თავში

მარტის რომელი რიცხვებია ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მარტის რომელი რიცხვებია ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მარტის რომელი რიცხვებია ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი - 19 მარტი

ამ დღეს ვერძი ნაცნობებთან კომუნიკაციისა საშუალებით საკუთარი სურვილების რეალიზაციას შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი დისტანციურად მუშაობს, შეეცადეთ, ძლიერი სოციალური კავშირები შეინარჩუნოთ. ვერძებს ყველაზე მეტად გაუმართლებთ, თუ თავიანთ ინტუიციას მიენდობიან და ბავშვობის ოცნებების განხორციელებისკენ ნაბიჯს გადადგამენ.

კურო - 28 მარტი

კუროს კარიერა 2021 წელს ყვავის. ისინი ფრთხილად უნდა მოეკიდონ იმ ხალხს, ვისაც ამ დღეს შეხვდებიან, განსაკუთრებით მათ, ვინც თქვენს კარიერასთან ან სამომავლო გეგმებთან შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს. ამასთან 28 მარტი ხელსაყრელი პერიოდია პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობების დასალაგებლადაც.

ტყუპები - 16 მარტი

ტყუპები მიზანსწრაფულები და მახვილგონივრული არიან. ამ დღეს შესაძლოა თქვენი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მოულოდნელად მთლიანად შეიცვალოს. ამ დღეს ვარსკვლავები დაგეხმარებიან უკეთ გაიაზროთ ვინ ხართ და რა გსურთ. 

კირჩხიბი - 11 მარტი

კირჩხიბს ამ დღეს ფინანსური კეთილდღეობის დიდი შანსი აქვს. შესაძლოა  მოულოდნელი მემკვიდრეობა მიიღოთ, ან ფულადი თანხა მოიგოთ.  ნებისმიერ საქმიანობაში, ბიზნესის კუთხით, წარმატების მეტი შანსი გაქვთ. რაც უფრო მეტ ინვესტიციას გააკეთებთ სუფთა ზრახვებით, მით უფრო მეტს მოიგებთ. 11 მარტივი ხელსაყრელი პერიოდია ახალი საქმის წამოსაწყებადაც, ასერომ წინსვლის არ შეგეშინდეთ.

ლომი - 3 მარტი

ლომებს თავდაჯერებულობის მოზღვავება ელის. ამასთან 3 მარტი ხელსაყრელი პერიოდია ცვლილებებისა და სტარტის აღებისათვის. თუ რაიმეს გაკეთებას გეგმავდით, მაგალითად პროფესიის არჩევას, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას, სამსახურის შეცვლას, ან ახალი საქმის დაწყებას, ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია.

ქალწული - 20 მარტი

ვარსკვლავები გირჩევენ ეს დღე მარტომ გაატაროთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ამ დღეს იმ რთულ კითხვებზე იპოვნიან პასუხს, რომლებიც დიდიხანია ტანჯავენ. გირჩევთ მაქსიმალური ყურადღება და შემართება გამოიჩინოთ.

სასწორი - 11 მარტი

2021 წელი სასწორს სასიყვარულო ცხოვრებაში წინსვლას ჰპირდება. ამასთან 11 მარტი მომავალ თვეში საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ვარსკვლავები მოგიწოდებენ ამ დღეს სიახლეებს გული გაუღოთ და თამამად მიეგებოთ. 

მორიელი - 3 მარტი

ეს დღე მორიელისათვის  ნებისმიერი ემოციური ტვირთის, წყენისა თუ დარდისგან გასათავისუფლებად საუკეთესო პერიოდია. ამასთან 3 მარტი ხელსაყრელია გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებადაც. ეცადეთ ამ დღეს საკუთარ თავს უკეთ მოუსმინოთ, რადგან საკუთარი სურვილების ამოცნობას უკეთ შეძლებთ.

მშვილდოსანი - 5 მარტი

ეს პერიოდი საუკეთესოა ბიზნესის გასაფართოებლად, ასევე ახალი საქმის დასაწყებად. თუ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებს, 5 მარტი მშვილდოსანს ყველაზე დიდ წარმატებას მოუტანს. 

თხის რქა - 29 მარტი

ამ დღეს თხის რქას დიდი ფინანსური კეთილდღეობა ელის. არ შეგეშინდეთ ახალი ინვესტიციების, რადგან ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

მერწყული - 2 მარტი

მერწყულის ეპოქაში შევედით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს აკვირდებიან როგორც საკუთარ თავში, ასევე გარემოში. 2 მარტი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია მერწყულის პირადი ცხოვრებისათვის.

თევზები - 19 მარტი

თევზებს ამ დღეს ძველი ჭრილობების მოშუშება შეეძლებათ. ისინი იმ თავისუფლებას მიიღებენ, რაც მათ ცხოვრებაში წინსვლისთვის სჭირდებათ. ამასთან, 19 მარტი ხელსაყრელია, როგორც პირადი ცხოვრების, ასევე ფინანსური კეთილდღეობისა და კარიერული კუთხით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system