თავში

მარტივი რიტუალი ახალმთვარეობისას, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

მარტივი რიტუალი ახალმთვარეობისას, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ
მარტივი რიტუალი ახალმთვარეობისას, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

ეს რიტუალი შეგიძლიათ შეასრულოთ 17 ( საღამოს) ან 18, 19, 20, 21, 22 სექტემბერს!

იქამდე უნდა ჩაატაროთ გენერალური წმენდა, თქვენს სივრცესა და გონებაში, გაისტუმრეთ თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი არასაჭირო, დაზიანებული, გატეხილი. გათავისუფლდით ახალმთვარეობის პიკამდე (17 სექტემბერი, 15:00 სთ).

დაგჭირდებათ : ახალი ბლოკნოტი, კალამი და სურვილისამებრ, სანიშნი, ან ბეჭედი, ან კულონი, ან რაიმე ისეთი სიმბოლო, რაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში სულ თქვენთან იქნება.

ტექნიკა: მას შემდეგ რაც დაასუფთავებთ ყველაფერს, მოაწყვეთ სასიამოვნო გარემო, დაანთეთ სანთელი (სასურველია პროგრამული), არომაჩხირი, ჩართეთ თქვენთვის სასურველი მუსიკა ( მანტრა, საგალობელი, ან თქვენი გემოვნებით მაგ: ბახის, შოპენის ან ვივალდის შთამაგონებელი ჰანგები). ჩამოწერეთ თქვენი რამდენიმე სურვილი, თუნდაც ნაკლებად რეალისტური, ჩამოწერეთ პუნქტებად, მისი განხორციელების ნაბიჯებით. შემდეგ იღებთ შერჩეულ სიმბოლოს ( ბეჭედს, საკიდს, მინერალურ ქვას, სანიშნს, თუ ნებისმიერ მარტივად სატარებელ ნივთს ) და აცოცხლებთ მას თქვენი ენერგიითა და განწყობით, აღიქვამთ როგორც ცოცხალ ენერგიას, რომელიც გეხმარებათ თქვენი სურვილების რეალიზაციაში, უყვებით თქვენს შესახებ, უმეგობრდებით, შემდეგ კი უმხელთ თქვენს სურვილ-ზრახვებს! ყოველდღიურად შეგიძლიათ აღნიშნოთ ბლოკნოტში პატარ-პატარა წინგადადგმული ნაბიჯები, მოუყევით შემდეგ თქვენს დამხმარე "სიმბოლოს", ის იქნება თქვენი დამხმარე, თქვენი მიზნების განხორციელებაში.

ატარეთ ეს სიმბოლო იქამდე, სანამ არ შესრულდება თქვენი სურვილები, შემდეგ კი მას მიუჩინეთ საპატიო ადგილი და შეინახეთ, როგორც წარმატებების თილისმა, ის თქვენ კიდევ გამოგადგებათ.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system