თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 22-27 ნოემბერი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 22-27 ნოემბერი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 22-27 ნოემბერი

ვერძი 

ვერძი საკუთარი გრძნობების გამო ხშირად იტანჯება. გახსოვდეთ, გადაჭარბებული სიყვარული მხოლოდ საზიანოა. თუ პარტნიორის ყურადღება მოგაკლდათ, ეცადეთ, თავად იაქტიუროთ - მოაწყეთ რომანტიკული პაემანი, დაგეგმოთ ერთობლივი შვებულება. 

კურო

მუდმივი ძიების სურვილი დროებით უნდა დაახშოთ. ეცადეთ ზედმეტ ფანტაზიებში არ გადაეშვათ.  შეეცადეთ ურთიერთობა დაამყაროთ ისეთ პარტნიორებთან, რომელიც  სტაბილურობის განცდას მოგცემთ. ხანდახან ძალიან მოუთმენელი ხართ და ყველაფერი ერთდროულად გინდათ - პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ეს არის.

ტყუპები

ტყუპების  წარმომადგენელთა უმეტესობა ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო რეალისტები იყოთ. ხოლო, მეორე უკიდურესობა კი თაყვანისმცემლების მიმართ გულგრილობაა. ნუ აიძულებთ მამაკაცებს ძალიან დიდხანს გდიონ. 

კირჩხიბი

ერთი ნახვით სიყვარული კირჩხიბებს არ ეხება. მათთვის მნიშვნელოვანია, ადამიანი ჯერ უკეთ გაიცნონ და ურთიერთობა შემდეგ დაიწყონ. კირჩხიბი ქალები ძლიერი პიროვნებები არიან და ამიტომ მათ მიერ შექმნილი ოჯახი ხშირ შემთხვევაში უფრო მყარი და სტაბილურია.

ლომი

მეორე ნახევარს არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ ინტელექტითა და ქვეცნობიერით იზიდავთ. თუმცა, ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში გბეზრდებათ ხოლმე. ხანგრძლივი და წარმატებული კავშირის საიდუმლო მრავალფეროვნებაა. ეცადეთ, მეორე ნახევართად ერთად ახალი აქტივობებით დაკავდეთ.

ქალწული

მომავალი კვირა თქვენს პირად ცხოვრებაში დაძაბული აღმოჩნდება. დაუფიქრებელმა ნათქვამმა, შესაძლოა, ურთიერთობის ნგრევა გამოიწვიოს. პარტნიორს გაგებით მოეკიდეთ და ეცადეთ სიტუაციას მისი პერსპექტივიდანაც შეხედოთ.

სასწორი

თქვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად იგრძნოთ თავი სასურველად, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძნობები გაგინელდებათ. გახსოვდეთ, იმისათვის, რომ თქვენი პირადი ურთიერთობები აეწყოს მთავარია თვითშეფასება აიმაღლოთ და საკუთარი თავის რწმენა გამოიმუშაოთ.

მორიელი

ყველა პოტენციურ პარტნიორში, პირველ რიგში, ნაკლოვანებებს არცევთ. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი არავინ არის და დრო მოვიდა ადამიანებს შეცდომების გამოსწორების საშუალება მისცეთ. 

მშვილდოსანი

საყვარელ ადამიანთან უფრო მეტი თავშეკავება გმართებთ, თქვენი სიტყვები სხვისთვის შესაძლოა გულში მახვილი აღმოჩნდეს. მომავალი კვირა ხელსაყრელი იქნება ახალი ურთიერთობების დასაწყებად, თუმცა, გახსოვდეთ, სიჩქარე გონივრული არ იქნება.

თხის რქა

თხის რქები ზოგჯერ ზედმეტად ჯიუტები არიან. თუ გსურთ ჭეშმარიტად ძლიერი ურთიერთობა დაამყაროთ, უნდა შეიცვალოთ და ზოგჯერ კომპრომისებზე წასვლა ისწავლოთ. მოუსმინეთ თქვენს მეორე ნახევარს და პრობლემებს არ გაექცეთ.

მერწყული

მარტოხელა მერწყულისათვის სიახლეების პერიოდი იწყება და უფრო მეტი წინდახედულობა გმართებთ. ურთიერთობაში მყოფ მერწყულებს, შესაძლოა, პარტნიორთან პრობლემები შეექმნათ, თუმცა თქვენი გონივრულობის დამსახურებით ყველაფერი მოგვარდება.

თევზები

წარუმატებელმა სასიყვარულო ისტორიებმა გზის გაგრძელებაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. მიეცით შანსი ახალ ადამიანებს და ნუ იმსჯელებთ სტერეოტიპებით. ურთიერთობაში მყოფ თევზებს კი თუ პარტნიორისგან რაიმე გწყინთ ამაზე მას ესაუბრეთ და ეცადეთ, პირად ცხოვრებაში მესამე პირები არ ჩარიოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system