თავში

ასტროლოგიური პროგნოზი-7 დეკემბერი

ასტროლოგიური პროგნოზი-7 დეკემბერი
ასტროლოგიური პროგნოზი-7 დეკემბერი

უგეზო მთვარეა 19:00 დან დღის ბოლომდე, შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება. 

ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენთვის წარმატებული დღის გარანტია სტაბილურობა და დიპლომატია. იყავით გეგმიური, გაუფრთხილდით დროს.

კურო

მშვენიერი დღეა დაგეგმილი მოლაპარაკებებისა და შეხვედრების განხორციელებისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გარშემომყოფებს მეტი გაგებით მოეკიდეთ.

ტყუპები

ეს დღე ჯობია ძველი საქმეების მოგვარებასა და დასრულებას მიუძღვნათ. დაალაგეთ პირადი ურთიერთობები. ახალი წამოწყებებისთვის მომდევნო დღეებს დაელოდეთ.

კირჩხიბი

ნუ შეეჭიდებით ნურაფერს ახალს და ნუ მიიღებთ ნაადრევ გადაწყვეტილებებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად არაგეგმიურ წვეულებაზე ან ღონისძიებაზე აღმოჩნდეთ.

ლომი

ემოციური სტაბილურობა და მოთმინება დღეს ძალიან წაგადგებათ. კარგად გააანალიზეთ ახალი ნაბიჯები. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ქალწული

მეტად დაისვენეთ, განიტვირთეთ, აღიდგინეთ ძალები. კარგი იქნება ახლობელ ადამიანებთან ერთად ახლო გასვლასაც თუ მოაწყობთ.

სასწორი

შესაძლოა ზოგიერთი სასწორისთვის ეს დღე რუტინული საქმეებით დახუნძლული იყოს, ზოგიერთები კი სწორედ ამ დღეს შეიძლება მოექცნენ შთაგონების ქვეშ. იყავით მეტად შემოქმედებითი.

მორიელი

თქვენთვის საკმაოდ არაპროგნოზირებადი დღეა, შესაძლოა საერთოდ ამოვარდეთ თქვენი განრიგიდან, თუმცა პოზიტიურიც ბევრი ექნება ამ ცვლილებებს.

მშვილდოსანი

გადაამოწმეთ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია. მოლაპარაკებები და შეხვედრები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის. მეტი ოპტიმიზმი და იუმორი კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამოგადგებათ.

თხის რქა

დაისვენეთ, დაასვენეთ გონება. თავი შეიკავეთ ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვისგან. სიმშვიდე თავად მოგიტანთ პასუხებს თქვენთვის აქტუალურ თემებზე.

მერწყული

განიტვირთეთ, ეცადეთ დაინახოთ ირგვლივ მეტი პოზიტივი. გაერთეთ, მიიღეთ სიამოვნება ნებისმიერი დეტალიდან. თქვენს ხედვაზეა დამოკიდებული თქვენი განწყობა.

თევზები

ეს დღე შეგიძლიათ საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმოთ. განაახლეთ საკუთარი იმიჯი, გაახარეთ ახლობლები მცირე სიურპრიზებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system