თავში

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 15:09 დან - დღის ბოლომდე; შესაბამისად, ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით, შედეგს არ გამოიღებს, ასევე, არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შესაძლოა, დღეს იგრძნოთ რომ ვიღაცის სამიზნე ხართ და გითვალთვალებენ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, აგრძნობინეთ ყველას რომ იცით მათ შესახებ, მაგრამ ეს არ გაღელვებთ.

კურო

მოდუნდით და შეცვალეთ მიდგომა თქვენი იდეალებისადმი. გამოცოცხლდით, გამოფხიზლდით, იყავით უფრო მობილური რათა ფრთები შეასხათ თქვენს ჩანაფიქრებს.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს ზედმეტი აზარტულობით პრობლემები შეიქმნათ, ძალიან ნუ შეტოპავთ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება, რათა დროულად შეძლოთ შეჩერება.

კირჩხიბი

ეს დღე ძალიან კარგად გაგახსენდებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღე სრულიად სხვაგვარად წარიმართება ვიდრე გეგმავდით და სრულიად სხვა საკითხები გახდება აქტუალური.

ლომი

მოზღვავებული ენერგია სხვათა დასახმარებლად მიმართეთ, თუმცა თუ ბიზნეს საქმიანობით ხართ დაკავებული შესაძლოა დაგჭირდეთ ურთიერთობებში ცვლილებების შეტანა ან უკმაყოფილების გამოხატვა.

ქალწული

შესაძლოა შანსი გაგიჩნდეთ უცხოელებთან ერთობლივი პროექტი წამოიწყოთ და თანამშრომლობა კარგი პერსპექტივებითა და განვითარებით წარიმართოს. სირთულეები მოულოდნელი კუთხით გადაიჭრება.

სასწორი

მარტივად შეხედეთ ყველაფერს, თუნდაც მოულოდნელ სიძნელეებს, რაც მეტად აყვებით შიშებს, მით უფრო გაგიჭრდებათ თავი გაართვათ ნებისმიერ საქმეს.

მორიელი

კარგი იქნება თუ საკუთარ საქმეს წამოიწყებთ, თუ თქვენ გქონდათ ჩანაფიქრი თვითონ გემართათ ბიზნესი, ეს დღე სწორედ შესაფერისი დროა აიხდინოთ ოცნება და აიღოთ პასუხისმგებლობა.

მშვილდოსანი

კარგად დაფიქრდით თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს თქვენმა ქმედებამ, გაითვალისწინეთ რას მოიტანს თქვენი გეგმების რეალიზება, იყავით წინდახედული რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები და იმედგაცრუებები.

თხის რქა

ნუ შეეცდებით დამცინავი გამოთქმებითა და კრიტიკული გამოხტომებით ტკივილი მიაყენოთ ირგვლივმყოფებს. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი და კატეგორიული.

მერწყული

კარგი იქნება თუ გადაახალისებთ ირგვლივ გარემოს, მოიფიქრეთ როგორ გაალამაზოთ თქვენი ყოფა, პირადი სივრცე, მიუდექით ყველაფერს ფილოსოფიურად.

თევზები

დღეს, თქვენი ქმედებები კარგად უნდა იყოს მოფიქრებული, ახლა იმპროვიზაციის დრო არ არის. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, თავი შეიკავეთ კონსერვირებული საკვებისა და ნახევარფაბრიკატებისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system