თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 21-27 თებერვალი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 21-27 თებერვალი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 21-27 თებერვალი

ამ კვირაში თავბრუდამხვევ რომანებსა და სასიყვარულ ისტორიებს ნუ მოელით. ვარსკვლავები მომავალ კვირას რომანტიკას არ სწყალობენ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, სამომავლო ურთიერთობებზე მშვიდად იფიქროთ. 

ზოგიერთი თქვენგანი თავის რჩეულს მისი დიდი ხნის ნაცნობში ამოიცნობს, თუმცა ახალი ურთიერთობების დაწყებას მომავალ კვირაში ნუ იჩქარებთ. ხოლო, მათ, ვინც სასიყვარულო კავშირების გამყარებასა და ქორწინებაზე ფიქრობს, ვარსკვალვები ურჩევენ ერთი კვირით თავი შეიკავონ და ყველაფერი კიდევ ერთხელ მშვიდად აწონ-დაწონონ. 

ვერძი

თქვენი ბედნიერება თქვენს სიბრძნესა და ნებისყოფის უნარზეა დამოკიდებული.

ქალი - შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორმა თქვენს მიმართ ინტერესი დაკარგა. თუმცა, სერიოზული დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ. ურთიერთობაში ყოველთვის არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები.

მამაკაცი - საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების განვითარებას ნუ დააჩქარებთ, ასევე ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები. მომავალ კვირას ურთიერტობებში შესაძლოა მცირედი დაძაბულობა იყოს, მაგრამ ამას ნუ შეუშინდებით. ვარსკვლავები გირჩევენ მომავალ კვირაში უფრო თავშეკავებულები იყოთ. 

კურო

კურო 21-27 თებერვლის კვირაში იმპულსურია და მიდრეკილია სწრაფი მოქმედებებისკენ, რაც საბოლოოდ შესაძკია  ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზიც კი გახდეს. 

ქალი - ვარსკვლავები მარტოხელა კუროებს ურჩევენ ახალი ნაცნობების გაჩენას ნუ მოერიდებიან, ხოლო დაოჯახებულებს - პარტნიორთან უფრო მყარი კავშირი იქონიონ.

მამაკაცი - ვარსკვლავები მშვიდობიან კვირას გვპირდებიან, მაგრამ გირჩევენ უფრო ყრუადღებიანები იყოთ, შეეცადოთ მოუსმინოთ პარტნიორს, თუნდაც ბოლომდე არ გესმოდეთ მათი პრობლემის არსი. 

ტყუპები

ამ კვირაში ტყუპები სერიოზული ურთიერთობების მიმართ გულგრილები იქნებიან, რამაც შესაძლოა მეორე ნახევართან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.

ქალი - თქვენი პარტნიორის გრძნობებს ნუ გამოცდით. ამაზე საუბარმა შესაძლოა კამათი გამოიწვიოს და ურთიერთობის გაწყვეტამდეც კი მიგიყვანოთ. 

მამაკაცი - ვარსკვალვები გირჩევენ საყვარელ ადამიანს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რადგან შესაძლოა, მომავალ კვირაში ის თავს მარტოსულად გრძნობდეს, რაც თქვენს ურთიერთობაზე სამომავლოდ უარყოფითად აისახება. ნუ ეცდებით თქვენი სასიყვარულო პრობლემების მოგვარება სხვას გადააბაროთ, ამ ყველაფერს თავად უნდა გაუმკლავდეთ. 

კირჩხიბი

კირჩხიბებს მიმდინარე კვირაში მოუწევთ დიდი ხნის გაურკვეველი ურთიერთობები მოაგვარონ. 

ქალი - კირჩხიბი ქალები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა პარტნიორის მახეში არ გაებნენ, თუმცა სიმართლე მალევე გამოაშკარავდება.

მამაკაცი - უნდა ეცადოთ პარტნიორი გაანებივროთ, რათა უყურადღებობამ შესაძლოა მათი გულისწყრომა გამოიწვიოს. 

ლომი

მომავალი კვირა მოულოდნელობებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება დატვირთული. 

ქალი - ვარსკვლავები გირცევენ ახალ ურთიერტობებში თავით ნუ გადაეშვებით, თორემ შესაძლოა ისიც დაკარგოთ, რაც გაგაჩნიათ. 

მამაკაცი - ლომმა მამაკაცებმა თავი ამაყად დაიჭირეთ, რათა თქვენი საუკეთესო თვისებები თქვენმა რჩეულმა უკეთ შეამჩნიოს. 

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაიძაბებით და უარყოფით ენერგიას პარტნიორს ნუ მოახვევთ. 

ქალი - ყურადღებით იყავით და პარტნიორის მოქმედებას კარგად დააკვირდით. მომავალ კვირაში შესაძლოა ღალატის მსხვერპლიც კი გახდეთ.

მამაკაცი - საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის საბაბს ნუ მისცემთ. ცხოვრებაში რთული პერიოდი გიდგათ, მაგრამ თქვენი საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ და ამ პერიოდს გადაგატანინებთ.

სასწორი

მომავალ კვირაში გამორჩეული სიახლეები არ გელოდებათ.

ქალი - მომავალ კვირას თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია სუფევს. 

მამაკაცი - თქვენი ძირითადი ყურადღება სამუშაოსკენ იქნება მიმართული, თუმცა ეს ოჯახში პრობლემებს არ გამოიწვევს. 

მორიელი

მომავალ კვირას თქვენი ურთიერთობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. საკუთარი თავის ზედმეტი სიყვარულის გამო, შესაძლოა, კომპრომისზე წასვლა გაგიჭირდეთ.

ქალი - მეტი დაფიქრება გმართებს, სიტუაცია კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. 

მამაკაცი - მარტოხელა მორიელებს ვარსკვლავები გირჩევენ გარშემო მიმოიხედოთ, შესაძლოა, თქვენი რჩეული თქვენს გვერდით არის და მას ვერც კი ამჩნევთ. 

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ მოდუნდეთ და მომენტით დატკბეთ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ. 

ქალი - მომავალ კვირას მეორე ნახევრისგან უპირობო თავდადებას მოითხოვთ. ეცადეთ მათ მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკულები არ იყოთ. 

მამაკაცი - შესაძლოა მომავალ კვირაში შფოთვამ და თქვენმა ფიცხმა ხასიათმა იჩინოს თავი. ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და პარტნიორი არ შეაშინოთ. 

თხის რქა

თხის რქებისთვის პირად ცხვორებაში ხელსაყრელი პერიოდი იწყება. 

ქალი - მარტოხელა გოგოებს სერიოზული ურთიერტობების შანსი გამოუჩნდებათ. 

მამაკაცი - შესაძლოა, მარტოხელა თქის რქა მეორე ნახევარს შეხვდეს. ხოლო დაოჯახებულ თხის რქებს პარტნიორი სითბოთი და სიყვარულით გაგანებივრებთ.

მერწყული

ეცადეთ თქვენი პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეინახოთ და გარშემომყოფები მასში არ ჩარიოთ.

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებები დროულად მიიღოთ და არ გადადოთ.

მამაკაცი - შესაძლოა საზოგადოებაში თქვენს შესახებ ცუდი ხმები დადიოდეს. ეცადეთ საკუთარი მეორე ნახევრის სახელს გაუფრთხილდეთ.

თევზები

თევზები შესაძლოა  არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდება.

ქალი - მამაკაცი რომელიც მოგწონთ, შესაძლოა ამ კვირაში თქვენი გახდეს. თუმცა, ფრთხილად იყავით მახეში არ გაებათ და მოტყუებული არ დარჩეთ.

მამაკაცი -  საყვარელ ადამიანთან მცირე გაუგებრობაც კი შეიძლება შემდგომში  სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს. ურთიერთობებს უნდა მოუფრთხილდეთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system