თავში

დღეს სავსემთვარეობაა - უახლოესი რამდენიმე კვირის პროგნოზი

დღეს სავსემთვარეობაა - უახლოესი რამდენიმე კვირის პროგნოზი
დღეს სავსემთვარეობაა - უახლოესი რამდენიმე კვირის პროგნოზი

პიკი 07:28 სთ. კირჩხიბის ნიშნის მე 9 გრადუსზე.

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, არაფერს კარგს არ მოიტანს გარჩევები და დაპირისპირებები, დიდია კონფლიქტებისა და ტრავმულობის ალბათობა, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საჭესთან, გზებზე. ეცადეთ დღე მშვიდ, წყნარ გარემოში გაატაროთ.

არ გირჩდევთ ამ დღეს მთვარის ენერგიით სხვადასხვა ნივთების დამუხტვას, რადგან არასასურველი დაპირისპირებებია პლანეტარულ სივრცეში, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი სამომავლო გეგმის გასაწერად, მოიშორეთ ყველაფერი მოძველებული და დაიწყეთ მზადება ახალი კალენდარული წლის შესახვედრად, რომელიც აერთიანებს ბევრ ქვეყანასა და ადამიანს, შედეგად იქმნება საოცარი, ჯადოსური ინფორმაციული ველი, ენერგია, რომელსაც აერთიანებს იმედი, უკეთესი მომავლის მოლოდინი.

კირჩხიბი ეს არის იდეის ფორმირების, ჩანასახის სიმბოლიზაცია, შესაბამისად ჩაუყარეთ საფუძველი თქვენს სურვილებს.

ვნახოთ, როგორი იქნება უახლოესი რამდენიმე კვირა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი

აქტუალურია საოჯახო, სახლთანდაკავშირებული საკითხები, შესაძლოა ახალ წელს ახალ სახლში ან ახალი ოჯახის წევრით შეხვდეთ.

კურო

ახალი ნაცნობობა, კომუნიკაციები, გადაადგილება, საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში ხართ. ნუ გაფანტავთ თქვენს რესურსსა და ენერგიას ქაოტურად, ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო.

ტყუპები

აქტუალურია ფინანსებთან დაკავშირებული თემები, შესაძლოა სწორედ ახლა მიიღოთ იმ შრომის საფასრული რომელსაც ბოლო პერიოდში ელოდით.

კირჩხიბი

სადღესასწაულო განწყობა, უკეთესი მომავლის იმედი, ეს ყველაფერი თქვენი მოტივატორია. ცვლილებები მოსალოდნელია ნებისმიერ სფეროში, დაწყებული იმიჯით და დასრულებული ახალი საინტერესო ნაცნობობით.

ლომი

შესაძლოა გაგიჩნდეთ საკუთარ თავთან განმარტოების სურვილი, ასევე შესაძლოა გაიხსნას გარკვეული ურთიერთობა ან სიტუაცია, რომელიც აქამდე ფარული იყო.

ქალწული

მეგობრები, საახალწლო ღონისძიებები, სოციალური აქტივობები...მოსაწყენად არ გცალიათ, ყველაფერთან ერთად გარშემომყოფთათვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდებით.

სასწორი

წარმატებით დაგვირგვინდება რაიმე საქმიანი პროექტები, ასევე შესაძლოა სტატუსის კუთხით ცვლილებები. ავტორიტეტის ზრდა და სიახლეები კარიერულ ასპარეზზე.

მორიელი

აქტუალურია უცხოეთთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა დაასრულოთ ან დასკვნით ეტაპზე გადავიდეს თქვენს მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესი.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ძვრების პროცესში ხართ, რაც საკმაოდ ნაყოფიერი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან არაერთ პრობლემას დააღწევთ თავს. შესაძლოა გაიგოთ ახლობლის გარდაცვალების ამბავიც.

თხის რქა

პარტნიორული ურთიერთობები მეტად აქტუალურია. შესაძლოა ახალი საქმიანი შემოთავაზებით მოგმართონ, რომელიც პერსპექტივაში კარგ შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

გაერთეთ, მოილხინეთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ მთავარია ზომიერების დაცვა. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი. ახლა დეტალები მნიშვნელოვანია.

თევზები

სასიყვარულო საკითხები და ბავშვები, აი ახლა ეს თემებია აქტუალური, გახალისდით, შეიქმენით საახალწლო განწყობა, ყველაფერი მალე სასიკეთოდ დალაგდება.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system