თავში

როგორ "შოპინგობენ" ზოდიაქოს ნიშნები

როგორ "შოპინგობენ" ზოდიაქოს ნიშნები
როგორ შოპინგობენ ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპები და შოპინგი.

ტყუპებს ყველაფერი ხასხასა და ბრჭყვიალა უყვარს. ეს ბუტიკებსაც ეხება. სუპერმარკეტებში კი ტყუპებს პერიოდიკა და წიგნები, განსაკუთრებით ბესტსელერები იზიდავს. თუმცა ამ ყველაფერში ის შეიძლება ოდნავ "გაიჭედოს" და ვერაფრით გადაწყვიტოს, რაზე გააჩეროს არჩევანი. ჯამში, ის იყიდის რამე ხასხასას, რასაც თვალს მოჰკრავს და ის მალევე დაავიწყდება, ან არც არასოდეს გახსნის. ამიტომ ტყუპებისთვის რჩევა ასეთია - ნუ ფლანგავთ ფულს და თუ რაიმეს ყიდვა გინდათ, მიდით მაღაზიაში და ყურადღება ნუ გეფანტებათ.

კირჩხიბი და მაღაზიები.

კირჩხიბს გოგონას საყიდლებზე მთელი დღის განმავლობაში შეუძლია სიარული. ჰიპერმარკეტები თუ გაიხსნა, სწორედ კირჩხიბებისთვის გაიხსნა. კირჩხიბს შეუძლია იყიდოს ბევრი, თუმცა აუცილებელი და არს საკუთარ თავს დაივიწყებს, აუცილებლად იყიდის რამეს თავისი სიამოვნებისთვის: საინტერესო წიგნს, სუვენირს ან სულაც ფარდაც. მთავარი რჩევა, რაც კირჩხიბმა არ უნდა დაივიწყოს, შოპინგისას ხანდახან საათს დახედოს, რაღა სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მაღაზიაში გამოკეტილი არ აღმოჩნდეს.

ლომი და ბუტიკები.

ლომები, რა თქმა უნდა, ძვირადღირებულ და მოდუს ბუტიკებს ანიჭებენ უპირატესობას. თანაც კონსულტანტთან ხმის ჩახლეჩამდე შევა პოლემიკაში და დაიბარებს გენერალურ დირექტორს იმის გამო, რომ მას ხარვეზიანი ნივთი შესთავაზეს. მას შემდეგ, რაც ბოდიშს მიიღებს, ის მედიდურად გაეცლება იქაურობას. ხშირად ლომის ნახვა საიუველირო ნაწარმის დათვალიერებისას არის შესაძლებელი. თანაც, იაფფასიანი ბიჟუტერია მას არ იზიდავს. მხოლოდ ნამდვილი ქვები და ძვირფასი ლითონები. შოპონგის დროს ერთადერთი, რაც ლომებმა უნდა გაითვალისწინონ, არის გამყიდველების დანდობა, მით უმეტეს თუ მათ ნამდვილად არ აქვთ ის, რასაც ლოპი ეძებს.

ქალწული და ფასდაკლებები.

ფასდაკლება ქალწულის საყვარელის სიტყვაა. არავინ რეაგირებს ფასდაკლებებზე ისე არაადეკვატურად, როგორც ქალწული. მისი პრაქტიკული ხასიათი უბრალოდ არ იძლევა საშუალებას, უბრალოდ გვერდით ჩაუაროს ნიშანს - "სეილი". თუმცა დიდი ალბათობით, ნაყიდ ტანსაცმელს ქალწული ან სულ რაღაც 3 ჯერ ჩაიცვამს, ან სულაც გარდერობში დამალავს. რჩევა ქალწულისთვის ასეთია: თუ დაინახავთ სიტყვას "ფასდაკლება", დახუჭეთ თვალები და გაიარეთ. თუ რაიმე აუცილებლად დაგჭირდებათ, მაშინ დაელოდეთ "სეილს" და არა პირიქით.

სასწორი და პროცესი.

მაღაზიები ხშირად უძლურია. სასწორებს შეუძლიათ, საყიდლებზე არა მხოლოდ საათობით, არამედ წრეები ერთსა და იმავე ადგილს ურტყან. სხვანაირად ხომ ის ნივთის ხარისხს ვერ გაიგებს. არჩევანი ხომ ისეთი რთულია. განსაკუთრებით ძნელია სასწორმა ერთად სამხატვრო სალონებსა და საჩუქრების მაღაზიებში ყოფნა. აქ ხომ ყველაფერი ისეთი საინტერესო და ლამაზია, რომ ერთის არჩევა ძნელია. საბოლოო ჯამში, სასწორი არჩევანს გამყიდველის საშუალებით აკეთებს და კმაყოფილი ტოვებს მაღაზიას. ამიტომ სასწორს ურჩევენ, დახმარებისთვის გამყიდველის დაძახებას არ მოერიდონ, რადგან ეს მათი სამუშაოა და ისინი ნამდვილად დაგეხმარებიან კარგი არჩევანის გაკეთებაში.

მორიელი და რეტრო.

მორიელების საყვარელი მაღაზიები ანტიკვარული, საკომისიო და ე.წ. ფლი მარკეტებია. იქ ხომ ამდენი საინტერესო რამ არის! არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ქუდი უკვე მოდაში აღარ არის, ის ხომ ორიგინალურად და არაჩვეულებრივად გამოიყურება. თუ მორიელს რამე ეძვირა, დიდი სიამოვნებით ივაჭრებს დაკლებაზე, თუმცა თუ რამე ნამდვილად მოეწონა, ფულსაც არ დაიშურებს. მორიელებს ურჩევენ, მოდის შესახებ პერიოდულად გაიხსენონ ხოლმე და მთლად გასული საუკუნეების ნივთებისგან თავი შეიკავონ.

მშვილდოსანი და რაკეტა.

მშვილდოსანი მაღაზიაში რაკეტასავით დაფრინავს და სალაროსთან ერთნაირად საჭირო და უსარგებლო ნივთებით იკავებს რიგს. ის სწრაფად და ქაოტურად შოპინგობს და გადაადგილების სიჩქარეს "წუთში დახარჯული დოლარებით" ზომავს. სალაროსთან კი პერსონალთან დავა უყვარს, რაც, შესაძლოა, კონფლიქტშიც კი გადაიზარდოს. ამიტომ მშვილდოსნისთვის მთავარი რჩევა საყიდლებზე წინასწარ გამზადებული სიით სიარული და მომსახურე პერსონალთან ოდნავი თავაზიანობაა.

თხის რქა და ხარისხი.

თხის რქისთვის საყიდლებზე სიარულის დროს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი ნივთის საგარანტიო ბარათია. რა მოხდება, თუკი ნაყიდი ნივთი მწყობრიდან გამოვა? ვინ შეაკეთებს მას, თუ გარანტია არ იქნება? ამიტომაც თხის რქა ნებისმიერ შენაძენს ძალიან სერიოზული განზრახვით უდგება. მისთვის სანდლების ერთი თვით შეძენა არასერიოზულია, რადგან მასში შეუძლია ორი ან სამი სეზონი იაროს, სანამ ისინი საბოლოოდ არ გადავა მოდიდან. ამიტომ თხის რქებს ურჩევენ, ნამდვილად ხარისხიანი ნივთებისთვის თანხა არ დაზოგონ. ხოლო თუ ნივთი გრძელვადიანი გამოყენებისთვის უნდა, მაშინ მის შესანახად ადგილის გამოყოფაზეც უნდა იფიქროს.

მერწყული და ფული.

მერწყულმა საფულე სულ უნდა ატაროს. სუპერმარკეტებში სიარულისას, ის ყველაფერს ერთ პარკში აგროვებს. განსაკუთრებით უყვარს სიახლეების გასინჯვა, რადგან ძალიან ინტერესიანია. თუმცა სალაროსთან, მერწული აღმოაჩენს, რომ მას საფულე სახლში დარჩა. თუ თან აქვს, ესეც არ არის გამოსავალი, რადგან დიდი ალბათობით, ყველაფერზე ფული არ ეყოფა. ამიტომ მერწყულმა საფულე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს, წინასწარ შეადგინოს სია და კარგად ჩახედოს, ეყოფა თუ არა მას ფული. 

თევზები და "ცურვა"

მაღაზიებში, თევზები "თევზივით წყალშია". თევზი მაღაზიებში მშვიდად და დაჟინებით "მიცურავს", არსად ჩქარობს. რატომ უნდა იჩქაროს, თუ მან გადაწყვიტა, რომ ის დღე თავის თავს მიუძღვნას. მაღაზიებს შორის კი დიდი სიამოვნებით შესვენებისთვის კაფეში შევა, რომ ცოტა წაიხემსოს და დაისვენოს. რომელიმე პრომოუტერის დანახვისას, თევზები ნელ-ნელა მისი მიმართულებით მოძრაობას იწყებენ, რადგან უფასო პრომო პროდუქტზე უარს არასოდეს ამბობენ, თანაც თუ ეს რამე სასიამოვნოა. ამიტომ თუ თევზი საყიდლებზე გადის, ჯობს მთელი დღე გაითავისუფლოს, რადგან მორიგ ჰიპერმარკეტში, შესაძლოა, ერთი დღე-ღამითაც კი დარჩეს.

ვერძი და მოულოდნელი შოპინგი

მაღაზიის დანახვისას ვერძმა, შესაძლოა, გაიხსენოს, რომ სწორედ ის სჭირდება მას, არადა მანამდე მაღაზიაში შესვლას რაიმეს საყიდლად სულაც არ აპირებდა. ვერძი კონსულტანტებს არ წყალობს და ყველაფრის დეტალურად დათვალიერება უყვარს. თუ ნივთი მას მოეწონა, ან მოზომვის გარეშე წაიღებს, ან იყიდის, იქვე ჩაიცვამს და გავა. სახლში კი ეჭვებში ჩავარდება, იქნებ რამე უკეთესი ენახა. შოპინგის დროს ვერძს ურჩევენ, არ იჩქაროს და რამდენიმე მაღაზია შემოიაროს იმისთვის, რომ არჩევანი ჩამოაყალიბოს.

კურო და ცერემონიალი

კუროს შოპინგი მთელი რიტუალია, ამიტომ თუ მისნაირი არ ხართ, ჯობს საყიდლებზე არ გაჰყვეთ. პერანგის არჩევისას კურომ, შესაძლოა, ხარისხზე, ფერზე და მწარმოებელზე დეტალური ანალიზი ჩაატაროს და გარშემომყოფები დაღალოს. მაგრამ, თუ ნივთი აირჩია, ერთბაშად ორს იყიდის, რომ "მარაგში" ჰქონდეს. ამასთან, წარწერა "ფასდაკლება" მას სულაც არ ხიბლავს. კუროს იმდენად არ უყვარს ხალხმრავლობა, რომ ურჩევნია დაიცადოს და მერე მშვიდად მივიდეს მაღაზიაში, სულ რომ ორმაგის გადახდა მოუწიოს. საყიდლებზე წასვლამდე კუროს ურჩევენ, არ იხელმძღვანელოს მხოლოდ პრინციპით "მოსახერხებელია" და "მომწონს" და გაიხსენოს სიტყვა "მოდა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system