თავში

პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარედილით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 04:29 დან - 09:59 მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დღეს ეფექტურად მოახერხებთ ადრე დაწყებული საქმის დასრულებას. ახალი პროექტების დასაწყებად სხვა დრო სჯობს შეარჩიოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

კურო

ნუ ისაუბრებთ თქვენს გეგმებზე. ახლა ნათქვამი სიტყვები შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, ან თქვენი იდეები უბრალოდ სხვებმა მიითვისონ.

ტყუპები

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ძლიერი კონკურენტები გყავთ, თუ პირდაპირი და სამართლიანი გზებით იმოქმედებთ, ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ და წარმატებასაც მოიპოვებთ.

კირჩხიბი

შეეცადეთ ეს დღე ხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიუძღვნათ, ნებისმიერ სფეროში წარმატებებია მოსალოდნელი, ამიტომ უბრალო, ყოფით საქმეებს ნუ შესწირავთ თქვენს დროსა და ენერგიას.

ლომი

შთამბეჭდავ წარმატებებს ელოდეთ თუ მოქმედებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით და გადაწყვეტილებებიც უფრო გონივრული და შედეგიანი იქნება თუ სპონტანურად არ იქნება მიღებული.

ქალწული

ახლა თქვენი ინტუიციის წყალობით შეძლებთ გადადოთ სწორი და სასიკეთო ნაბიჯები, რათა მიაღწიოთ მიზანს. შეეცადეთ მშვიდად მოისმინოთ სხვათა რჩევა- დარიგებები, მაგრამ იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით.

სასწორი

იზრუნეთ ოჯახური სივრცის დალაგებასა და კომფორტზე. ამით გაიუმჯობესებთ თქვენს ენერგეტიკულ მდგომარეობას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სამსახურეობრივი ამოცანების დროულ და სასარგებლო გადაჭრას.

მორიელი

შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება განათლების ან კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით, რათა უფრო დახვეწოთ პროფესიული უნარები და მიიღოთ მეტი სარგებელი და სიკეთე თქვენი საქმიანობიდან.

მშვილდოსანი

თავგადასავლების წყურვილი მოულოდნელობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებში და შესაძლოა სიტუაცია ავანტიურული ელემენტებითაც იყოს დატვირთული, მაგრამ ეს გარემოება ნუ შეგაშინებთ, მოირგეთ გამარჯვებულის განწყობა.

თხის რქა

შეეცაედეთ თავი აარიდოთ სამართლებრივ ან იურიდიულ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ გზით თავიდან აიცილებთ ბიუროკრატიულ ორგანოებთან დაპირისპირებასა და პრობლემებს.

მერწყული

შესაძლოა დღეს ვალდებული გახდეთ დაუსრულებელ სამუშაოს მიუბრუნდეთ და ყველაფერი შეზღუდულ დროში დაასრულოთ, ერთი მხრივ ეს გაგაღიზიანებთ, მაგრამ ბოლოს კმაყოფილებით ამოისუნთქავთ.

თევზები

შესაძლოა მოულოდნელი მგზავრობა დადგეს დღის წესრიგში, ან მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებსა და შფოთს, მშვიდად მიჰყევით სამყაროს იდუმალ გზებს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system