თავში

ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე შურისმაძიებელი ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ზოგიერთი წარმომადგენელი განსაკუთრებით შურისმაძიებელია. მათ არ შეუძლიათ წარსულის ტკივილის, წყენის დავიწყება და ყოველთვის სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობენ. ისინი მოთმინებით ელიან შესაფერის მომენტს, გულდასმით გეგმავენ შურისძიებას და ყოველთვის მტკივნეულ ადგილას ურტყამენ.

მორიელი

მორიელები თავისი სიჯიუტითა და შეუპოვრობით არის ცნობილი. მათ კარგი მეხსიერება აქვთ, რის გამოც წყენა ყოველთვის ახსოვთ და  რთულად პატიობენ. ის სასტიკი და უკომპრომისო ნიშანია, რომელსა ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, თუ მას და მის ახლობლებს შეურაცხყოფას მიაყენებენ. არასდროს უღალატოთ და არ სცადოთ მორიელის მოტყუება, თორემ ვერ ასცდეით შხამიან კბენას.

თევზები

მათ კარგი მოთმინების უნარი აქვთ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები წყენას დიდხანს მალავენ, თუმცა გულის სიღრმეში სამოქმედო გეგმას ამზადებენ. არასდროს ცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალიან არ უყვარს ღალატი.

კურო

ნებისმიერი უსამართლობა კუროს გაბრაზებას იწვევს და მას მხოლოდ შურისძიების სურვილი უჩნდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ძალიან მომთმენები არიან და დიდხანს შეუძლიათ ლოდინი, სანამ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებთ, მერე კი, ყველაფრისთვის ერთიანად გაზღვევინებენ. კურო არასდროს გაპატიებთ და ყოველთვის ეცდება შური იძიოს.

ქალწული

ქალწულებს ყველანაირი წვრილმანი სწყინთ. ქალწული ძალიან მიზანდასახული ადამიანია, რომელიც ყოველთვის თავისას აღწევს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულის შურისძიება ძალიან მკაცრი იქნება და დამნაშავეს მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system