თავში

როდის დგება "ოქროს წუთი" - ჩაიფიქრე სწორად

როდის დგება "ოქროს წუთი" - ჩაიფიქრე სწორად
როდის დგება ოქროს წუთი - ჩაიფიქრე სწორად

ამ ჯადოსნურ დროის ინტერვალს, როგორც ცნობილია, უძველესი დროიდან იყენებენ.

"ოქროს წუთი" ყოველდღე ფიქსირდება და უფრო ეფექტურია სურვილის ჩაფიქრება ამ სადღესასწაულო დღეებში, როდესაც სამყაროში იმედით, საოცრებების მოლოდინითა და პოზიტივითაა ჰაერი გაჯერებული.
ყოველი დღე-ღამის განმავლობაში არის დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც კონტაქტში შევდივართ ჩვენს მფარველ ანგელოზთან. ამ დროს შეგვიძლია მას მივმართოთ ერთი კონკრეტული სურვილით, თხოვნით, რომელიც აუცილებლად აგვისრულდება, თხოვნა უნდა იყოს რეალური და კონკრეტული,
მაგ

1- გინდათ გაგიზარდონ ხელფასი, უნდა ჩამოაყალიბოთ ასე - მე მინდა ერთ თვეში მქონდეს ხელფასი 1000 ლარი.
2- მე მინდა დაბადების დღეზე მეგობრებმა მაჩუქონ კოკერ-სპანიელი.


"ოქროს წუთის" გამოთვლა ხდება შემდეგი წესით: გვჭირდება დღის რიცხვი და თვის რიგითი ნომერი, მაგ.: 15 აპრილს ოქროს წუთი იყო 15 საათი (რიცხვის მაჩვენებელი) და 4 წუთი (თვის მაჩვენებელი).

8 ნოემბერს ოქროს წუთი იყო 08 საათსა და11 წუთზე.
ასევე 23 ნოემბერს ოქროს წუთი იქნება 23 საათი და11 წუთი. ასე ვითვლით ერთიდან 24 რიცხვამედე.
24 დან 31 მდე გამოითვლება შემდეგი წესით მაგ.: 27 ნოემბერი ეს იქნება 11 საათი ( პირველ ადგილზე გადადის თვის რიცხვი) და დღის რიცხვი 27 - გადადის მეორე ადგილზე ე.ი. ამ დღეს ოქროს წუთი იქნება 11 საათსა და 27 წუთზე.

გვახსოვდეს, რომ სურვილი უნდა იყოს ერთი, კონკრეტული, რეალური და არ უნდა აყენებდეს არავის ზიანს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system