თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 24-30 იანვარი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 24-30 იანვარი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 24-30 იანვარი

24-დან 30 იანვრის ჩათვლით, ვარსკვლავები ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელს სასიხარულო მოვლენებითა და რომანტიკული თავგადასავლებით სავსე პერიოდს ჰპირდებიან.  

ვერძი

შეეცადეთ მომავალი კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. ყველა საქმე გვერდით გადადოთ და მყუდრო ატმოსფეროთი ისიამოვნოთ.

ქალი - გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილ სიყვარულს ეჭვიანობა ბოლოს უღებს. ისწავლეთ საყვარელი ადამიანის ნდობა, მას მეტი ყურადღება დაუთმეთ და მთელი თავისუფალი დრო მეორე ნახევართან ერთად გაატარეთ. 

კაცი - მამაკაც ვერძს ვარსკვლავები გირჩევენ, მომავალ კვირაში მეორე ნახევრის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ. მისი მხრიდან ეჭვიანობას სწორედ ყურადღების ნაკლებობა განაპირობებს. ეცადეთ, მას მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

მომავალ კვირაში თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე ბევრს იფიქრებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ყველაფერი მშვიდ და წყნარ გარემოში, ზედმეტი აჩქარების გარეშე გააკეთოთ.

ქალი - ურთიერთობას მუდმივი საზრდო ესაჭიროება, სწორედ ამიტომ გირჩევთ, სახლში, სანთლის შუქზე რომანტიული ვახშამი მოაწყოთ და ეს ყოველივე კვლავ სხვა დროისთვის არ გადადოთ. ეცადეთ, ეჭვიანობისგან თავი შეიკავოთ და პარტნიორის მიმართ უკმაყოფილება არ გამოხატოთ.

კაცი - გახსოვდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში თავდაჯერებულობა მხოლოდ ზომიერების ფარგლებშია კარგი და ამპარტავნება, შესაძლოა, ურთიერთობისათვის საზიანო აღმოჩნდეს. საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ და ეცადეთ მის მიმართ უფრო გახსნილები იყოთ. 

ტყუპები

მომავალი კვირა კარგია სასიამოვნო რომანტიკული თავგადასავლებისთვის, თუმცა ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობების წამოსაწყებად არახელსაყრელია. ტყუპებს, რომლებმაც მეორე ნახევარი უკვე იპოვნეს, ვარსკვლავები ურჩევენ, ურთიერთობაში მეტი სიახლე შემოიტანონ და გრძნობები უფრო მეტად გააღვივონ.

ქალი - კონსერვატიულობა ყოველთვის კარგი არ არის. თუ პარტნიორი ამაზე თანახმა იქნება, იყავით უფრო ნოვატორები. სითამამეში ზოგჯერ ცუდი არაფერია, ეს თქვენს ურთიერთობას სიცოცხლის ნაპერწკალს შესძენს.

კაცი - მომავალ კვირაში წამოწყებული ურთიერთობები საეჭვოა, რომ სამომავლოდ პერსპექტიული და მტკიცე აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში თქვენი გრძნობების სიძლიერეც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. თუ უახლოეს დღეებში ახალი ურთიერთობების წამოწყებას გეგმავთ ეცადეთ, ამ ყველაფრით ისიამოვნოთ და ზედმეტი მოლოდინი არ შეიქმნათ.

კირჩხიბი

მომავალ კვირას პირად ცხოვრებაში სრული სიმშვიდე და ჰარმონია გელით.

ქალი - ვარსკვლავები ბევრ სასიამოვნო მომენტს გპირდებიან, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს და ხელიდან არ გაუშვათ პაემანზე წასვლის შესაძლებლობა. 

კაცი - მომავალ კვირაში ურთიერთობების გადაფასებაზე დროს ნუ დაკარგავთ, ჯობია ეს მომავლისთვის გადადოთ და უახლოეს დღეებში უბრალოდ მომენტით ისიამოვნოთ.

ლომი

მომავალი 7 დღის განმავლობაში რომანტიკული განწყობა არ მოგშორდებათ. იარეთ პაემანზე, გაატარეთ დრო სასიამოვნოდ და მაქსიმალურად კონცენტრირდით საკუთარ გრძნობებზე.

ქალი - ზედმეტი არც პრაგმატულობა ვარგა და არც თავით ოცნებებში გადაშვება. ეცადეთ მომავალ კვირაში ეგოიზმი გვერდით გადადოთ და ურთიერთობით დატკბეთ.

კაცი - მომავალი კვირა ურთიერთობების მომდევნო ეტაპზე გადასაყვანად ხელსაყრელია. თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ორჭოფობდით და ნაბიჯის გადადგმას გაურბოდით, ახლა საამისოდ საუკეთესო პერიოდია.

ქალწული

დროა საკუთარ გრძნობებზე კარგად დაფიქრდეთ. თუ გასული პერიოდის განმავლობაში გაურკვევლობაში იყავით, მომავალ კვირაში ვარსკვლავები გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან.

ქალი - თუ ურთიერთობა ვეღარ ვითარდება და მისგან სიამოვნებას ვეღარ იღებთ, შესაძლოა, გადაწყვეტილების მისაღებად ახლა საუკეთესო დრო იყოს. ის ვისაც თქვენთან ყოფნა გულით სწადია ხელიდან ნამდვილად არ გაგიშვებთ.

კაცი - თუ მთელი ხნის განმავლობაში ურთიერთობა თავისთავად ვითარდებოდა, ახლა მასზე მუშაობა მოგიწევთ. დრო მოვიდა ისწავლოთ კომპრომისებზე წასვლა. 

სასწორი

სამსახურში არსებულმა პრობლემებმა, შესაძლოა, თქვენს პირად ცხოვრებას შეუქმნას საფრთხე. აუცილებელია, რომ კარიერა და პირადი ერთმანეთისგან გამიჯნოთ.

ქალი - ჰკითხეთ საკუთარ თავს, "რა გიშლით ხელს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში?" დროა პრობლემებს დაუპირისპირდეთ და მათ მოგვარებაზე იფიქროთ.

კაცი - მომავალ კვირას თქვენს მეორე ნახევარს თქვენი გვერდით ყოფნა დასჭირდება. ყურადღებით მოუსმინეთ და ეცადეთ საჭირო მომენტში მის გვერდით იყოთ. 

მორიელი

მომავალ კვირაში სასიყვარულო ურთიერტობები სწრაფად განვითარდება. მარტოსულ მორიელს მეორე ნახევართან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა.

ქალი - მომავალ კვირას შესაძლოა ახალი საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ცხოვრებას პოზიტიურად შეხედეთ და თქვენი პირადი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება.

კაცი - დიდი ცხოვრებისეული ცვლილებები გელოდებათ და ცვლილებების დასაწყისი ამ კვირაში უნდა იყოს მოსალოდნელი.

მშვილდოსანი

შეეცადეთ, გონებასა და გრძნობებს შორის წონასწორობა იპოვოთ. გაუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევარს, ის სწორედ ის არის, ვისთანაც დარჩენილ ცხოვრებას გაატარებთ.

ქალი - მომავალ კვირაში სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა თქვენ ან თქვენი პარტნიორი ეჭვიანობის მსხვერპლი გახდეთ.

კაცი - წვრილმანებზე ნერვებს ნუ მოიშლით. იყავით გამგებიანები და გულთბილები საყვარელი ადამიანის მიმართ. 

თხის რქა

მომავალ კვირაში მოთმინება და მხნეობა გმართებთ. შესაძლოა თქვენ ურთიერთობას საფრთხე შეექმნას და თუ მისი შენარჩუნება გინდათ, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ.

ქალი - ერიდეთ კონფლიქტს თქვენს მეორე ნახევართან. ჩხუბს კარგი არაფერი მოაქვს ამიტომ ეცადეთ, თუ ურთიერთობაში პრობლემებია ამაზე მშვიდად ისაუბროთ.

კაცი - თქვენს შემთხვევაშიც თავშეკავებულობა გმართებთ. საყვარელ ადამიანს გაგებით უნდა მოეკიდოთ, ეცადეთ ფეთქებადი ხასიათი გვერდით გადადოთ.

მერწყული

მომავალი კვირა პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად საუკეთესო პერიოდია.

ქალი - შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევარი ვინმეზე ეჭვიანობდეს. ეცადეთ, ამაზე არ გაბრაზდეთ და მას გაგებით მოეკიდოთ. უთხარით, რომ გიყვართ და თქვენი გრძნობები დაუმტკიცეთ.

კაცი - ვარკვლავები გირჩევენ, მომავალ კვირაში გრძნობებს მეტი თავისუფლება მისცეთ. უფრო ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს რომ გიყვართ. 

თევზები

მომავალ კვირაში ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი გრძნობები და ემოციები პარტნიორს ღიად გაუზიაროთ. უთხარით რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ თქვენს ურთიერთობაში. თუმცა, საჭიროა ამისათვის სწორი ფორმა შეარჩიოთ.

ქალი - თუ ურთიერთობაში პრობლემებს ხედავთ, ამის შესახებ საყვარელ ადამიანთან მსიდად იმსჯელეთ. ეცადეთ გამოსავალი მარტომ არ მოძებნოთ და რადიკალური გადაწყვეტილებები მეორე ნახევრის გარეშე არ მიიღოთ.

კაცი - მომავალ კვირაში თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები მთიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული. მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ მეორე ნახევრის მიმართ სერიოზული გრძნობები გამოძრავებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system