თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 25-30 აპრილი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 25-30 აპრილი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 25-30 აპრილი

24 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის მოულოდნელი სიურპრიზებით იქნება დატვირთული. თუმცა, სამწუხაროდ, სიურპრიზები ყოველთვის სასიამოვნო არ არის. ნერვიულობამ და დაძაბულობამ შესაძლოა მეორე ნახევართან ურთიერთობა გააფუჭოს.

ვარსკვლავები გვირჩევენ, მომავალ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, შაბათ-კვირა ახლობლებისა და ბავშვების გარემოცვაში  გაატაროთ და პრობლემები მცირე ხნით გვერდით გადადოთ.

ვერძი

მომავალ კვირაში ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ თავი არ უნდა დაკარგოთ.

ქალი - თქვენი ბუნებრივი სილამაზე და ხიბლი გარშემო მყოფ მამაკაცებს აღაფრთოვანებს. ამასთან,თაყვანისმცემლებს ცრუ იმედებს ნუ მისცემთ.

მამაკაცი - ზოგჯერ თქვენმა დომინანტმა ხასიათმა შეიძლება  ახლობლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და მეორე ნახევართან ურთიერთობა დაძაბული გახადოს. ეცადეთ მხოლოდ დადებით ემოციები გასცეთ, რადგან საყვარელი ადამიანების შემორიგება დიდ ენერგიას მოითხოვს.

კურო

სამსახურს მთელი თქვენი დრო მიაქვს, მაგრამ საყვარელ ადამიანებსა და საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

ქალი - მომავალ კვირაში ძველ ნაცნობთან შეხვედრა გელით. თუმცა, პლანეტები გირჩევენ, თავი შეიკავოთ მკაცრი განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა თქვენს ურთიერთობას საფრთხე მოუტანოს.

მამაკაცი - ზედმეტად დაკავებული ხართ საკუთარი თავით და საკუთარი საქმით. მომავალი კვირა ახალი ურთიერთობების დასაწყებად საუკეთესო პერიოდია.

ტყუპები

ბედმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადათ - ხელიდან ნუ გაუშვებთ.

ქალი - დიდი ხნის ნაცნობთან მოულოდნელ შეხვედრას შეუძლია თქვენი მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს.

მამაკაცი - თუ უცნობი ადამიანის შეხვედრისას იგრძნობთ, რომ გული აგიჩქარდათ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ, დიდი შანსია, რომ თქვენს საუკეთესო მეორე ნახევარს სწორედ მომავალ კვირაში შეხვდეთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ მომავალ კვირაში ახლობლების მიმართ განსაკუთრებული სითბო და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ქალი - კირჩხიბ ქალებს ვარსკვლავები გირჩევენ წარსულის წყენა გვერდით გადადოთ და ძველი ურთიერთობები ერთხელ და სამუდამოდ დავიწყებას მისცეთ.

მამაკაცი - ეცადეთ საყვარელი ადამიანისათვის დრო გამონახოთ. მასთან ერთად საჭმლის მომზადება, საწოლის გასწორება და სახლის დალაგებაც კი სასიამოვნოა.

ლომი

მომავალ კვირას სასიამოვნო სიურპრიზები, შეხვედრები და ნაცნობები გელით.

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ თქვენს მორცხვ თაყვანისმცემელს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ასეთი კაცები საიმედო და მოსიყვარულე ქმრებად იქცევიან.

მამაკაცი - მომავალ კვირას მეტროთი ან ავტობუსით მგზავრობამაც კი შეიძლება რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

ქალწული

ვარსკვლავები მოგიწოდებენ, თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ უფრო ყურადღებიანები იყოთ. 

ქალი - თქვენი სიმშვიდე და წინდახედულობა ხელს შეუწყობს ურთიერთობების მოგვარებას. ამასთან, ფრთხილად იყავით, თქვენი იდეალური ურთიერთობის ბევრს შურს.

მამაკაცი - მომავალი კვირა ძველ საცნობებთან შეხვედრას მოგიწყობთ. რა არჩევანს გააკეთებთ ეს თქვენზეა დამოკიდებული. თუმცა, შესაძლოა ძველმა გრძნობებმა თავი მოულოდნელად გაგახსენოთ.

სასწორი

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ქალი - თქვენი გულის მოგებისათვის ორი ადამიანი იბრძვის. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, იფიქრეთ იმაზე, თუ ვინ არის თქვენი ყურადღების ღირსი.

მამაკაცი - მომავალ კვირას თქვენს ამჟამინდელ, ან ძველ ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გადააფასებთ და ბევრ რამეზე დაფიქრდებით.

მორიელი

დროა ნაბიჯი წინ გადადგათ, სიახლეების ნუ შეგეშინდებათ.

ქალი - თუ თქვენი მეორე ნახევარი ან თაყვანისმცემელი მორცხვობს და ნაბიჯის გადადგმა უჭირს, სადავეების საკუთარ ხელში აღების ნუ შეგეშინდებათ. ვარსკვლავები ნათელ და რომანტიკულ სიყვარულს გვპირდებიან.

მამაკაცი - საყვარელი ადამიანი მეტად უნდა დააფასოთ. შესაძლოა გარკვეულ საკითხებში თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, თუმცა, მის შეხედულებებს პატივი უნდა სცეთ.

მშვილდოსანი

თქვენს პირად ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში ბევრი რამ შეიცვლება.

ქალი - გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად ნუ მიიღებთ. შეჩერდით და კარგად დაფიქრდით. გადაწყვეტილების მიღებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან.

მამაკაცი - დაქორწინებულ მშვილდოსნებს ვარსკვლავები ურჩევენ ოჯახს განსაკუთრებულად მოუფრთხილდნენ, რადგან მომავალ კვირაში მათი ურთიერთობა მორიგ გამოცდას გაივლის.

თხის რქა

აჩუქეთ საკუთარ თავს და თქვენ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო.

ქალი - თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ურთიერთობა გაცივდა, ნაჩქარევად ნურაფერს გადაწყვეტთ. საუკეთესო გამოსავალი მეორე ნახევართან საუბარია.

მამაკაცი - ეცადეთ მხოლოდ საკუთარი პრობლემებით არ შემოიფარგლოთ და დრო საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. 

მერწყული

ჭორებს და სხვების აზრს ნუ აჰყვებით.

ქალი - ეცადეთ, ურთიერთობაში წამოჭრილი პრობლემა თუ დაძაბულობა მალევე გაფანტოთ. შესაძლოა თქვენი უსაფუძვლო ეჭვიანობა მეორე ნახევრისათვის საწყენი აღმოჩნდეს.

მამაკაცი - ეჭვიანობა უნდა დაძლიოთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ საყვარელ ადამიანს გული გადაუშალოთ და აგრძნობინოთ, რომ ისინი თქვენთვის პირველ ადგილზე არიან.

თევზები

ბოლო პერიოდში კარიერას ზედმეტად დიდ დროს უთმობთ, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ პირად ურთიერთობებს გვერდზე ნუ გადადებთ. 

ქალი - ეცადეთ განიტვირთოთ. გადით ქალაქ გარეთ, მეორე ნახევართან, მეგობრებთან ან მარტო - საკუთარ თავთან ერთად. მომავალ კვირას ეს ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

მამაკაცი - ეცადეთ მომავალ კვირას უფრო მეტად გამოხატოთ ემოციები. დაფიქრდით რა გსურთ და რას ითხოვთ თქვენი მეორე ნახევრისგან. ასევე, გაანალიზეთ რას სთავაზობთ მას ამის სანაცვლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system