თავში

რა უნდა გაითვალისწინოთ ახალმთვარეობისას?!

რა უნდა გაითვალისწინოთ ახალმთვარეობისას?!
რა უნდა გაითვალისწინოთ ახალმთვარეობისას?!

ახალი კვირა ახალმთვარეობით დაიწყო, რომელიც გვაქვს კირჩხიბის (პიკი 21:33) 29 -ე გრადუსზე.

გამორჩეულია ეს ახალმთავრეობა იმით, რომ წინა ახალმთვარეობის მსგავსად, ისევ კირჩხიბშია, მთვარე უერთდება მზეს თავის სამფლობელოში, ყველაფერი ჩანს ისე თითქოს ის კომფორტშია, თუმცა ეს კომფორტი ინგრევა „დიდი“ პლანეტების დაპირისპირებით.

ეს არის ერთგვარი ბოლო გადაკონტროლება, გამოცდა სიმტკიცეზე, არა მხოლოდ კირჩხიბთათვის, არამედ ყველა ადამიანიანისთვის. რამდენად მტკიცეა თქვენი ფესვები, თქვენი სივრცე, რამდენად გაუძლო თქვენმა „სიცოცხლის ხემ“ ტრანსფორმაციებს?

ახლა სისუსტის დრო ნამდვილად არ არის! საჭიროა მეტი სიმამაცის, ტაქტიანობის, დისციპლინის გამოვლენა, სწორი კომუნიკაციები, რათა უფსკრული თქვენსა და სხვა ადამიანებს, ოჯახის წევრებსა თუ გარკვეულ სიტუაციებს შორის არ იყოს ძალიან მტკივნეული.

ნუ იქნებით სულსწრაფი, მიუდექით ნებისმიერ საკითხს მეტი გაგებით, უფრო პროგრესულად იფიქრეთ, ნუ იმოქმედებთ სტანდარტული ნაბიჯებით, ის რაც თქვენი გასაკეთებელია უნდა გააკეთოთ თქვენ!

აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს თავზე, თქვენს ცხოვრებაზე!

გამოიყენეთ ეს პერიოდი (საღამოს პიკამდე):

- ენერგეტიკული თუ ზოგადად ორგანიზმის წმენდისთვის;

- ნუ გადაიტვირთებით მძიმე სამუშაოს შესრულებით;

- მოერიდეთ ნებისმიერი სახის გარჩევებს;

- იფიქრეთ თქვენს სურვილებზე, იმაზე თუ რა გსურთ, ვალდებულებების გამო ნუ დაკარგავთ წვდომას თქვენს შინაგან ბუნებასთან;

- მოუფრთხილდით ჯანმრთელობას;

საღამოს 9 საათამდე ეცადეთ მიიროთ შხაპი, სთხოვეთ წყლის სტიქიას, მის ძალას, გაგათავისუფლოთ ყოველგვარი დაბრკოლებებისა და პრობლემებისგან.

ახალი საქმეებისა და წამოწყებებისთვის 21 ივლისიდან უკეთესი პერიოდია.

 მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system