თავში

ყველაზე მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

​ყველაზე მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე მოღალატე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

გსურთ იცოდეთ რამდენად მიდრეკილია თქვენი პარტნიორი ღალატისკენ? ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშნებს მამაკაცებში.

ლომი

ლომების ხიბლი ქალებს მაგნიტივით იზიდავს. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ძლიერი ოჯახი და სტაბილური ურთიერთობა პრიორიტეტულია, ისინი მაინც ღალატობენ. თანაც საკმაოდ ხშირად ისინი კი არ აცდუნებენ ქალებს, არამედ პირიქით. ეს ლომს საშუალებას აძლევს, პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ხშირად ლომი ღალატობს, თუ მის სიამაყეს მიაყენეს დარტყმა, რადგან ის ძალიან ამპარტავანია. ამგვარად, მამაკაცი თავისი ეგოს დაკმაყოფილების საშუალებას იღებს, რათა კვლავ იგრძნოს თავი გამარჯვებულად, ცხოვრების მბრძანებლად.

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრებისეულ მიზნებს შორის ქორწინება და ოჯახი პირველ ადგილზე სულაც არ არის. ის ხანმოკლე რომანებით ტკბება, რომელიც ვალდებულების გარეშეა და შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა. თუ კირჩხიბი დაქორწინდება, მას გულწრფელად სჯერა, რომ შეძლებს, თავისი რჩეული ერთგული იყოს. რა თქმა უნდა, ეს მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება. თუკი კირჩხიბი სხვა ქალით სერიოზულად დაინტერესდება, ის ხელოვნურად შექმნის სიტუაციებს, რომლებიც ახლანდელი ურთიერთობების გაწყვეტას დააჩქარებს. ეს საშუალებას მისცემს მას, "გაასუფთაოს სინდისი": ბოლოს და ბოლოს, ხომ თქვენ მიატოვეთ და ის არაფერ შუაშია.

სასწორი

სასწორი ეჭვიანია, რომელიც თავადაც არ ერიდება რომანიც რჩეულის ზურგს უკან გაბმას. თუმცა, ეს საკმაოდ ხშირი კომბინაციაა, რადგან იქნება კი ადამიანი ეჭვიანი, თუ არ იცის, რომ ღალატი თავადაც შეუძლია? ყველაზე ხშირად, ამ ნიშნის მამაკაცების ღალატი ურთიერთობებში კონფლიქტებთან დაკავშირებულია. თუ მისი წონასწორობა დაირღვა, სასწორის ნიშნის დაქორწინებული წარმომადგენელიც კი ეძებს სხვას - ის, ვინც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და კომფორტს.

მორიელი

რომელია მამაკაცებში ყველაზე მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი? ეს მორიელია. მორიელს მიმზიდველი ქალებისკენ თვალი ყოველთვის გაურბის, მაშინაც კი, როდესაც თავისუფალი არ არის. მათ სექსუალური გამარჯვებების კოლექციონერობა მოსწონთ. ამით ისინი ამტკიცებენ, რომ შედგნენ, როგორც მამაკაცები. ხშირად მორიელი მამაკაცების ცხოვრების თანამგზავრებმა იციან მეუღლის რომანების შესახებ, რადგან ის მათ დამალვას არც ცდილობს. მორიელს უბრალოდ არ შეუძლია ქალებთან კომუნიკაცია წმინდა მეგობრული გზით - ის ნამდვილად გაამდიდრებს კომუნიკაციას ფლირტით და თუნდაც რაიმე პროვოკაციით. თუმცა, ის ძალიან ეჭვიანია და არ მოითმენს ანალოგიურ საქციელს პარტნიორისგან. თუ თქვენი რჩეული მორიელია, ფხიზლად იყავით, რადგან ის ზოდიაქოს ყველაზე მოღალატე ნიშნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system