თავში

რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც ამაღამ იწყება

რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც ამაღამ იწყება
რჩევები სავსემთვარეობის პიკზე, რომელიც ამაღამ იწყება

სავსემთვარეობა. პიკი 01:05 წთ-ზე. 

დასასრული, მოსავლის აღება, შედეგები, ბრძოლის დასასრული და გამჟღავნება.

სავსემთვარეობა გვაქვს ვერძის მე-10 გრადუსზე.

ვერძი ეს არის პირველი იმპულსი, ეს არის ზოდიაქალური წრის პირველი ნიშანი, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, რომელსაც მართავს პლანეტა მარსი.

განსაკუთრებით იგრძნობენ ამ ენერგიებს კარდინალური ჯვრის ნიშნის წარმომადგენლები : ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა.

საკმაოდ კონფლიქტური ფონია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას (ძველი, ქრონიკული დაავადებების გამწვავებისა და ტრავმულობის ალბათობა მატულობს). შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არის ხანძრებისა და ავარიების ალბათობა.

დაიცავით ბალანსი, სასურველია იოგა, მედიტაცია, გამოიყენეთ არომათერაპია :(ლავანდა, ვარდი, ვანილის არომატები).

სწორედ ახლა შეიძლება დასრულდეს ძველი გაჭიანურებული საკითხები, გამჟღავნდეს და ნათელი მოეფინოს ძველ, გაურკვეველ საკითხებს, ნუ გადადებთ მსგავს თემებს სამომავლოდ, მეტი დიპლომატიით, მაგრამ ეცადეთ აუცილებლად დადოთ შედეგები.

ფილტრაციის პროცესი ნელნელა სრულდება, გამოჩნდება ფარდის მიღმა რეალური ხედები, ადამიანების რეალური ზრახვები.

მარსი ჯერ კიდევ უკანმავალია, ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არის ხელსაყრელი ახალი საქმეების წამოწყება, დაასრულეთ და ბოლომდე მიიყვანეთ ადრე დაწყებული საკითხები.

განსაკუთორებით ეფექტურია ეს პერიოდი დამცავი ამულეტების დამზადებისთვის და კარიერული საკითხების დასალაგებლად!

ახლა კი ვნახოთ თუ რა თემები იქნება აქტუალური თითოეული ნიშნისთვის.

შეგახსენებთ, რომ პროგნოზი არის ზოგადი ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის.


ვერძი
შედეგები შესაძლოა უკავშირდებოდეს იმიჯის ცვლას, ასევე ურთიერთობებში გარკვეულობა, დასასრული ან სხვა ეტაპზე გადასვლა. გამოჯანმრთელება. კომპრომისი ახლა დიდი ძალაა, გაითვალისწინეთ!

კურო
შინაგანი ძვრების დასასრული, იზოლაციის დასასრული. შესაძლოა ემიგრაციიდან დაბრუნება. შესაძლოა ერთგვარი მედიტაციური მდგომარეობიდან ახლა გამოხვიდეთ, ახლა "გამოიღვიძოთ". რეალური მტრების სახე შეიძლება დაინახოთ.

ტყუპები
სურვილების ასრულება. დაკმაყოფილება. მოგება ფინანსურ საკითებში. სოციალურ საკითხებში ავტორიტეტის ზრდა. სამეგობრო წრეს მიაქციეთ ყურადღება. გარკვეული კავშირების დასრულება, გადაწყვეტა (როგორვ სოციალურ ქსელებში, ასევე სამეგობრო წრეში).

კირჩხიბი
კარიერულ საკითხებში ცვლილებები. საქმიანობის კუთხით რაღაცის ლოგიკური დასასრული, ასევე შესაძლოა ახალ ეტაპზე გადასვლა. გამოიჩინეთ საღი აზრი და იმოქმედეთ გონივრულად.

ლომი
გონებრივი განვითარების კუთხით შედეგების დადება. უცხოელებთან და უცხოეთთან დაკავშირებული საკითების გადაწყვეტა. ასევე გარკვეულ კანონთან დაკავშირებული საკითების დასრულება.

ქალწული
დიდი ტრანსფორმაციული ძვრების დასასრული. კრედიტებთან, ზოგადად საბანკო სექტორთან, დიდ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების დასრულება, გადაწყვეტა.

სასწორი
პარტნიორულ სფეროში(როგორც პირად-სასიყვარულო ასევე საქმიანი), სხვა ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების, პროექტების, მოლაპარაკებების დასასრული, გადაწყვეტა (სასიკეთო თუ არა ეს დამოკიდებულია უშუალოდ თქვენს რუკაზე).

მორიელი
მოუფრთილდით ჯანმრთელობას. გადაწყობა რუტინულ საქმიანობაში. ჩვევებისა და ვალდებულებების ცვლა. რაღაც გარკვეული ყოფითი საკითხების დასასრული. შესაძლოა ახალი ოთხფეხა მეგობარი შეიძინოთ.

მშვილდოსანი
პირად-სასიყვარულო საკითხებში ახლა ფორტუნა თქვენს მხარესაა. თქვენს ადამიანს შესაძლოა წორედ ახლა შეხვდეთ. (თუმცა შეიძლება ზოგიერთისთვის სწორედ ახლაც დამთავრდეს). სიახლე შეიძლება იყოს თქვენთვის ასევე ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.

თხის რქა
საოჯახო საკითხებში რაიმე შედეგის მიღება. ბინის ყიდვა-ან გაყიდვა, გადასვლა ახალ სახლში, რემონტის დასასრული, მშობლებისგან მოშორებით შეიძლება გადაწყვიტოთ ცხოვრება. ახალი საოჯახო შენაძენი და სხვა.

მერწყული
მგზავრობები, გარკვეული სასწავლო კურსების დასრულება. კომუნიკაციების დასასრული ან ნაყოფიერი კავშირის სტაბილიზაცია. სიახლე ტექნიკურ საშუალებებთან დაკავშრებით.

თევზები
შემოსავლების ზრდა. მოსავლის აღება. ვალების დაბრუნება. ახალი შემოსავლის წყარო შეიძლება გამოჩნდეს. მატერიალური, ღირებული საჩუქრის მიღება.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system