თავში

ყველაზე ცუდი მეზობლები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

​ყველაზე ცუდი მეზობლები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ყველაზე ცუდი მეზობლები ზოდიაქოს ნიშნებს შორის

არსებობს მოსაზრება, რომ „ცუდ მეზობლებზე დიდი უბედურება არ არსებობს“. ზოგიერთი ადამიანი მუდმივად კონფლიქტშია სხვებთან, იყენებს მცირე შესაძლებლობასაც კი, რათა ზიანი მიაყენოს მათ, ვინც ახლოს ცხოვრობს. თავის მხრივ, ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი კეთილმეზობლური ცხოვრებისთვის ადაპტირებული არასოდეს იქნება.

ტყუპები

ტყუპებს ფართო სივრცეები უყვართ. ისინი მხიარულად და ხმამაღლა ზეიმობენ და გულწრფელად სჯერათ, რომ მათი გართობა გარშემო ყველამ უნდა გაიზიაროს.

თუ მეზობლები ტყუპები გყავთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ ისინი ხშირად მოგმართავენ და მომავალ დღესასწაულზე სკამებს ითხოვენ. თქვენ მოგიწევთ, მშვიდ და მოზომილ ცხოვრებას დაემშვიდობოთ.

მორილი

მორიელი ბოღმები და შურისმაძიებლები არიან. სიმშვიდის უმცირეს დარღვევასაც კი არ უგულებელყოფენ, რადგან ძალიან უყვართ სიჩუმე.

თუ მორიელს არ მოწონხართ, მაშინ ის მუდმივად იპოვის მიზეზებს, რომ ცხოვრება გაგიმწაროთ. უმჯობესია, ასეთი ადამიანი გყავდეს მეგობრებში, ვიდრე მტრების სიაში. მასთან ნებისმიერ ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან თავაზიანი უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ცხოვრების ბოლომდე მტერს შეიძენთ.

თხის რქა

თხის რქები ძალიან მოწესრიგებულები და გაწონასწორებულები არიან. მათ შეუძლიათ, მოთმინებით და ხანგრძლივად ახსნან თავიანთი პოზიცია, თანაც საათობით.

თუ ისინი გრძნობენ, რომ თქვენ "სწორი" ქცევის მათ შეხედულებებს არ შეესაბამებით, საქმეების ხანგრძლივ გარჩევას თავს ვერ აარიდებთ.

ვერძი

ვერძი მეზობლების პირად ცხოვრებაში სრულიად უცერემონიოდ იჭრება და თვლის, რომ თქვენ მისი დახმარება ნამდვილად გჭირდებათ. თუ თქვენ წყნარ, ჩაკეტილ ცხოვრებას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ ვერძი, თავისი თავხედობით, ნამდვილად გამოგიყვანთ მწყობრიდან.

ვერძს დელიკატური მინიშნებები არ ესმის და ის მაინც თავისას აგრძელებს. ის ისევ და ისევ დააკაკუნებს თქვენს კარზე და თავის დახმარებას შემოგთავაზებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system