თავში

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 25-26-ე დღე. რთული დღეა, ნეგატიური და დადებითი ამბები ერთმანეთში აირევა. შეუძლებელი იქნება ემოციების კონტროლი. ამიტომ, მინიმუმზე დაიყვანეთ კონტაქტები, რათა არ გავაფუჭოთ ურთიერთობები. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც ერთ ადგილას არ ჩერდება. ასე რომ, იაქტიურეთ! მაგრამ ზედმეტად არ გარისკოთ, – ამ დღეს ცვლილებებმა შეიძლება, პრობლემები მოგვიტანოს. 

პირად ურთიერთობებიში ყველაფერი არეულია, ერთმანეთის გაგება გაჭირდება. სიტყვებს ქმედებები სჯობს, - მაგალითად, რომანტიული ვახშმის გამართვა, სიურპრიზის გაკეთება ან, უბრალოდ, საუზმის მომზადება ნამდვილად კარგი იქნება. 

ვერძი

დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად-სასიყვარულო საკითხებზე და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე.

კურო

იყავით დაკვირვებული და მოზომილი რათა არ აღმოჩნდეთ დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში.

ტყუპები

ისიამოვნეთ, დატკბით ამ რეალობით, დღევანდელი შეხვედრებით. სათანადო ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

ამ დღის ენერგიები მიმართეთ თქვენი პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად. თქვენ გაქვთ შანსი მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ.

ლომი

წარმატების დღეა, თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხავს, ახალი პერსპექტივებისკენ მიმავალი გზები იხსნება.

ქალწული

ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი, აი ეს გჭირდებათ დღეს. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.

სასწორი

იყავით გაბედული, გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში, განსაკუთრებით ხელფასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

მორიელი

გამოიჩინეთ გაბედულება, ნუ დაელოდებით პირველი ნაბიჯს სხვისგან. აიღეთ სადავეები თქვენს ხელში.

მშვილდოსანი

დღეს მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, შეიძინოთ საჩუქრები ახლობელი ადამიანებისთვის.

თხის რქა

თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდათ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან.

მერწყული

ურთიერთობებში სიახლეები გელით, ეს უფრო განამტკიცებს თქვენს სასიყვარულო სფეროს, არ არის გამორიცხული ერთად წამოიწყოთ რაიმე პროექტი.

თევზები

თავი შეიკავეთ სოციალური კონტაქტების გაფართოვებისგან, მეტი ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებასთან ურთიერთობებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system