თავში

როგორ შევხვდეთ "დიდ შეერთებას“- ასტროლოგის რჩევა

როგორ შევხვდეთ "დიდ შეერთებას“- ასტროლოგის რჩევა
როგორ შევხვდეთ დიდ შეერთებას“- ასტროლოგის რჩევა

21 დეკემბერი- ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე.

ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას.

„კვდება“ მზე, სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება. (თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსზე, საქართველოს დროით, დაახლოებით დღის 3 სთ ზე.)
21 დეკემბერს, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე სიძველისგან, არასასურველისგან;

შეხვდით დილას სუფთად და მოწესრიგებულად;

კარგი იქნება თუ საკვებს მინიმუმამდე შეზღუდავთ;

განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია და სხვადასხვა ტიპის რიტუალები;

იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენთვის სასურველია, დაგეგმეთ მომავალი წელი, დაისახეთ მიზნები;

გახსოვდეთ "მზებუდობის" დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა ბედ-იღბლის კორექციისთვის;

გადავხედოთ ისტორიას:

ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის მზებუდობა ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.

სპარსეთში ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.

ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს).

ძველ რომში 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.

ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა. ( საშობაო ლორით გამასპინძლების ჩვეულებაც სავარაუდოდ ამ დღეს უკავშირდება, ძველად ხალხი ამ გზით პატივს მიაგებდნენ ნაყოფიერების ღვთაება - ფრეირს, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო).

ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.

21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლებოდა.
25 დეკემბერს ბევრი ქვეყნის ტრადიციაში გამორჩეულად პოზიტიური მუხტი, სადღესასწაულო სული და განწყობა იგრძნობოდა.

რიტუალი.
დაასუფთავეთ ოთახი, მორთეთ ხმელი ფოთლებით, გირჩებით, თხილით, კაკლით, ყურძნითა და ხილით. მოამზადეთ რიტუალისთვის სივრცე, სასურველია როზმარინის, კედრის, საკმევლის ეთერზეთების გამოყენება.
დაანთეთ ორი სანთელი. (სასურველია თეთრი და წითელი) ეფექტურია რიტუალის შესრულება საყვარელ ადამიანთან ერთად.
აიღეთ ორი ფურცელი, ერთზე ჩამოწერეთ ამ წელს მომხდარი უსიამოვნებები, წარუმატებლობის, იმედგაცრუების, ტკივილის მიზეზი. მეორე ფურცელზე კი - დაწერეთ მიზნები, გეგმები, სურვილები რომლის განხორციელებაც გსურთ. ქვეპუნქტებად შეგიძლიათ ჩამოწეროთ დამატებითი ქმედებების სახით ნაბიჯები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩანაფიქრის განხორციელებაში (რაც მეტი კონკრეტიკაა, მით უკეთესი).
აიღეთ პირველი ფურცელი, წაიკითხეთ (ხმამაღლა ან ჩუმად როგორც გნებავთ) დაწვით თეთრ სანთელზე.
შემდეგ მეორე ფურცელს წაიკითხავთ, მოატარებთ წითელი ცეცხლის ალზე და შეინახავთ. პერიოდულად წლის განმავლობაში გადაავლებთ ხოლმე თვალს, ამოშლით განხორციელებულ გეგმებსა და სურვილებს. შეგიძლიათ ჩაამატოთ ახალი მისწრაფებები.

რიტუალი 2

დაგჭირდებათ ალუბლის 2-3 ტოტი, ჩაიფიქრეთ მათზე კონკრეტული სურვილი, 25 დეკემბერს მოათავსეთ ეს ტოტები პატარა ლარნაკში, ჩაამატეთ წყალი და დაელოდეთ.

თუ 7 იანვრამდე არცერთი არ გაყვავდა, მაშინ სურვილი არ ასრულდება.

თუ გაიკვირტა რომელიმე ტოტი, სურვილი ასრულდება, მაგრამ მოგვიანებით.

აი, თუ გაყვავილდა თანაც სამივე, მაშინ იმაზე კარგად წავა საქმე ვიდრე წარმოგიდგენიათ.

 პარასკევს, 16 საათზე, ასტროლოგი ქეთი ოდიშელი report.ge-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ( https://www.facebook.com/report.ge) პირაპირი ჩართვის რეჟიმით, ყველა მნიშვნელოვან რიტუალსა და ინფორმაციას გაგაცნობთ, მომავალი 2021 წლის შესახებ. შემოგვიერთდით და არ გამოტოვოთ 2020 წლის ყველაზე საინტერესო პირდაპირი ეთერი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system