თავში

რას მოუტანს ვეფხვის წელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს - 2022 წლის პროგნოზი

​რას მოუტანს ვეფხვის წელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს - 2022 წლის პროგნოზი
რას მოუტანს ვეფხვის წელი ზოდიაქოს ყველა ნიშანს - 2022 წლის პროგნოზი

ასტროლოგებმა ისაუბრეს, რას მოუტანს ვეფხვის წელი სხვადასხვა სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს.

ზოგადად, ახალი წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კომფორტული იქნება.

მიწის სტიქიისთვის (ეს არისურო, ქალწული, თხის რქა) წელი კარიერული თვალსაზრისით საკმაოდ ორაზროვანი გახდება. იქნება კარგი პერიოდებიც, მაგრამ იქნება ისეთი პერიოდებიც, როდესაც დაძაბვა და ნერვიულობა მოგიწევს. დადგება სწრაფი და არატრივიალური გადაწყვეტილებების მიღების დრო. შესაძლოა, იყოს მოულოდნელი შეთავაზებები, მაგრამ დანაკარგებიც იქნება. მიწის სტიქიის წარმომადგენლები ძველს არ უნდა ეპოტინებოდნენ და ცხვირი არ ჩამოუშვან. უმეტესად, ეს ადამიანები სტაბილურები არიან, მაგრამ ამავდროულად ახლის მიმართაც უნდა იყოთ გახსნილი.

წყლის ნიშნებისთვის (ეს არის კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ახალი წელი საკმაოდ აქტიური გახდება საპირისპირო სქესთან ურთიერთობისა და ოჯახური ნამატის თვალსაზრისით. განსაკუთრებით ნაყოფიერი, შესაძლოა, წლის პირველი ნახევარი იყოს. შესაძლებელია ოჯახის გაფართოება, ურთიერთობების დაკანონება. სამუშაოსა და კარიერის თვალსაზრისით კი ასტროლოგი წყლის ნიშნებს ურჩევს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები თავიდან აიცილონ. საჭიროა ყველაფრის აწონ-დაწონვა და გადამოწმება.

ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის (ესენი არიან ტყუპები, სასწორი, მერწყული) ახალი წელი პროფესიულ საქმიანობაში პოზიციების გასაძლიერებლად კარგი პერიოდი იქნება. შესაძლებელია სამსახურში უფლებამოსილების გაზრდა და გაფართოება, ასევე ხელფასის გაზრდაც. მაგრამ ჰაერის ნიშნების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ოჯახის დანგრევის ალბათობა არსებობს, თანაც არც ახლის შექმნა გამოვა წარმატებით.

ყველაზე მეტად, ვეფხვი ცეცხლის სტიქიას (ესენი არიან ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) სწყალობს. ამ ნიშნებისთვის წელი, შესაძლოა, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ნათელი გახდეს. მოსალოდნელია კრეატიული იდეები, გამოგონებები. ბევრი რამ თავად ნიშანზეა დამოკიდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system