თავში

როგორია აგვისტოს თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?!

როგორია აგვისტოს თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?!
როგორია აგვისტოს თვე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?!

აგვისტოს თვე უჩვეულოა იმით, რომ ახლა დასვენების დრო არ არის, საკმაოდ შფოთიანი, არასტანდარტული პერიოდია. იაქტიურეთ, მაგრამ თავი შეიკავეთ რადიკალური გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან. შუა აგვისტოს შემდეგ ახალი გზების, სიახლეების „წამმზომი“ ირთვება.

მგრძნობელობა, ემოციურობა ისედაც მაღალია, ამას ემატება იმპულსურობა, ხასიათცვალებადობა, ეს ყველაფერი კი სირთულეების შემქმნელი შეიძლება იყოს ბევრი ადამიანისთვის.

მეტი იმოძრავეთ, იაქტიურეთ, განსაკუთრებით წინდახედული იყავით დაახლოებით 8 აგვისტომდე, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან, გზებზე, ელექტროობასთან, ცეცხლსასროლ იარაღთან, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

სავსემთვარეობა გვაქვს ლომ-მერწყულის ღერძზე მე-12 გრადუსში, შესაბამისად ეს პერიოდი უფრო გამოხატული იქნება ლომი-მერწყული, ასევე კურო-მორიელის ნიშნებისთვის, რომლებიც 10-14 გრადუსში იმყოფებიან. ( სხვაგვარად რომ ვთქვათ ნახეთ თქვენს ნათალურ რუკაში მზე, ასცენდენტი ან პირადი პლანეტები მოხვდნენ თუ არა 10-დან 14-გრადუსამდე დიაპაზონში).

აგვისტოში შედარებით რთულია შემდეგი დღეები: 8; 15; 18; 20;

ვნახოთ თუ როგორი აისახება ეს სავსემთვარეობა ზოდიაქოს თითოეული ნიშანზე:

ვერძი

მატულობს თქვენი შარმი, ასევე ჩართულობა სოციალურ სივრცეებში. აქცენტირებულია მეგობრების თემა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ გონივრულად სიახლეებთან დაკავშირებით, სხარტად მაგრამ გააზრებულად და სტრატეგიულად. ამ პერიოდში შესაძლოა არაერთი თანამოაზრე და მხარდამჭერი გაიცნოთ. დაგეგმეთ, განახორციელეთ, მონაწილეობა მიიღეთ სხვადასხვა ღონისძიებებში, რადგან ახლა მშვენივრად წარმოაჩენთ საკუთარ თავს.

კურო

აქცენტირებულია კარიერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მნიშნელოვანი თემები შეიძლება ეხებოდეს დედობის / მამობის საკითხს. მთავარია არ მოდუნდეთ, ახლა დასვენების დრო არ არის. თუ გსურთ დაწინაურება ან ახალ სამსახურში გადასვლა, მეტი დიპლომატიითა და გაბედულებით უნდა იმოქმედოთ. ხელმძღვანელობა თქვენს მიმართ ან ძალიან კეთილგანწყობილია ან პირიქით შესაძლოა ცოტა აგრესიულიც.

ტყუპები

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, სამყაროსეულ მინიშნებებს. მიმდინარე პროცესები მთლიანად თქვენს მსოფლხედველობაზე აისახება. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ ნურც მოეშვებით. დაიმშვიდეთ ემოციური ფონი არომათერაპიის დახმარებით. თქვენთვის აქტუალურია განათლებასთან და ზოგადად უცხოეთთან, ასევე ემიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

კირჩხიბი

სავსემთვარეობა თქვენთვის გარკვეულწილად ტრანსფორმაციული ხასიათის იქნება, მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავებისა და სხვა პროცესების გადაჭრისთვის. გამოიყენეთ ეს დრო ფობიებზე და ღრმა კომპლექსებზე სამუშაოდ. ასევე კარგი პერიოდია ჩასახვისთვის.

ლომი

ახლა თქვენი დროა, მატულობს თქვენი შარმი, მაგნეტიზმი, ახალი შემოთავაზებები, ახალი პარტნიორები, როგორც პირად ასევე საქმიან სფეროში. მთავარია არ გადაამეტოთ, გამართლებულია მხოლოდ რეალიზებული ამბიციები! კარგად დაფიქრდით მოქმედებამდე, იაქტიურეთ, ახლა თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!

ქალწული

დიდ, განსხვავებულ საქმეებს ახლა ნუ შეეჭიდებით, დაასრულეთ უკვე არსებული გეგმები, მალე თქვენი დრო დგება, იქამდე კი იმოქმედეთ ზომიერების ფარგლებში, ყურადღება მიაქციეთ ენერგოტონუსს, მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს, ნუ გადაიტვირთებით, ეფექტურია ამ პერიოდის გამოყენება გამაჯანსაღებელი და საპროფილაქტიკო პროცედურებისთვის, ასევე შინაურ ცხოველებზე ზრუნვისთვის. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

სასწორი

შემოქმედებითი განწყობა, ბევრი ფერები, სილაღე, ჰაერსაც კი სიყვარულის სუნი აქვს ახლა თქვენთვის! დატკბით ამ რელობით, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ნეგატიურ ადამიანებთან კომუნიკაციით, აქტუალურია ბავშვებთან დაკავშირებული თემები. შესაძლოა სამყარომ
მალე თავად დაგაჯილდოვოთ პატარათი.

მორიელი

აქტუალური საკითხები შეეხება უძრავ ქონებას, მშობლებს, ოჯახს, სახლს, შესაძლოა სწორედ ახლა დაასრულოთ რემონტი ან გადაწყვიტოთ თანაცხოვრება საყვარელ ადამიანთან. მთავარია გქონდეთ ამის რწმენა. შეინარჩუნეთ ემოციური სიმშვიდე, ნუ იქნებით რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისას, დაფიქრდით იმაზე რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე ფიქრებისა და შიშების ანარეკლია.

მშვილდოსანი

გზები, აქტიურობა, კომუნიკაციები, ახალი ნაცნობობა, საინფორმაციო სივრცის გაფართოება. ახლა თქვენი მთავარი იარაღი თქვენი გამჭრიახობა და თქვენი ენაა! აწარმოეთ მოლაპარაკებები, იყავით მობილური, მაგრამ შოკისმომგვრელი სიახლეებით ნუ დასტრესავთ საყვარელ ადამიანებს. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის!

თხის რქა

შესაძლოა სწორედ ახლა ჩაეყაროს საფუძველი საქმიანობას, რომელიც ახალ შემოსავალს მოგიტანთ, მატერიალური საკითხები მეტად აქტუალურია, თუმცა თავი შეიკავეთ საეჭვო პროექტებში ჩართულობისგან, რადგან წარუმატებლობის ალბათობა ახლა საკმაოდ დიდია. შესაძლოა ფინანსური საჩუქარი ან წახალისება სამსახურში ხელფასის დანამატის სახით. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს, იყავით სათანადოდ აქტიური, რათა არ დაკარგოთ ამ არასტანდარტულ პერიოდში ხელსაყრელი შანსები.

მერწყული

იაქტიურეთ! ახლა სამყარო მთლიანად თქვენი მსგავსი არასტანდარტული, ბრწყინვალე, ასევე ნაწილობრივ შოკისმომგვრელი გზებით მოქმედებს! მთავარია სწორი სვლა, კარგი სტრატეგია და მეტი სიმშვიდე, ყველაფერი სასიკეთოდ იმუშავებს. აქტუალურია იმიჯთან, „მე“სთან ასევე პარტნიორობის თემასთან დაკავშირებული საკითხები.

თევზები

მშვენიერი პერიოდია სულიერი პრაქტიკებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის, ახლა განსაკუთერბით ეფექტურია მედიტაციები, ვიზუალიზაცია. სამყაროსთან განსხვავებული კავშირი გაქვთ, შესაძლოა გარემო და ადამიანებიც თქვენზე გამაღიზიანბლად მოქმედებნენ, ამიტომ ნუ დაღონდებით, გამოიყენეთ ეს ზეციური საჩუქარი ეფექტურად. გარდა ამისა შესაძლოა აქტუალური იყოს ემიგრაციის თემა, ან თავი დაიხსნათ რაღაც ხანგრძლივი იზოლაციიდან.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system