თავში

რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალმთვარეობისას?!

რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალმთვარეობისას?!
რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა ახალმთვარეობისას?!

ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

(პროგნოზი აქტუალურია 23 აპრილიდან-22 მაისამდე)

ამ პერიოდის მთავარის მოთხოვნები - სტაბილურობა, სიმშვიდე და პრაქტიკულობა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია განავითაროთ ახლებური ხედვა. ნუ იმოქმედებთ სტანდარტული გზებით. განსაკუთრებით აქტუალურია ფინანსური და პირად-სასიყვარულო თემები, აქტიურ მდგომარეობაში შედის გარდამტეხი ცვლილებების ფაზა.

აქტუალური საკითხები თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის დაახლოებით 1 თვის განმავლობაში:

ვერძი

გარკვეული ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოსავლის წყარო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ქმედებამდე კარგად აწონდაწონეთ ნებისმიერი საკითხი.

კურო

მნიშვნელოვანი ძვრები, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები იმიჯის მხრივ, ან სხვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ გამოიჩინეთ ინიციატივა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას ან/და შესაძლოა მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც.

ტყუპები

იდუმალება, ფარული საკითხები, ფარული კავშირების აქტუალიზაცია. იდეალური პერიოდია იმისათვის, რომ გარკვეული შიშებისგან გათავისუფლდეთ. აკონტროლეთ აზრები და ფიქრები, კარგია ვიზუალიზაციის ტექნიკების ჩატარება.

კირჩხიბი

აღიარება, სოციალური კავშირების აქტუალიზაცია, გადახედეთ თქვენს გეგმებს, გადაახალისეთ კავშირები, სამეგობრო წრე. მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, ყურადღების ცენტრში ექცევით.

ლომი

ახალი შესაძებლობები კარიერული კუთხით, იყავით მეტად მომთმენი და წინდახედული, წარმატებას მოგიტანთ ინოვაციურ გეგმებზე და პროექტებზე მუშაობა. ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციებს. აქტუალური შესაძლოა იყოს მოულოდნელობების თემა.

ქალწული

კარგი დროა ცვლილებებისთვის, გამოიყენეთ ეს პერიოდი ნებისმიერი საქმიანობისთვის, იყავით მტკიცე და მიზანდასახული. კარგია უცხოეთთან , კანონთან, დაკავშირებული პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის. გათავისუფლდით მოძველებული შაბლონებისგან.

სასწორი

ფინანსები, ტრანსფორმაციული პროცესები, მემკვიდრეობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. იმუშავეთ თქვენს ფობიებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.

მორიელი 

პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული გადაფასებები(როგორც პირადი ასევე საქმიანი), პოზიციების მოულოდნელი ცვლა, სიტუაციების არასტანდარტული, შოკური გზით განვითარება. თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას, რომლის მერეც სიმშვიდე დაისადგურებს.

მშვილდოსანი

საქმიანობაში, ყოფით საკითხებში მკვეთრი ცვლილებები. შესაძლოა დაკავდეთ საქმით, რომელზეც მანამდე არც კი გიფიქრიათ. შემოსავლის ახალი წყაროების ძიება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აქტუალურია შინაური ცხოველების თემა.

თხის რქა 

ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და თემებია აქტუალური, მეტად ხართ ცხოვრებისეულ სიამეზე კონცენტრირებული. შესაძლოა თქვენმა გეგმებმა ამ ეტაპზე არ გამოიღოს სასურველი შედეგი.

მერწყული

სიახლეები ოჯახურ საკითხებში. ახალი, არასტანდარტული სიტუაციების აქტუალიზაცია, მოულოდნელად შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები „ყოფილ“ მეგობრებთან ან პარტნიორებთან. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა.

თევზები 

საინფორმაციო სივრცეს მიაქციეთ ყურადღება. აქტუალურია: არასტანდარტული და დაუგეგმავი მოლაპარაკებები, გეგმები. ყურადღებით იყავით გზებზე. მშვენიერი პერიოდია თვითგანვითარებისთვისა და სოციალური აქტივობებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system