თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 28 დეკემბერი - 3 იანვარი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 28 დეკემბერი - 3 იანვარი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 28 დეკემბერი - 3 იანვარი

ვერძი

ახალი წლის კვირაში ვარსკვლავები ვერძს დროის სასიამოვნოდ გატარებას ჰპირდებიან. ორშაბათს სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. თუ თქვენს შემოქმედებით ხასიათსა და ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებთ, წარმატებას პირად ცხოვრებაშიც მიაღწევთ. 31 დეკემბრის საღამოდან 2 იანვრის საღამომდე პერიოდი სასიყვარულო თავგადასავლებისათვის საუკეთესო დროა.

კურო

ახალი წლის კვირა კუროებს თავგადასავლებისკენ უბიძგებს. მომავალ კვირას ახალ გარემოსა და შემთხვევითი ნაცნობების კომპანიაში გაატარებთ. ყველაზე კონსერვატიული და გონიერი კუროც კი საახალწლოდ ექსტრავაგანტული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეგეშინდეთ რისკების. მაგრამ, სასიყვარულო თავგადასავლები შემდეგი კვირისთვის გადადეთ და ახალი წლის პერიოდი მეგობრებს და ახლობლებს დაუთმეთ.

ტყუპები

სადღესასწაულო კვირის განმავლობაში მსუბუქი ფლირტი ხელსაყრელი იქნება, თუმცა თითოეულ ქმედებამდე თქვენი ნაბიჯები კარგად გათვალეთ. 31 დეკემბრის საღამოდან 2 იანვრის საღამომდე პერიოდი თქვენი "აღორძინების ხანაა". ამ პერიოდში ძველ ურთიერთობებს საბოლოოდ გამოემშვიდობებით და ახალი ურთიერთობის დასაწყებად საბოლოდ მზად იქნებით. 

კირჩხიბი

ვარსკვლავები კირჩხიბებს ურჩევენ ახალი წლის პერიოდში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავონ, ამ დროს ადვილია საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. ყველა სადღესასწაულო სიურპრიზი სასარგებლო არ არის. თუ ვინმე თქვენდამი სიმპათიას გამოხატავს ურთიერთობის დაწყებას ნუ იჩქარებთ.

ლომი

შეყვარებულ ლომებს ვარსკვლავები საახალწლო ღამეს ინიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, თუმცა, მანამდე ყველა ნაბიჯი სწორად გათვალეთ და თქვენი შანსები აწონ-დაწონეთ. თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.

ქალწული

შეყვარებული ქალწულებისთვის ეს კვირა ეჭვებით სავსე იქნება. ახალი წლის ღამეს, შესაძლოა, თავი არაბუნებრივად და არაკომფორტულად იგრძნოთ, რაც შესაძლებელია ახალი წლის ღამეს წარუმატებელ ხუმრობაში, არასწორი ტანისამოსის შერჩევაში ან შეყვარებულისათვის არასწორი საჩუქრის არჩევაში გამოიხატოს.

სასწორი

შეყვარებული სასწორისთვის დღესასწაულების კვირა შესაძლოა ასევე არახელსაყრელი აღმოჩნდეს. თუმცა, ეს ხელს არ შეგიშლით სამომავლო გეგმები დააწყოთ. პირადი ცხოვრების თვალსაზრისით თქვენთვის საუკეთესო პერიოდია 28 დეკემბრის დილას, 31 დეკემბრის საღამოს, 1 და 2 იანვრის დღის პირველი ნახევარი. 

მორიელი

მომავალ კვირაში შეყვარებულ მორიელებს ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებენ. შესაძლოა ითქვას, რომ ეს პერიოდი თქვენი პირადი ცხოვრებისთვის საუკეთესო არ იქნება. შესაძლოა, მოგიწიოთ სხვისი საახალწლო ახირებების ატანა. უარის თქმა რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, თქვენს ურთიერთობას საფრთხის ქვეშ დააყენებთ. 

მშვილდოსანი

შეყვარებულ მშვილდოსნებს გირჩევთ, ახალი წლის ღამე მეორე ნახევართან ერთად კვირის დასაწყისშივე დაგეგმოთ, რათა გეგმების მოგვიანებით დალაგება, შესაძლოა, პრობლემებთან იყოს დაკავშირებული და ბოლოს გული დაგწყდეთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ გამონაკლისის სახით დათმობებზე წახვიდეთ. 

თხის რქა

შეყვარებული თხის რქებისთვის კვირა ძალიან დაძაბული იქნება და საახალწლო ზეიმი ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა. ასევე, ვარსკვლავები მოგიწოდებენ მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მერწყული

სადღესასწაულო კვირის განმავლობაში მერწყულს ჩვეული ურთიერთობის შენარჩუნება ან ახალ ნაცნობებთან ფლირტი არ გაუჭირდება, მაგრამ ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოგიწოდებენ. ამასთან, ახალი წლის კვირაში ბევრი სიახლეა მოსალოდნელი, ყურადღება დეტალებზე გაამახვილეთ.

თევზები

შეყვარებული თევზებისთვის ახალი წლის კვირა ფსიქოლოგიურად მარტივი გადასატანი არ იქნება, რადგან მათ სიტუაციებთან შეგუება მოუწევთ. მოგიწევთ უარი თქვათ საკუთარ გეგმებსა და ტრადიციებზე. პირად ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი 3 იანვარს გელით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system