თავში

რას ნიშნავს ბუნიაობა და რა უნდა ვიცოდეთ 22 სექტემბრის შესახებ?!

რას ნიშნავს ბუნიაობა და რა უნდა ვიცოდეთ 22 სექტემბრის შესახებ?!
რას ნიშნავს ბუნიაობა და რა უნდა ვიცოდეთ 22 სექტემბრის შესახებ?!

ყოველ წელს გვაქვს 4 მნიშვნელოვანი დღე : გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამტოლობა; ზაფხულისა და ზამთრის მზებუდობა;

შემოდგომაზე სრულდება ფიზიკური აქტივობის ფაზა და იწყება შინაგანი ძვრების პერიოდი. ამიტომ, დადებული შედეგებითა და აღებული „მოსავლით“ გააკეთეთ ანალიზი, რა გამოგივიდათ? სად შეგეშალათ? რა უნდა გაასწოროთ? 

გაზაფხულის დღეღამტოლობა იანური, მამაკაცური ენერგიის მატარებელია, რადგან იზრდება მზის ენერგია.

შემოდგომის დღეღამტოლობა კი ინური-ქალური ენერგიის ფაზის დასაწყისია. ამიტომ მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა კულტურებსა და ტრადიციებში პატივს მიაგებენ დიდებულ (ქალ) ღვთაებებს, სამყაროს „დედას“. არა ერთი დღესასწაული შეგიძლიათ ნახოთ ძველ ტრადიციებში. (მაგ:ქრისტიანები 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას ზეიმობენ.).

ახლა კი ვნახოთ, რა კავშირი აქვს ამ 4 მნიშნელოვან დღეს ასტროლოგიასთან?

ყველაფერი მარტივადაა, ამ დღეებში მზე გადადის კარდინალური ჯვრის ზოდიქოს ნიშნებში. (სეზონის ცვლა) ყოველი ასეთი დღისას, შეგიძლიათ ააგოთ ჰოროსკოპი და წაიკითხოთ ვარსკვლავური გზავნილი.

წელს, დღეღამტოლობა გვაქვს 22 სექტემბერს 17:30 სთ -ზე, ძირითადად არასახარბიელო კავშირი ვლინდება ფინანსების ღერძზე, ამიტომ ჯობია ამ პერიოდში თავი შეიკავოთ მნიშვლეოვანი ფინანსური ოპერაციებისგან. შესაძლოა ზოგიერთმა ადამიანმა კარგად გამოიმუშაოს გარკვეული სავალუტო სპეკულაციებით, ასევე არის ალბათობა გარკვეული შეზღუდვებისა (ნუ შეშინდებით, არა იმ „დოზით“ რაც უკვე გავიარეთ.)

ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად გააზრებული. მოერიდეთ ამ პერიოდში დაპირებებს! იზრუნეთ მხოლოდ ძველი ვალდებულებების შესრულებაზე.

აი, პირადი ურთიერთობების თემა გაცილებით უკეთესად ვითარდება, ვიდრე სხვა დანარჩენი. იყავით დიდსულოვანი, გულისხმიერი და ფილოსოფიურად შეხედეთ ნებისმიერ გარემოებას.

შეხვდით მზის ამოსვლას 22 სექტემბერს, 07:16 სთ-ზე , გადით აივანზე, ან ღია ფანჯრიდან, სახით აღმოსავლეთისკენ, მიესალმეთ მზეს (სასურველია გაიატრი მანტრის ფონზე) მიესალმეთ თქვენი და თქვენი სამყაროს ახალ ციკლს, ახალ დღეს.

მზის ჩასვლისას კი 19:27 სთ-ზე შებრუნდით დასავლეთისკენ და გააცილეთ მზე ჰორინტზე. მასთან ერთად გაუშვით ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან, რისი გაშვებაც, დასრულებაც გინდათ.

იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, ყოველი ტკივილისთვის და ყოველი ღიმილისთვის, გახსოვდეთ რომ ამ სეზონის სიმბოლო სასწორია, რომელიც მუდამ უნდა გვახსენებდეს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში ბალანსი და ზომიერებაა. არ არის საჭირო იყოთ წმინდანი, ნურც ეშმაკის სახეს შექმნით საკუთარი თავისგან, თქვენ ხართ ადამიანი, შემოქმედის მშვენიერი, უნიკალური ქმნილება.

ეფექტურია ამ დღეს სხვადასხვა პრაქტიკების შესრულება, მაგრამ იქამდე მთავარია წმენდა!

გაათავისუფლეთ თქვენი სივრცე, გონება ყველაფერი ძველისგან.

ეფექტურია რიტუალი ბლოკნოტით, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system