თავში

როგორ მოვიქცეთ ახალმთვარეობისას

როგორ მოვიქცეთ ახალმთვარეობისას
როგორ მოვიქცეთ ახალმთვარეობისას

ახალმთვარეობაა (პიკი 09:07 სთ) მორიელის 24 -ე გრადუსზე. შესაბამისად განსაკუთრებით ექნება ამ ახალმთვარეობას გავლენა მორიელისა და შემდეგ კუროს ნიშნის წარმომადგენლებზე, რომელიც 24 გრადუსის ზონაში (+/-3) არიან დაბადებულნი.

ახალმთვარეობა ეს არის დრო, როდესაც ორი მნათობი ერთმანეთს ხვდება და ხდება ახალი პროგრამების, ახალი ენერგიების ფორმირება.

მთვარე მორიელის ნიშანში დაცემულია.

მმართველი - მარსი (პლუტონი).

ფიქსირებული ჯვრის ნიშანი.

სტიქია -წყალი (მთავარი არსი - წყალი იღებს იმ ჭურჭლის ფორმას სადაც იმყოფება. )

გამოხატულია ბრძოლა, ტრანსფორმაცია, ფსიქიური ძალა (რომელიც სირთულეებსა და სიმძიმეს უკავშირდება).

ეს არის ახალმთვარეობა, რომელიც გვამზადებს 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებისთვის (მთვარე ტყუპების ნიშანში), მოსამზადებელი, ტრანსფორმაციული ეტაპი.

უახლოესი 1 თვე აქტუალური უნდა იყოს არა ფიზიკურ დონეზე ქმედება, არამედ შინაგანი გარდაქმნა, ეს არის თვითჩაღრმავების, თვითანალიზის, ძიებისა და კვლევის პროცესი, რომლის საშუალებითაც თითოეულმა უნდა შეიმეცნოს რაღაც ახალი, გაიცნოს საკუთარი თავი და გააცნობიეროს საკუთარი ძალები.

მორიელის სიმბოლო ფენიქსია, რომლის სიცოცხლის ციკლიც მშვენივრად ასახავს ამ უახლოესი პერიოდის არსს.

  • -ნუ იჩქარებთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას.
  • -არ არის სასურველი იმრპოვიზაცია.
  • -არ არის სასურველი ფინანსური საკითხების წარმოება.

ვნახოთ როგორ აისახება ახალმთვარეობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი

გათავისუფლება, დასრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ მატერიალური დამოკიდებულება. იმუშავეთ კომპლექსებზე, შიშებზე. ფინანსებთან დაკავშირებით გქონდეთ გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის იმედი.

კურო

ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოთავაზებები, პროექტები, პირად-სასიყვარულო კუთხითაც მნიშვნელოვანი პერიოდია. გაითვალისწინეთ კომპრომისი და დიპლომატია ახლა ყველაზე მომგებიანია.

ტყუპები

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, დაქვეითებულია ენერგო-ტონუსი. მიმართეთ დახმარებისთვის ბუნებას. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის მშვენიერი დროა.

კირჩხიბი

დასვენების დროა. შემოქმედებითი ენერგია, ამაღლებული განწყობა გეხმარებათ სიტუაციების სწორად შეფასებასა და მართვაში. თუ ჯერ არ გყავთ ის დროა დაფიქრდეთ ბავშის ყოლაზე.

ლომი

არაპროგნოზირებადი მოვლენები, ცხოვრების რელსებს ცვლის, ეს არც თუ ისე სასიკეთოდ აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ცვლილებებმა შესაძლოა თავი იჩინოს სახლის, უძრავი ქონების, ოჯახთან დაკავშირებულ თემებში.

ქალწული

სიახლეები, საინფორმაციო სივრცის გაზრდა, შემეცნების დროა, ახალი კომუნიკაციები, საბუთების გაფორმება, ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხებია აქტუალური. გადაადგილება, ნათესავებთან, და-ძმებთან სიტუაციების დალაგება.

სასწორი

ახალი ფინანსური წყაროები, ახალი ნაყოფიერი იდეები, საჩუქრები, შემოსავლების ზრდა. მიაქციეთ ყურადღება კვებას. მატერიალური ღირებულებებია აქტუალური.

მორიელი

ცვლილებები იმიჯით დაწყებული - დასრულებული თქვენი პროფესიული და პირად-სასიყვარულო საკითხებით. გამოიყენეთ არსებული შესაძლებლობები, ნუ შეჩერდებით, თვალი გაუსწორეთ თქვენს შიშებს, იგრძენით საკუთარი ძალა.

მშვილდოსანი

იზოლაცია, განმარტოება, ნაჭუჭში ჩაკეტვა, მედიტაციური მდგომარეობა. გაერთიანდით, გამთლიანდით, გამოიყენეთ ეს პერიოდი პროდუქტიულად. შეიძლება დაფიქრდეთ ემიგრაციის თემაზე, ასევე შეიძლება გადაწყვიტოთ ემიგრაციიდან დაბრუნება.

თხის რქა

წარმატებული პერიოდია, სოციალურ აქტივობებში ჩართულობა, აღიარება, ავტორიტეტის ზრდა. მომგებიანია ინტერნეტსაქმიანობა. მოგების შანსები მატულობს.

მერწყული

კარიერული საკითხებია აქტუალური, სტატუსის მხრივ ცვლილებები, სირთულეებმა შეიძლება იჩინოს თავი გაუთვლელი მოვლენების განვითარების გამო. თუ სამსახური არ გაქვთ ახლა შესაფერისი დროა გადახედოთ ვაკანსიებს.

თევზები

განათლების თემების აქტუალიზაცია, სახელმწიფო სექტორთან დაკავშრებულ საკითხებში მნიშნელოვანი მიღწევები, საბუთების მოგვარება, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სწორად ახლა შეიძლება გადაწყდეს.

16 ნოემბრიდან კი სასურველია პერიოდი გამოიყენოთ მატერიალური, შემდეგ კი ინტიმური სფეროს მოსაწესრიგებლად.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system