყველაფრისგან განმარტოვდეთ. გაისეირნეთ, უყურეთ ფილმს ან დაკავდით თქვენი საყვარელი საქმიანობით.

მშვილდოსანი

დღეს თქვენ ყველაფერს შეძლებთ, თამამად შეუტიეთ სირთულეებს. აუცილებლად გადალახავთ წარმოქმნილ დაბრკოლებებს.

თხის რქა

შეიცვალეთ იმიჯი, ესტუმრეთ სალონს, სპა-სალონს, მასაჟის კაბინეტს, მოაწესრიგეთ თქვენი შინაგანი სამყარო და იზრუნეთ გონების დამშვიდებაზე.

მერწყული

სიახლეები გელით, შესაძლოა დიდი ხნის უნახავ ადამიანს გადააწყდეთ, რომელთანაც დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. თქვენი ძველი სურვილების ფრთაშესხმა შესაძლოა სწორედ დღეს მოხდეს.

თევზები

ცოტაც და თქვენი შეუპოვრობა და რაციონალური მიდგომა საქმისადმი დადებით შედეგს გამოიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system