თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 6-12 დეკემბერი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 6-12 დეკემბერი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 6-12 დეკემბერი

მომავალი კვირა სასიყვარულო ურთიერთობებით დატვირთული იქნება.  შემთხვევითი ნაცნობობა, შესაძლოა, ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ასტროლოგები გვირჩევენ, ახალი ურთიერთობების დაწყებამდე ჰარმონიული ურთიერთობა საკუთარ თავთან მოვიპოვოთ.  

ვერძი

იყავით დიპლომატიური და არ გამოხატოთ უკმაყოფილება, მაშინაც კი, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან დაკავებულია და ყურადღებას ნაკლებად გაქცევთ. ეს პერიოდი, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს და ამისათვის მოთმინება გმართებთ. არ დაელოდოთ განსაკუთრებულ დღეს, განებივრეთ თქვენი საყვარელი ახლავე. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ იპოვოთ ოპტიმალური ბალანსი სამუშაოსა და ოჯახს შორის.

კურო

შესაფერისი დროა გულწრფელი ურთიერთობებისთვის, თუმცა არა  ფლირტისათვის. ვარსკვლავებს გირჩევენ დრო მშვიდად გაატაროთ და ხალხმრავალ შეკრებებს მოერიდოთ. სიახლისა და მძაფრი შეგრძნებების  სურვილი შესაძლოა დროებითი აღმოჩნდეს. ურთიერთობის დაწყებამდე კარგად გაერკვიეთ რა გსურთ. 

ტყუპები

ახალ ურთიერთობაში, შესაძლოა, უთანხმოება წარმოიშვას, ოჯახში კი - დიდი ჩხუბი. ხანგრძლივი ახალი ურთიერთობის შანსები მცირეა. ასევე, მოსალოდნელია ძველი ნაცნობების მოულოდნელი გამოჩენა. 

კირჩხიბი

დადგა დრო, რომ მარტოხელა კირჩხიბებმა ახალი ნაცნობების შიში დაძლიონ. ნუ შეიკავებთ თავს უცხო გარემოში მოხვედრისაგან, ახალ საინტერესო ადამიანებს სწორედ აქ აღმოაჩენთ. ურთიერთობაში მყოფ კირჩხიბებს კი ასტროლოგები ურჩევენ, რომ ნუ იტყვიან უარს საყვარელ ადამიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ ურთიერთობა ერთფეროვანი გახდა. ეცადეთ ცვლილებების სათავე თავად გახდეთ. 

ლომი

ურთიერთობაში მთავარი ნდომაა, თუმცა, ზოგჯერ საჭიროა ადამიანს ბრმად არ ენდოთ. არასწორმა წარმოდგენებმა, შესაძლოა, გული გატკინოთ. მომავალ კვირაში დიდი ყურადღება გმართებთ ახალი ნაცნობების მიმართ. საუკეთესო პერიოდია შეცდომების გამოსწორებისათვის.

ქალწული

პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა ამ კვირაში განსაკუთრებულად დაგჭირდებათ. ელოდეთ, რომ კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. მარტოხელა ქალწულებს ვარსკვლავები ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს.

სასწორი

საერთო ინტერესები და ერთად გატარებული დრო შესანიშნავი გზაა საინტერესო ადამიანთან დასაკავშირებლად. მომავალი კვირა საუკეთესო პერიოდია ახალი ურთიერთობების დასაწყებად. ხოლო, ურთიერთობაში მყოფ სასწორებს მშვიდი კვირა გელით.

მორიელი

პირად ურთიერთობებში მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჩარევა შეიძლება დამღუპველი იყოს. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი ურთიერთობა მესამე პირებისაგან. ნუ მოუსმენთ უსარგებლო რჩევებს, თუ ისინი უცნაურად და არასწორად გეჩვენებათ. ყველა მეგობარს თქვენთვის საუკეთესო არ სურს. 

მშვილდოსანი

მომავალი კვირა კარგ ამბებს, სასიამოვნო მოვლენებსა და ახალ ნაცნობებს გპირდებათ. ასევე, საყვარელ ადამიანთან პირადი ურთიერთობები ჰარმონიული და საინტერესო იქნება. თქვენი მთავარი იარაღი კარგი კომუნიკაციის უნარია. შესაფერისი დროა შვებულებისთვის და ქალაქიდან გასვლისთვის.

თხის რქა

ამ კვირაში საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. მოუსმინეთ მას და ეცადეთ, გაუგოთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე - შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის დანგრევა თქვენი მოხიბვლით სცადონ. მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და გააკეთეთ რასაც გული გკარნახობთ.

მერწყული

ნუ გაიმეორებთ წარსულის შეცდომებს, მათი შედეგები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, არამყარი აღმოჩნდეს. ნუ მიენდობით ახლად გაცნობილ ადამიანებს. 

თევზები

შესაძლოა, პირად ურთიერთობაში მოულოდნელი პრობლემები შეიქმნას. ვარსკვლავები გვირჩევენ, ემოციები თქვენთვის არ შეინახოთ და პარტნიორს ესაუბროთ. მარტოხელა თევზებისთვის ხელსაყრელი პერიოდია ახალი ურთიერთობების დასაწყებად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system