თავში

რა უნდა გაითვალისწინოთ რეტროგრადული მერკურის დროს?!

რა უნდა გაითვალისწინოთ რეტროგრადული მერკურის დროს?!
რა უნდა გაითვალისწინოთ რეტროგრადული მერკურის დროს?!

15 რჩევა ფხიზელი მერკურისგან, რომელიც 14 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრამდე უნდა გაითვალისწინოთ.

მერკურის რეტროგრადულობა შესაძლოა აისახოს ნებისმიერ საქმიანობაზე რომელიც კავშირშია კომუნიკაციებთან, შუამავლობასთან, ინფორმაციის გაცვლასთან, სწავლის პროცესთან, ურთიერთობებთან, ტექნიკასთან და ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ამ პერიოდში მარტივი საკითხებიც კი რთულდება, ამიტომ ეს სამი კვირა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

რეტროგრადული მერკურის დროს გაითვალისწინეთ!

მნიშვნელოვანი საბუთები ხელმოწერამდე რამდენჯერმე გადაამოწმეთ.

ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს, კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, მოლაპარაკებების, ახალი პროექტების წამოწყებამდე (ან გადადეთ სამომავლოდ).

თუ გინდათ რომ ტექნიკამ დიდხანს და გამართულად იმუშაოს, ნუ შეიძენთ ამ პერიოდში, მაგრამ კარგი დროა მათი შეკეთებისთვის!

მარკეტინგთან, პიართან, რეკლამასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებით აკონტროლეთ და გადაამოწმეთ ყოველგვარი ინფორმაცია.

გონებას უჭირს ამ პერიოდში ინფორმაციის ათვისება, ამიტომ არ გირჩევთ სასწავლო საკითხების ამ დროს წამოწყებას, მაგრამ ეფექტურია უკვე მიღებული ინფორმაციების განახლება, გადახედვა.

გადაამოწმეთ და მწყობრში მოიყვანეთ საბუთები, ხელშეკრულებები, ბანკთან დაკავშირებული ოპერაციები.

განაახლეთ ძველი საქმიანობა, პროექტები, რომელიც გარკვეული მიზნით გადადებული ან სულაც მივიწყებულიც გქონდათ.

არ არის რეკომენდებული ამ პერიოდში მგზავრობა.

აღადგინეთ ძველი კონტაქტები, რომელიც ფიქრობთ რომ ღირებულია! მაგრამ ალკოჰოლის მიღებამდე, გირჩევთ „ყოფილის“ ნომრის წაშლას.

მოინახულეთ მივიწყებული ადგილები, რომლების მონახულებაც სიამოვნებას განიჭებდათ.

სცადეთ ის, რაც არ გამოგდიოდათ აქამდე.

გამოიყენეთ შემდეგი მინერალური ქვები: ზურმუხტი, საფირონი, თურმალინი, ობსიდიანი, კვამლიანი კვარცი.

არომათერაპიიდან გამოიყენეთ: საკმეველი (ლადანონი), ფორთოხალი, იმბირი, პაჩული, გერანი.

სიმბოლოებიდან გირჩევთ ბუს სიმბოლოს გამოყენებას.

ყიდვა-გაყიდვის სფეროში ხელსაყრელია ეს პერიოდი იმ პროდუქციის ამოსაყიდად, რომელიც არ იყიდებოდა.

ეს პერიოდი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც დაბადების მომენტში მერკური რეტროგრადული აქვს.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system