თავში

კორონავირუსი და ფსიქოსომატიკა - ასტროლოგის რჩევები

კორონავირუსი და ფსიქოსომატიკა - ასტროლოგის რჩევები
კორონავირუსი და ფსიქოსომატიკა - ასტროლოგის რჩევები

რა არის ფსიქოსომატიკა? 

ფსიქოსომატიკა (ბერძნულიდან psycho – "სული" somatos – "სხეული") - ეს არის მედიცინისა და ფსიქოლოგიის სინთეზი. ის ხსნის და შეისწავლის ადამიანის ემოციებსა და განცდებს, სტრესებს, ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომელიც დაავადებების უმეტესობას უდევს საფუძლად. 

თითქმის ყველა ავადმყოფობის მიზეზი არის: განცდები, სტრესი, მორალური, ბავშვობის დროინდელი ტრავმები. როდესაც ფსიქიკა ვერ უმკლავდება პრობლემას, ქვეცნობიერში გარკვეული ენერგიები გროვდება, შემდეგ კი ეს ყველაფერი თავს იჩენს უკვე ფიზიკურ დონეზე.

რა მოტივები აქვს ვირუსულ ინფექციებს?

ვირუსი - ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ასევე მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმში მრავლდება. მისთვის საჭირო ნიადაგს ქმნის ადამიანის ორგანიზმში დესტრუქციული სახის ენერგია, დაბალი ვიბრაციები. ადამიანის სხეულში ვირუსის „გაჩენა“ მეტყველებს ცხოვრებაში სიხარულის დეფიციტზე, სევდიანობაზე, მელანქოლიზე (ფსიქოლოგიურად ეს არის მდგომარეობა რომელიც გამოწვეულია იმით რომ ადამიანი ბევრს მუშაობს, შრომობს და ზედმეტად სერიოზულია.).
ვირუსებს გამრავლებისთვის სჭირდებათ მათი „მასპინძელის კეთილმოწყობილი ცოცხალი უჯრედები“ (ნივთიერებათა ცვლით, ფერმენტაციითა და ენერგიებით). ვირუსები სწორედ ამ მასპინძლის უჯრედების „განვითარებისა და აზროვნების უნარს“ იყენებენ.

იმისათვის რომ, მოკვდეს ვირუსი უნდა მოკვდეს ადამიანის ნაწილიც. მედიცინა ვირუსულ პრობლემებს მკურნალობს პრეპარატებით, ხოლო ვირუსი იკვებება ენერგიით, ადამიანის ენერგიით.

ანტივირუსული საშუალებები მოქმედებს ყველაფერზე ჩვენს ორგანიზმში, გარდა ჩვენი ფიქრებისა!
იმისათვის რომ, ვირუსი დავამარცხოთ, უნდა მოვაშოროთ ადამიანს მისი არსებობის ნიადაგი, ის დაბალი ენერგოვიბრაციები, არასასურველი ემოციური ფონი და სხვა ხელშემწყობი ფაქტორები. 

თუ, ადამიანმა არ შეცვალა დამოკიდებულება საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს მიმართ, პრეპარატებით მკურნალობა ან დროებითი შვების მომცემი იქნება, ან საერთოდ არ იქნება ეფექტური, ან პროცესი სხვა სახეს მიიღებს, მაგრამ ადამიანი არ გამოჯანმრთელდება.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კონკრეტულად კორონავირუსებს აქვს მზის (გარშემო გვირგვინზე) წანაზარდების მსგავსი ფორმა, რომელიც ახდენს ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებების იმიტირებას და ამგვარად იმუნიტეტი „ტყუვდება“ მისი ამოცნობისას.*(კორონავირუსების ეტიმოლოგია).

აქვე გავითვალისწინოთ, რომ ვირუსის სამიზნე ძირითადად არის სასუნთქი სისტემა, ხშირად ვითარდება პნევმონია, პნევმონიის ფსიქოსომატიკა კი ხშირად ოჯახში არასასურველ გარემოს უკავშირდება, ნეგატიურ ემოციებს, დაბალ თვითშეფასებას, საკუთარი სურვილების შეზღუდვას, სულიერ დაუკმაყოფილებლობას, გარშემო სამყაროზე ფარულ წყენებს უკავშირდება.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი რამ, ეზოთერულად ქალი ოჯახში არის ყველაზე მნიშვნელოვანი საწყისი რგოლი, მისი მდგომარეობა პირდაპირ აისახება ბავშვებზე, ხოლო ბავშების მდგომარეობა საბოლოოდ მჟღავნდება ხოლმე მამაზე. შესაბამისად ნებისმიერი პრობლემის მოგვარება იქნება ეს ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური, ენერგეტიკული თუ სხვა სახის უნდა დაიწყოთ დედისგან!

რატომ არიან რისკ ფაქტორები ასაკოვანი ადამიანები?

იმიტომ, რომ მეტად არის ახალგაზრდობა დაკავებული სხვადასხვა საქმეებით, მათ აქვთ სამსახურები, ჰყავთ ოჯახები, ბავშები, ეს ყოველივე ილუზორულ ფონს ქმნის აქტიურობისთვის (მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი გროვდება და ადრე თუ გვიან თავს იჩენს, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ვკარგავთ სიჩქარეში), ხანდაზმულებს კი არ აქვთ „საქმე“, ისინი თავს საჭიროდ არ/ვერ გრძნობენ, ამიტომ მათ შემთხვევაში ყველა ჯანმრთელობის პრობლემა მალევე მწვავდება.

საპირისპირო სიტუაციაა ბავშვებში, ისინი ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაზე არიან ორიენტირებული, მათ არ, ან ნაკლებად ადარდებთ აქტუალური ნორმები, მორალი და კანონები, მათ სჭირდებათ: გართობა, სიყვარული, ზრუნვა, „კანფეტები“.

ადამიანები მივეჩვიეთ ზეპირად ცხოვრებას. ჩვენ ვიქეცით ბიო-რობოტებად, რომლებმაც უნდა ვისწავლოთ, ავიღოთ დიპლომები, ჩავაბაროთ (საუკეთესო შემთხევაში ვისწავლოთ უცხოეთში), შემდეგ ვიმუშაოთ დილის 9-დან, საღამოს 6-მდე, უნდა დავისვენოთ კვირაში 1 დღე მაინც, შევქმნათ ოჯახები, გავაჩინოთ შვილები და გამოვიმუშაოთ რაც შეიძლება მეტი ფული, რათა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი გავლენა, ავტორიტეტი.  თან სულ ქვეჩქარება, სულ ვიღაცას გვინდა გავასწროთ...

ჩვენ დაგვავიწყდა ვინ ვართ, რა გვინდა, დაგვავიწყდა რა გვახარებს, დაგვავიწყდა ბავშობის შეგრძნებები და სურვილები.
ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა მიმართულია იქეთ, რომ გავჩერდეთ, აღვიქვათ რეალობა, აწმყო, დავფიქრდეთ იმაზე თუ რა უნდა ჩვენს სხეულს? რა გვინდა ჩვენ რეალურად? ვისი ცხოვრებით ვცხოვრობთ?

დააკვირდით რა ხდება დღეს, ტოტალურად გაგვაჩერეს, ტოტალურად მოვექეცით იზოლაციაში, რომ ერთად ყველა ჩავწვდეთ რაღაც იდეას, ეს არის ბრწყინვალე საშუალება გადაფასებებისთვის, ფასეულობების ცვლისთვის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ არავინ ვართ, ჩვენ არაფერი გვაქვს, ვერც ვერაფერს წავიღებთ ამ ქვეყნიდან, არც არაფერი შეგვიძლია გარდა იმისა, რომ სამყაროს ბალანსი შევიმეცნოთ! სწორედ ამას ემსახურება ამ ვირუსის სომატიკა, არა პანიკას, შიშს, ერთმანეთის ჯიბრზე ქმედებას და ა.შ.
ჩვენ უნდა გავიხსენოთ რომ ადამიანები ვართ, ჩვენ არ ვართ რობოტები...

სასიცოცხლო ენერგიის ამაღლება:
 სპორტი, გართობა, ცეკვა, მეტი სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან.
 საკვები (ხილი, ბოსტნეული, მცენარეები). (მზის ენერგიის მცენარეა - იმბირი);
 მეტალები და მინერალები (მზის ენერგიის მინერალია -სარდიონი, იგივე სერდოლიკი );
 არომათერაპია. (მზის ენერგიის ფორთოხალი);

პ.ს. სამედიცინო ასტროლოგიით ამ ვირუსისგან გამოწვეული ძირითადი პრობლემების (პნევმონია, მელანქოლია) ბუნება იკურნება საპირისპიროთი, ანუ მარტივად და გასაგებად რომ ვთქვა ეს საპირისპირო კონკრეტულ შემთხვევაში არის მზის ენერგია.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system