
ვერძი - ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები კამათის და დაპირისპირების მოყვარულები არიან. ისინი არასოდეს ცხოვრობენ სხვისი წესებით, როდესაც იგრძნობენ რომ რაიმეს უთითებენ, მაშინვე აგრესიულები ხდებიან.
ტყუპები - მათ ძალიან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვთ. არავინ იცის, გარკვეული ვითარებაში რას და როგორ აპირებს. მათთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელია, ამიტომ კამათს ყველა თავს არიდებს.
ლომი - საკუთარ თავს ყოველთვის საუკეთესოდ აღიქვამს, არ სურს, რომ ეს მოსაზრება უარყოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ვინმემ. არასდროს მოსწონთ, როდესაც ვინმესგან იღებს რჩევასაც კი, თვლის, რომ, რასაც ფიქრობს, მხოლოდ ეს არის სწორი. ლომები საკუთარ ტერიტორიას საზღვრავენ მტრული განწყობით.
ქალწული - ეს ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ბევრს ითხოვს ადამიანებისგან, სწორედ ამიტომ მუდამ აქვთ კონფლიქტი და დაძაბულობა სხვებთან. გარშემომყოფებისთვის ქალწულთან ყოფნა და ურთიერთობა საკმაოდ სტრესულია. ძალიან რთულია საერთო ენა გამონახოთ მათთან.