თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 14-20 თებერვალი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 14-20 თებერვალი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 14-20 თებერვალი

მომავალი კვირა საქმეებითა და გეგმებით დატვირთული იქნება, თუმცა, უნდა ეცადოთ დრო საყვარელი ადამიანებისთვისაც გამონახოთ. აღმოსავლური კალენდრით, წლის პირველი კვირა ყველასთვის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი იქნება.

14-20 თებერვლის კვირა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ის პირადი ურთიერთობების მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. შეეცადეთ შექმნათ პოზიტიური ენერგია სახლში,  ურთიერთობებში. გვერდით გადადეთ წყენა და განეშორეთ ყველანაირ ნეგატივს.

ვერძი

ურთიერთობაში შეიძლება მცირედი დაძაბულობა იყოს, მაგრამ ნუ შეუშინდებით. ვერძს ვნებები აწვება, თითქმის სულ ემოციურ ტალღაზეა და იგივეს ელის პარტნიორისგანაც.  თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველაფერი მხოლოდ პარტნიორზე არ არის დამოკიდებული, ვარსკვლავები გირჩევენ მომავალ კვირაში უფრო თავშეკავებულები იყოთ.

ქალი - პარტნიორისგან შეუძლებელს ნუ მოითხოვთ. ღრუბლებში ნუ იფრენთ და რეალურ სურვილებზე კონცენტრირდით.

მამაკაცი - თქვენი პარტნიორი აფასებს, რომ მისი თითოეული ნაბიჯით დაინტერესებული ხართ. თუმცა, მას ზედმეტად ნუ შებოჭავთ და შეზღუდავთ. 

კურო

ვარსკვლავები მშვიდობიან კვირას გპირდებიან, მაგრამ გირჩევენ, იყოთ უფრო ყურადღებიანები და შეეცადოთ მოუსმინოთ თქვენს პარტნიორს, თუნდაც ყოველთვის არ გესმოდეთ მათი პრობლემის არსი.

ქალი - შესაძლოა წვრილმანების გამო ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. თუმცა, პლანეტები გირჩევენ, თავი შეიკავოთ მკაცრი განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა თქვენს ურთიერთობას საფრთხე მოუტანოს.

მამაკაცი - ზედმეტად დაკავებული ხართ საკუთარი თავით და საკუთარი საქმით, ამან შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ, თუ ამის საშუალება გაქვთ, დროებით საქმე გადადოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენოთ.

ტყუპები

ნუ ეცდებით თქვენი სასიყვარულო პრობლემების მოგვარება სხვას გადააბაროთ, უმჯობესია ყველა პრობლემა მეორე ნახევართან ერთად გადავწყვიტოთ.

ქალი - შესაძლოა პარტნიორმა თქვენი სიმშვიდე მის მიმართ გულგრილობად მიიღოს. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე, დაანახეთ მას, რომ ის თქვენთვის ძვირფასია. 

მამაკაცი - ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით ნუ ეცდებით, ყველა ქმედებას გამართლება მოუძებნოთ. პრობლემებზე მეორე ნახევართან უნდა ისაუბროთ. 

კირჩხიბი

სხვების რჩევები ყოველთვის ობიექტური ვერ იქნება, უმჯობესია ურთიერთობაში წარმოშობილ პრობლემებს ყოველთვის პოზიტიურად შეხედოთ და პარტნიორთან ერთად, სხვების ჩარევის გარეშე გადაწყვიტოთ.

ქალი - მართალია, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ და დიდ სიამოვნებას განიჭებთ, მაგრამ პარტნიორმა ეს შესაძლოა არასწორად გაიგოს.

მამაკაცი - ეცადეთ სახლის საქმეებისთვის დრო გამონახოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად საჭმლის მომზადება, საწოლის გასწორება და სახლის დალაგებაც კი სასიამოვნოა. 

ლომი

გადაწყვეტილებას ყოველთვის დროულად ვერ მიიღებთ,  ვარსკვლავები გირჩევენ, არ აჩქარდეთ და თუ რაიმე პრობლემას წააწყდებით მის მოგვარებას უფრო დიდი დრო დაუთმოთ.

ქალი - დროა საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებაზე იფიქროთ. შესაძლოა ახლა ამისთვის ბევრი დრო არ გაქვთ, მაგრამ შეგიძლიათ განტვირთვა სახლის პირობებშიც მოიწყოთ. 

მამაკაცი - ალბათ იცით, რომ მომავალ კვირაში კარიერული წარმატება გელით, ეცადეთ თქვენი მეორე ნახევარი თქვენს გეგმებს მიღმა არ დარჩეს, დეტალების მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. 

ქალწული

თუ თავს ხელში არ აიყვანთ მომავალი კვირა დაძაბული იქნება.  ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაიძაბებით და უარყოფით ენერგიას პარტნიორს ნუ მოახვევთ. 

ქალი - თქვენი სიმშვიდე და წინდახედულობა ხელს შეუწყობს ურთიერთობების მოგვარებას. ამასთან, ეცადეთ მომავალ კვირაში თქვენი პარტნიორის რუტინული კვირა რამით გაამხიარულოთ.

მამაკაცი - როგორც ჩანს მარტო დასვენების სურვილი გაწუხებთ, თუმცა ვარსკვლავები მეორე ნახევრის გარეშე დასასვენებლად წასვლას არ გირჩევენ. შესაძლოა გგონიათ, რომ მარტოობა გჭირდებათ, მაგრამ საყვარელი ადამიანი თავს უკეთ გაგრძნობინებთ - ქალაქგარეთ ერთად განმარტოვდით.

სასწორი

წინა კვირის დაძაბულობამ შეიძლება თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობაზე მომავალ კვირაში იქონიოს გავლენა. პლანეტები გირჩევენ საყვარელ ადამიანთან უფრო გულწრფელი იყოთ.

ქალი - თქვენი გაღიზიანება უსაფუძვლოა. ვარსკვლავები მოგიწოდებენ პარტნიორს მოუსმინოთ და მისი რჩევა გაითვალისწინოთ.

მამაკაცი - საყვარელი ადამიანის მიმართ მკაცრი ხართ და მას მაღალ სტანდარტებს უწესებთ. მას თქვენი აზრების კითხვა არ შეუძლია, ეცადეთ პირდაპირ უთხრათ ის რაც გაწუხებთ.

მორიელი

გადატვირთულობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პირად ურთიერთობებზე. საკუთარ თავს მკაცრად ნუ განსჯით, გახსოვდეთ თქვენ არ ხართ ყოვლისშემძლე და ზოგჯერ დასვენება გჭირდებათ.

ქალი - ეცადეთ პარტნიორის საქმეებში "ცხვირი ზედმეტად არ ჩაყოთ". ნახავთ, საქმეებზე საუბარს ის თავად დაგიწყებთ და თქვენგან რჩევის მოსმენაც კი მოუნდება. 

მამაკაცი - საყვარელი ადამიანი მეტად უნდა დააფასოთ. შესაძლოა გარკვეულ საკითხებში თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, თუმცა, მის შეხედულებებს პატივი უნდა სცეთ.

მშვილდოსანი

კვირა პირად ფრონტზე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ყველაფერი ვარსკვლავებზე არ არის დამოკიდებული. ურთიერთობაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ძალისხმევა მოგეთხოვებათ.

ქალი -  გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად ნუ მიიღებთ. შეჩერდით და კარგად დაფიქრდით. გადაწყვეტილების მიღებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან.

მამაკაცი - თქვენი რჩეულის მაგივრად ნურაფერს გადაწყვეტთ. რაც არ უნდა იყოს გაუზიარეთ მას თქვენი ფიქრები, ხოლო არჩევანის გაკეთება მას მიანდეთ. 

თხის რქა

თხის რქები ოცნებობენ ისეთ პარტნიორზე, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნით. ვარსკვლავები წყნარ კვირას პროგნოზირებენ.

ქალი - ეცადეთ არ მოითხოვოთ პარტნიორისგან იმაზე მეტი რასაც თქვენ გასცემთ. იყავით ურთიერთობაში გულწრფელები.

მამაკაცი - თუ რაიმე გადაწყვეტილების მიღება გიჭირს რჩევა პარტნიორს თხოვეთ. ამასთან, ეცადეთ მხოლოდ საკუთარი პრობლემებით არ შემოიფარგლოთ და დრო  ურთიერთობასაც დაუთმოთ.

მერწყული

მომავალი კვირა მშვიდი იქნება. ეცადეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო გარემოში გაატაროთ.

ქალი - ეცადეთ, ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემა თუ დაძაბულობა მალევე გაფანტოთ. საქმე რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დრო მეორე ნახევარსაც უნდა დაუთმოთ.

მამაკაცი - დროებით საკუთარი სურვილები გვერდით გადადეთ და იმ საქმით დაკავდით, რაც თქვენს მეორე ნახევარს უნდა. 

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალ კვირაში მაქსიმალურად დიდი დრო გაატაროთ.

ქალი - რა თქმა უნდა, თქვენი ენერგია და შეუპოვარი ხასიათი ძალიან კარგია, მაგრამ ეცადეთ პარტნიორსაც მისცეთ შანსი რომ დაგეხმაროთ და თქვენს გვერდში ყოფნა გაგრძნობინოთ. 

მამაკაცი - ეცადეთ მომავალ კვირას უფრო მეტად კატეგორიულები იყოთ. ზოგჯერ თქვენს მეორე ნახევარს ეს თქვენგან ძალიან აკლია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system