თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი : 7-13 ივნისი

სასიყვარულო ჰოროსკოპი : 7-13 ივნისი
სასიყვარულო ჰოროსკოპი : 7-13 ივნისი

ვენერა კირჩხიბშია, რაც იმას გულისხმობს, რომ მომავალი კვირა მელანქოლიური და გულწრფელი მომენტებით სავსე იქნება. 

უნდა დააფასოთ ოჯახის წევრების სიყვარული, ემოციურ სიახლოვე და ახლობლებთან ურთიერთობები. ოჯახურ კავშირებში ჰარმონია გაიზრდება, განსაკუთრებით კვირის ბოლოს.

რაც შეეხება ახალ ურთიერთობებს, მას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. პირველ რიგში, ადამიანი კარგად გაიცანით და მხოლოდ ამის შემდეგ გაუხსენით გული.  ხუთშაბათის მზის დაბნელება პირადი ცხოვრების თვალსაზრისით რაიმე გავლენას არ მოახდენს.

თუმცა, 10 ივნისის მზის დაბნელება მოგზაურობასა და განათლების კუთხით სიახლეებს, ასევე, ახალი სოციალური წრის შეძენას და ბევრ სიახლეს მოასწავებს. მზის დაბნელება თავისთავად გულისხმობს ახალ ნაცნობობას, თუმცა რამდენად მყარი იქნება იგი ამის თქმა რთულია. 

12 ივნისს მთვარის ვენერასთან შეერთება ხელს შეუწყობს სულიერ ჰარმონიას. სასიამოვნო იქნება ახლობლებთან თუ ახალ ნაცნობებთან კომუნიკაცია და რაც მთავარია წინს ფლანგზე გადმოიწევს რომანტიკა. 

რაც შეეხება 13 ივნისს, ვენერას  ურანთან შერწყმა ახალი სასიყვარულო ისტორიებითა  და სიურპრიზებით გაგაბედნიერებთ.  თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყოველივე, დიდი ალბათობით, დროებითი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system