თავში

ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ხვალ სავსემთვარეობაა - რეკომენდაციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ახალმთვარეობა ვერძის 23 -ე გრადუსზე 12 აპრილს, 06:30 სთ-ზე

ახალმთვარეობაესარისდრო, როდესაცორიმნათობიერთმანეთსხვდებადახდებაახალიპროგრამების, ახალიენერგიებისფორმირება.

მთვარე ვერძის ნიშანში ნეიტრალურია.

მმართველი - მარსი .

კარდინალურიჯვრისნიშანი.

სტიქია - ცეცხლი.

იყავით თავდაჯერებული, თვითკმარი, გიყვარდეთ და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთად როგორიც ხართ, თუმცა ნუ გადაამეტებთ. მძაფრდება ემოციური ფონი, ეგოიზმმა, ნაჩქარევმა, იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა და კომუნიკაციამ არასასურველი შედეგები შეიძლება მოიტანოს ნებისმიერ საქმიანობაში.

სხვა ახალმთვარეობებისგან განსხვავებით ამ დროს შესაძლოა პირიქით, ენერგიის მოზღვავებამ, შფოთმა და ნევროზულობამ იჩინოს თავი, რადგან იზრდება გაღიზიანების, დაპირისპირებების ალბათობა და ემოციური ფონი, რასაც ხელს უწყობს პლანეტა მერკურისა და ვენერას დამწვარი მდგომარეობა. ამას ემატება პლუტონის სტაციონალურ მდგომარეობაში გადასვლაც. მიხედავად ამისა პერიოდი ჯერ კიდევ სასიკეთოა სხვადასხვა საქმიანობებისთვის, თვის ბოლოსთვის სიტუაცია მეტად შეიძლება გართულდეს.

არის ხანძრების, აფეთქებების ალბათობა, ასევე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ცეცხლსასროლ და მჭრელ იარაღებთან.

არ დაგავიწყდეთ არომათერაპიის გამოყენება: ვარდის, ლავანდის, ილანგ ილანგის არომატები მეტად მოუხდება მიმდინარე ემოციურ ფონს.

  • შედარებით რთული პერიოდია წყლისა და მიწის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. თუმცა მალე თქვენთვის გამოიდარებს.

ვნახოთ, როგორ აისახება ახალმთვარეობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი

ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირად-სასიყვარულო საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა.

კურო

იზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, მედიტაციური მდგომარეობა. გაერთიანდით, გამთლიანდით, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ასევე შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება.

ტყუპები

წარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. მომგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. მოგების შანსები მატულობს.

კირჩხიბი

კარიერულისაკითხებიააქტუალური, სტატუსისმხრივცვლილებები, სირთულეებმაშეიძლებაიჩინოსთავიგაუთვლელიმოვლენებისგანვითარებისგამო. თუსამსახურიარგაქვთახლაშესაფერისიდროაგადახედოთვაკანსიებს.

ლომი

განათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშრებულ საკითხებში მნიშნელოვანი მიღწევები, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორედ ახლა შეიძლება გადაწყდეს.

ქალწული

გათავისუფლება, დასრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი.

სასწორი

ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად-სასიყვარულოკუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მომგებიანია.

მორიელი

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგო-ტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა.

მშვილდოსანი

თავგადასავლების, ინიციატივის საკუთარ თავზე აღების დროა. შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ჯერ არ გყავთ ის დროა დაფიქრდეთ ბავშის ყოლაზე.

თხის რქა

ცხოვრების რელსების ცვლა, ეს არც თუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში.

მერწყული

სიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. გადაადგილება, ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება.

თევზები

ახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური.

ასტროლოგი გირჩევთ უახლოესი 5 დღის განმავლობაში:

1 - მეტი იარეთ ფეხით.

2 - დაანთეთ ყოველდღიურად წითელი ფერის სანთლები.

3 - გაწერეთ ამ წლის გეგმა, ახლა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების სცენარი.

4 - თუ აპრილის დასაწყისიდან პირად ან ფინანსურ თემაში თავი იჩინა სხვადასხვა პრობლემამ, ნუ შეაქცევთ მათ ზურგს, ნუ გაქეცევით, გაატარეთ ეს ტკივილი და განცდები თქვენში, გაიარეთ ეს ეტაპი გაცნობიერებულად.

15 აპრილამდე თითოეული დღე თქვენს ახალ ცხოვრებას უყრის საფუძველს, გამოიყენეთ ეს დრო ჭკვიანურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system