თავში

როგორი იქნება თეთრი მეტალის ხარის წელი - პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

როგორი იქნება თეთრი მეტალის ხარის წელი
როგორი იქნება თეთრი მეტალის ხარის წელი - პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

თეთრი მეტალის ხარის წელი მეტ სტაბილურობას მოიტანს თითოეულის ცხოვრებაში ამ რთული წლის შემდეგ, შრომისმოყვარეობა, ერთგულება, ნდობა, სიმტკიცე, აი რა არის მისთვის მთავარი, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ შევაბიჯეთ ჰაერის სტიქიის სამყაროში, რომელიც თითოეულისგან მოითხოვს მეტ მოქნილობას, პროგრესულობას, პრაქტიკულობას და იმპროვიზაციებს.

მომავალი წელი მეტად სასიკეთოა ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის (ტყუპები, სასწორი, მერწყული, ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, თუმცა ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ, რომ მეტი დისციპლინა და დიპლომატიაც მოეთხოვებათ.). აი სხვა სტიქიის წარმომადგენლებისთვის სასიკეთო ინტერვალი ჩაირთვება მაისი-ივლისის ზონაში, აქ განსაკუთრებნით კომფორტულად იგრძნობენ თავს კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენები.

ვერძი

მშვენიერი წელი გელით წინ! 2020 სგან განსხვავებით იგრძნობთ შვებას, სიმსუბუქეს, თითქოს ფრთებს ისხავთ, ფართოვდება თქვენი სოციალური, სამეგობრო წრე, აქტივიობები, ფორტუნა თქვენს მხარესაა, ასევე საქმიანი სფეროდან უკვე იმკით ნაყოფს, იღებთ შედეგებს. იმოქმედეთ, იშრომეთ, გარისკეთ, მაგრამ გონივრული სტრატეგიით. შეცვალეთ თქვენი ხედვები და იყავით ორიენტირებული სიახლეებზე. თუმცა საჭირო დროს მოუსმინეთ ირგვლივმყოფებს, მათთან ერთად შეაჯერეთ ახალი გეგმები.

კურო

მომავალი წელი შეგიძლიათ ძალიან პროდუქტიულად გამოიყენოთ. ეს შეიძლება იქცეს თქვენი ამბიციური გეგმების რეალიზების დროდ. ნუ იქნებით ჯიუტი, მოითმინეთ, მიჰყევით სტრატეგიას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია მომავალსაც აუწყოთ ფეხი, იყავით პროგრესული და მეტად ენდეთ პარტნიორებს. შესაძლოა გაიზარდოს თქვენი ავტორიტეტი, გავლენა, ასევე მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა, უკეთეს შემთვევაში არ არის გამორიცხული დაგაწინაურონ კიდეც. აქტუალური შესაძლოა იყოს სტატუსთან დაკავშირებული სიახლეები.

ტყუპები

ეს წელი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს თქვენი ცხოვრების მოდელის აღქმაში, ფასეულობების სისტემაში, გაიფართოვებთ თვალსაწიერს, თქვენი იდეებიც უფრო შორსმიმავალი და ფილოსოფიური გახდება. მოიმატებს თავგადასავლების წყურვილი როგორც ზოგადად მოგზაურობის, ასევე პირად-სასიყვარულო თემაში. კარგი დროა განათლებისა და უცხოეთთან დაკავშირებული საქმეების წარმოებისთვის, ასევე კანონთან დაკავშირებული საქმიანობისთვის, შესაძლოა დასრულდეს ხანგრძლივად მიმდინარე სასამართლო პროცესები.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი წელი გელით წინ, ეს ერთგვარი გაგრძელება იქნება წინა წლის პროცესებისა, რომელიც სიმტკიცეს შეგძენთ და მნიშვნელოვანი ძვრების მოთხოვნილებას გაგიჩენთ. ტრანსფორმაცია, ცვლა, განვითარება, ერთგვარი კრისტალიზაციის პროცესი, როდესაც თქვენ უნდა მოიცილოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭმული და უსარგებლო, უნდა გათავისუფლდეთ შიშებისა და კომპლექსებისგან, უნდა აირჩიოთ ახალი გზები, განაახლოთ თქვენი სივრცე. აქტუალური შესაძლოა იყოს მემკვიდრეობასთან, ალიმენტებთან, ბანკებთან, კრედიტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებული თემები, ზოგადად, ფინანსებთან მეტად წინდახედული იყავით, 2021 ისევე როგორც წინა წელი ამ კუთხითაც გამოირჩევა სტაბილურობით.

ლომი

შრომისმოყვარეობა და აქტიურობა - აი რა გჭირდებათ ხარის წელიწადში. ახლა არ არის სიზარმაცისა და დასვენების დრო, იყავით მეტად დიპლომატური და გახსოვდეთ, რომ პარტნიორობით გაცილებით მეტს მიაღწევთ, ვიდრე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებითა და ლიდერობით.

ახალი შემოთავაზებები, გავლენიანი წრე, მხარდამჭერები, ყველაფერი უხვად იქნება, მთავარია სწორი არჩევანი გააკეთოთ. ზოგიერთი ლომისთვის ეს წელი შეიძლება იქცეს დაწყვილების პერიოდად. ზოგიერთისთვის ყველაფერი შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს.

ქალწული

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას და დაალაგეთ თითოეული სფერო, აი ამისთვის იდეალური იქნება 2021. აიმაღლეთ ენერგო-ტონუსი, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. რუტინაში ან საბუთებში თავჩარგულს ნუ დაგავიწყდებათ მცირე ხნით მაინც დასვენოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, დაკავდით გამაჯანსაღებელი სპორტით, მიმართეთ სხვადასხვა პროცედურებს, იმუშავეთ მანკიერ ჩვევებზე. შეცვალეთ ჩვეული, სტანდარტული მიდგომები ახლით. სწორედ ამ დეტალების ცვლაზე იქნება დამოკიდებული თქვენი პირადი თუ კარიერული წარმატება.

სასწორი

მშვენიერი წელი გელით წინ! იყავით აქტიური, პროგრესული და გააღვივეთ თქვენში არსებული შემოქმედებითი მუხტი, თქვენ უნდა იყოთ მოტივატორი გარშემომყოფთათვის, ნებისმიერი საქმიანობას მიუდექით შემოქმედებითად, იზრუნეთ საკუთარი სურვილებისა და გეგმების დაკმაყოფილება რეალიზაციაზე, არაერთი ადამიანისთვის შეიძლება იქცეთ შთაგონების წყაროდ. შესაძლოა აღმოჩნდეთ თავბრუდამხვევი გრძნობების ეპიცენტრში, სასიკეთოა ბავშვებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა და კიდევ, არ დაგავიწყდეთ ლატარიის თამაში!

მორიელი

2021 წელი შესაძლოა თქვენთვის იქცეს ერთგვარ ახალ სტარტად, იმ საძირკველად, რომელზეც უკვე უნდა შეძლოთ ახალი იდეების აშენება-განხორციელება. დაალაგეთ ურთიერთობები სახლში, ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, გააანალიზეთ რა გსურთ, ნუ იმოქმედებთ მექანიკურად, სამყარო ძირეული გარდაქმნების პროცესშია, რომელიც თითეულ ადამიანს ეხება საბოლოოდ, იმოქმედეთ, იყავით მოქნილი და პროგრესული. სიახლე შეიძლება უკავშირდებოდეს ახალ სახლში გადასვლას, საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრებას, ან სახლიდან მუშაობას.

მშვილდოსანი

წელი დახუნძული იქნება კომუნიკაციებით, ახალი ნაცნობობით, მოლაპარაკებებით, მნიშვნელოვანია იყოთ პრაქტიკული და სწორად გადაანაწილოთ თქვენი დრო და ენერგია იმ ქაოსზე რომელსაც გთავაზობთ 2021. იყავით პროგრესული, გაფილტრეთ თქვენი გარემო, შემოიკრიბეთ ინტელექტუალი ადამიანები, დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა, ტელე-რადიო კომუნიკაციებს, პიარს, მარკეტინგს, გაყიდვებს, განვითარდით ამ მიმართულებით. ეძებეთ სანდოობა და ისწრაფეთ სტაბილურობისკენ. ასევე სასიკეთო იქნება თვითინვესტირება. აითვისეთ ახალი თემები, მომგებიანია სალექციო და სხვადასხვა ტრენინგ-კურსების გავლა.

თხის რქა

ის სიმსუბიუქე რომელსაც ნელნელა იგრძნობთ არ იქნება მოჩვენებითი, თქვენ გაიარეთ ერთგვარი განმტკიცების პერიოდი, რომელიც პერსპექტივაში თქვენზე მხოლოდ სასიკეთოდ აისახება. ფინანსები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, აი რა არის აქტუალური 2021 ში. ახლა უკვე შეგიძლიათ ეძებოთ ახალი ან დამატებითი შემოსავლის წყარო, გათავისუფლდით შაბლონებისგან და თავს მიეცით სიამოვნების ტკბობის საშუალება. მეტი გონივრულობა გმართებთ ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ეს თემა წინა წლის მსგავსად ჯერ ვერ იქნება სტაბილური.

მერწყული

მთელი სამყარო თქვენს თვისებებზე და თქვენეულ გარდაქმნებზე ეწყობა, დიახ, თქვენი დრო დადგა! მაგრამ ნებისმიერ სფეროში წარმატება მოვა მხოლოდ დისციპლინირებული ქმედების, სწორი დელეგირებისა და სტრატეგიის გათვალისწინებით. სხვა მხრივ, მოემზადეთ, გარდაქმნები ყველგან და ყველა სფეროში, დაწყებული იმიჯით, დასრულებული ახალი შემოთავაზებებით როგორც პირად, ასევე საქმიან სფეროსთან დაკავშირებით. იყავით პროგრესული, მოქნილი, ორიგინალური და ეცადეთ ნებისმიერი რთული საკითხი არაორდინალურად გადაჭრათ.

თევზები

წინა წელმა თქვენთვის საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, ახლა კი დრო დადგა თქვენს შინაგან სამყაროს, სულიერ განვითარებას დაუთმოთ მეტი დრო. ლოცვა, მედიტაცია, იოგა, სუნთქვითი ვარჯიშები, ეს არა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე არამედ შინაგან ჰარმონიასა და კეთილდღეობაზეც აისახება. მთავარია მოთმინება და პოზიტიური ხედვა შეინარჩუნოთ. ახლა სცენაზე გამოსვლის დრო არ არის, ცხოვრება შესაძლოა ისევ სავსე და აქტიური იყოს მაგრამ ამის გარეთ გამოტანა და გამომზეურება ნაკლებად ხდება. აქტუალურია ფარული შეხვედრების თემა, ასევე შესაძლოა გააქტიურდნენ მოშურდეები და კონკურენტები, რომლებიც ასევე ფარულად მოქმედებენ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system