თავში

რას ნიშნავს ნულოვანი დღეები?!

რას ნიშნავს ნულოვანი დღეები?!
რას ნიშნავს ნულოვანი დღეები?!

15 დან 20 მარტამდე, მზე თევზების ბოლო გრადუსებშია. 

ეს არის ასტროლოგიური წლის ბოლო დღეები როდესაც სასურველია გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების განვლილი ეტაპები,  სულიერად და ფიზიკურად განწმენდილები შევეგებოთ ახალ სასიკეთო მაცოცხლებელ ენერგიებს, რომელიც 2020 წლის, 20 მარტს იღებს სტარტს. 

ნულოვანი დღეების, (იგივე დელფინის დღეები, იგივე „ მწუხარებისა და გლოვის დღეები“) პერიოდში ხდება ყველაფრის განულება. გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერი უსარგებლო, ყველაფერი რამაც თავისთავი ამოწურა, ეს არის სულის, ფიქრების, სხეულისგან წმენდის პერიოდი, ეფექტურია ამ დროს სახლის, სამუშაო სივრცის წმენდა, წმენდა - ყველა დონეზე. 

გაიხსენეთ წინაპრები, პატივი მიაგეთ მათ. ზოროასტრიზმის მიმდევრებს ამ დროს მკაცრი მარხვა აქვთ, ( „მწუხარებისა და გლოვის დღეები“ ), ხოლო 20 მარტიდან აღნიშნავენ ახალი წლის დასაწყისს, გაზაფხულის დღე-ღამ ტოლობას.

ამ დღეებში ხდება, ადამიანების მომზადება, ახალი ენერგიების მისაღებად. ახალი ცხოვრება - ახალი ფურცლიდან! თევზების ნიშანი ასრულებს ზოდიაქალურ ციკლს, ეს ნიშანი ჩვენგან, მიტევებას, გულმოწყალებას, პატიებასა და ჭეშმარიტ სიყვარულს მოითხოვს. სწორედ ეს საკითხები უკავშირდება ნულოვან დღეებს. დასასრული და დასაწყისი, ახალ საფეხურზე გადასვლა, რომელიც სულიერების ახალ დონეზე გადაგვიყვანს.

ამ პერიოდში, ფაქტიურად მზის ენერგიის გარეშე ვართ, შესაძლებელია გამოვლინდეს : ენერგოტონუსის დაქვეითება, მარტოობის, უსუსურობის განცდა, ენერგიის ნაკლებობა. დაიცავით სისუფთავე და ზომიერება ფიქრებში, განცდებში, სიტყვებში, შეზღუდეთ ცხოველური საკვები.(ყურადღება მიაქციეთ კუჭსა და ნაღვლის ბუშტს). სასარგებლოა სხვადასხვა ბალახების , ჩაის მიღება (გვირილა, პიტნა). იზრუნეთ განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებზე, აჩუქეთ მათ სითბო, ყურადღება.

15; 16; 17; 18; 19 მარტი

ამ დღეებში, არ არის სასურველი მინერალური ქვების ტარება. ასევე მითითებულ დღეებში, არ არის რეკომენდებული ქვების შეძენა, ჩუქება, განსაკუთრებით კი, მოპარვა. საფრთხილოა ცოცხალი მინერალები : მარჯანი, სადაფი, მარგალიტი. მარგალიტი და სადაფი, ამ დღეების განმავლობაში მოათავსეთ წყალში, რათა მათ მოახერხონ „ცრემლისღვრა“... გაივლიან რა კათარზისს, შემდეგ ისინი მთელი წლის განმავლობაში პოზიტიურად იმოქმედებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system