თავში

როდის იქნება ახალმთვარეობის პიკი - ასტროლოგის რჩევა

როდის იქნება ახალმთვარეობის პიკი - ასტროლოგის რჩევა
როდის იქნება ახალმთვარეობის პიკი - ასტროლოგის რჩევა

13 იანვარს ახალმთავრეობაა,  პიკი 09:00 ზე. თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში. (24 -ე გრადუსზე). 

 სხვა ახალმთვარეობებისგან განსხვავებით. ამ დროს, შესაძლოა, პირიქით, შფოთმა და ნევროზულობამ იჩინოს თავი, რასაც პლანეტების დაძაბული კავშირები ქმნის, თუმცა, სწორედ ახლა შეიძება დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების ეტაპი. (ერთის მხრივ, მზე-მთვარის კავშირი პლუტონთან, მეორეს მხრივ სტაციონარულ ურანს ნელნელა შეუერთდება მარსი, რომელიც დიდ პლანეტებთან ერთგვარ დაძაბულობას ქმნის, რის შედეგადაც თითოეულ ადამიანში მოიმატებს ამბიციების ერთი მხრივ, მეორე მხრივ ამ ამბიციების ალაგმვის, შეზღუდვების სურვილი სხვათა მხრიდან, დაძაბულობის, პროტესტისა და რევოლუციონერული მუხტი, შესაძლოა განახლდეს ძველი „ჭრილობები“ როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ჯანრთელობის კუთხით შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული პროცესები. განსაკუთრებით რთული შეიძლება ეს პერიოდი იყოს მათთვის, ვინც მიჯაჭვულია სტაბილურობაზე, ძველ ჩვეულ სიტუაციებზე, ვინც ერთ გზას ტკეპნის.

უფრო გამოხატული გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ამ პერიოდს, თხის რქის ბოლო პერიოდში დაბადებულ და ძირითადად: კუროს, მორიელის, ლომისა და მერწყულის ზონის დასაწყისში დაბადებულ ადამიანებზე.

ამიტომ მთავარი ამ პერიოდში (დაწყებული ახალმთვარეობით, დასრულებული იანვრის თვის ბოლომდე) არის შემდეგი:

გაუფრთილდით ჯანმრთელობას;

იყავით ფრთხილად გზებზე (ასევე მოერიდეთ ფრენას);

ნუ დაგეგმავთ სარისკო ოპერაციებს (როგორც ბიზნეს, ასევე სამედიცინო კუთხით);

ნუ მიიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს; (თუმცა სწორედ ამ დროს შეიძლება გაგიჩნდეთ გენიალური იდეები).

ზედაპირული პირადი ურთიერთობები ამ პერიოდში არ გაამართლებს.

თავი შეიკავეთ ურთიერთობების გარკვევისგან და გაგებით მეტი მოეკიდეთ წარმოქმნილ უთანხმოებებს.

მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავთ, სასურველია ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან შეხვდეთ ამ დღეს, აჩუქეთ საჩუქრები თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, გამოუტყდით სიყვარულში თქვენს რჩეულს.

განსაკუთრებით მოერიდეთ სადღესასწაულო ასაფეთქებლების, მჭრელი საგნების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

ჩართეთ არომათერაპია თქვენს ყოველდღიურობაში: გამოიყენეთ ვანილის, ლავანდის, ვარდის არომატები. რადგან სწორედ ისინი დააბალანსებენ ზოგადად სახლის ატმოსფეროს და თითოეულის ემოციურ მდგომარეობას მეტად დაამშვიდებენ.

თუ როგორი იქნება თითოეული ნიშნისთვის იანვარი და რა ცვლილებებს მოიტანს ეს ახალმთვარეობა, ამაზე უკვე,  ტრადიციულად, პარასკევს, 15 იანვარს  report.ge- ს ლაივში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გიპასუხებთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system