თავში

ასტროლოგიური პროგნოზი - 27 თებერვალი

ასტროლოგიური პროგნოზი - 27 თებერვალი
ასტროლოგიური პროგნოზი - 27 თებერვალი

ვერძი

ახლა კარგი დროა რომანტიული ურთიერთობებისთვის, გაანებივრეთ საკუთარი თავი, იყავით მეტად თავდაჯერებული.

კურო

საინტერესო ინფორმაციები და სიახლეები მრავლადაა და სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. იყავით უფრო გაბედული და პირდაპირი.

ტყუპები

იყავით უფრო კეთილი და ყურადღებიანი ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ, მაგრამ სხვის საქმეებს ნუ იტვირთავთ საკუთარ თავზე.

კირჩხიბი

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ სახლისა და ოჯახის მიმართ, ასევე დიდ დროს წაგართმევთ ძველი საქმეების მოგვარება.

ლომი

პირად საქმეებში წარმატების ალბათობა მატულობს, თუმცა ახალ ნაცნობებთან თვითონვე არჩევთ დისტანციაზე ყოფნას.

ქალწული

ელოდეთ დახმარებას მათგან, ვინც თქვენგან დავალებულია. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები და სარფიან გარიგებებსაც დადებთ.

სასწორი

შეცვალეთ თქვენი ტაქტიკა და სამოქმედო გეგმა, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები და მეტი დრო დაგრჩეთ საკუთარი თავისთვის.

მორიელი

ელოდეთ მოულოდნელ, გაუთვალისწინებელ ვიზიტს, ან შესაძლოა მიიღოთ მიწვევა საინტერესო ღონისძიებაზე, რომელიც თქვენი სამომავლო საქმიანობისთვის საკმაოდ სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

ახალი სასიყვარულო გატაცებებისა და ვნებათაღელვის დროა. ვიღაც ახლო წრიდან საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში.

თხის რქა

მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს პირად თემებს, ახლა ეჭვებზე და ცდუნებებზე აყოლა ნეგატიურად აისახება, როგორც თქვენზე, ასევე თქვენს საყვარელ ადამიანებზეც.

მერწყული

გამართლების, აღიარების მომტანი იქნება მსხვილი ინვესტიციები ან ერთობლივი დიდი შენაძენი, რომელზეც დიდი ხანი ფიქრობდით.

თევზები

ყურადღებით გადაამოწმეთ ყოველი დეტალი, ანგარიშები, როგორც შინ, ასევე სამსახურში, რათა არ აღმოჩნდეთ გაურკვეველ სიტუაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system