თავში

ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშნები

​ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე საშიში ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ყველა ნიშანს საკუთარი სახასიათო თვისებები, უდავო დადებითი მხარეები და სამწუხარო ნაკლები აქვს. თუმცა არსებობს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელიც უბრალოდ საშიშია. მანიპულატორები, მატყუარები, ჯიუტები და მოღალატეები. რომელია ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ?

თხის რქა

თხის რქები ძალიან ჩაკეტილები არიან და ემოციების დემონსტრაციას არ ახდენენ. მათ შეუძლიათ, პირდაპირ თვალებში გიყურონ, თუმცა თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, რა ხდება მათ ტვინში. თხის რქები ნებისმიერ კომპანიაში დისტანციას იცავენ, ამასთან გარშემომყოფები მათ საუკეთესო მეგობრებად თვლიან.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მშიშრები არიან, თუმცა ამას არასდროს აღიარებენ. მათ აბსოლუტურად ყველაფრის ეშინიათ, ნებისმიერ სიტუაციაში ისინი პირველ რიგში მხოლოდ საკუთარ თავის გადარჩენაზე იზრუნებენ.

თხის რქები საკუთარ თავში დარწმუნებულები საერთოდ არ არის, ყოველთვის განზე დგანან და ხშირად სხვა ადამიანის სიყვარულს ვერ ახერხებენ.

ქალწულები

ქალწული ზოდიაქოს ყველაზე მომთხოვნი ნიშანია. მათთვის ყველაფერი ყოველთვის არ არის საკმარისი, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ სხვები მათთვის. ქალწულები არ ეძებენ სიყვარულს, უმეტესად ისინი ვალდებულების გარეშე მგზნებარე ურთიერთობისკენ მიმართავენ ძალისხმევას. ნებისმიერ მომენტში, აბსოლუტურად მოულოდნელად, მათ თქვენი მიგდება შეუძლია.

ქალწულები ეგოისტები არიან, საკუთარ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ. საჭიროების შემთხვევაში, ისინი უყოყმანოდ ღალატობენ. მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ ქალწულები საკუთარ თავს ბოლო მომენტამდე არც გაჩვენებენ.

მორიელი

ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე მყოფი მორიელები მათ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან - თავიანთი პრობლემების შესახებ ისინი აუცილებლად გარშემო ყველას მოუყვებიან, შემდეგ კი სასწაულებრივ ხსნას დაელოდებიან.

ისინი ეჭვიანი და ძალიან შურიანები არიან. ჩანს, თითქოს ისინი ჭკვიანი და ზრდასრული ადამიანები არიან, თუმცა სინამდვილეში მათ საკუთარი გრძნობების კონტროლი უჭირთ.

თუ მორიელებმა ვერ მიიღეს ის, რაც მათ სურთ, ისტერიკაში ვარდებიან. ფრთხილად იყავით - მათ აუცილებლად ახსოვთ ისინი, ვინც მათ ცუდად მოექცა და დროთა განმავლობაში შურს აუცილებლად იძიებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system