თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 7-13 თებერვალი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 7-13 თებერვალი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 7-13  თებერვალი

7-13 თებერვლის კვირა მარტოხელა ადამიანებს სასიამოვნო შეხვედრებს ჰპირდება. შეყვარებული წყვილებისთვის ძალიან კარგი დროა ოჯახის შესაქმნელად. მომავალ კვირაში ოჯახურ ცხოვრებაში, ურთიერთგაგება და ჰარმონია, მატერიალური კეთილდღეობა სუფევს. გაუგებრობის შემთხვევაში, უმჯობესია ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და პარტნიორს მშვიდ ვითარებაში გაესაუბროთ. 

ვერძი

დაძაბული სამუშაო ან/და სასწავლო კვირა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ეცადეთ, მომავალ კვირაში რამდენიმე დღე გამოყოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენოთ.

ქალი -  ბოლო კვირების დაძაბულობამ შეიძლება თქვენს ურთიერთობებზე უარყოფითად იმოქმედოს. ვარსკვლავები გირჩევენ კარგად დაისვენოთ და დრო რჩეულთან ერთად გაატაროთ.

მამაკაცი - თქვენს საყვარელ ადამიანთან არსებული უთანხმოების თავიდან აცილება რომანტიკული პაემნით და სადილით არის შესაძლებელი. მომავალ კვირაში ეცადეთ უთანხმოებებს მოერიდოთ.

კურო

მომავალი კვირა ხელს შეგიწყობთ, რათა დაისვენოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. ზედმეტი არ იქნება, თუ ახლობელ ადამიანს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ და მისთვის დამატებით დროს გამოყოფთ.  

ქალი - ეცადეთ აკვიატებულ აზრებს მოერიდოთ. თუმცა, შესაძლოა ნამდვილად ღირდეს ურთიერთობის გადახედვა და რაიმეს შეცვლის მცდელობა.

მამაკაცი -  მარტოხელა კუროს მომავალ კვირაში სახლის კომფორტი და ოჯახური ბედნიერება მოენატრება. ეცადეთ ადამიანებთან მეტად გაიხსნათ და ამით სამომავლო ურთიერთობების დაწყება უფრო გაგიმარტივდებათ.

ტყუპები

შესაძლებელია მომავალ კვირაში ქალაქიდან გასვლა და ახალი ადამიანების გაცნობა მოგიწიოთ.  ახალი ურთიერთობების განვითარება მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.

ქალი -  საპირისპირო სქესის მხრიდან მომატებული ყურადღება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა.  შესაძლოა,  მომდევნო დღეებში სასიამოვნო ადამიანთან მსუბუქი ფლირტი იქონიოთ, თუმცა, ვარსკვლავები სერიოზული ურთიერთობის განვითარებას არ გვპირდებიან.

მამაკაცი -  მოულოდნელ შეხვედრას შეუძლია მთლიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ყურადღებით იყავით, შესაძლებელია მომავალ კვირაში გრძნობებისა და ემოციების ქარიშხალმა შემოგიტიოთ.

კირჩხიბი

გახსოვდეთ, დრო სწრაფად გადის, ისიამოვნეთ ყოველი მომენტით. საყვარელ ადამიანს თქვენს გრძნობებს ნუ დაუმალავთ.

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ მომავალ კვირაში საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღება გამოიჩინოთ და რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სამომავლოდ ემოციების ზღაპრული ფოიერვერკი გელით.

მამაკაცი -  შეყვარებული კირჩხიბი საყვარელ ადამიანს გრძნობებში რაც შეიძლება მალე უნდა გამოუტყდეს. ნუ შეგეშინდებათ, თუმცა, ეცადეთ  სიყვარულის ახსნისას ფანტაზია მაქსიმალურად ჩართოთ.

ლომი

სასიყვარულო ურთიერთობებში საკმაოდ დაძაბული პერიოდი გელით. თუ საკუთარ გულს მოუსმენთ და მოთმინებას გამოიჩენთ, ვარსკვლავები ჰარმონიული ურთიერთობებით დაგაჯილდოვებენ.

ქალი -  სამსახურში დაძაბული ვითარება საფრთხეს უქმნის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. ნუ დაუშვებთ, რომ ნეგატიურმა ემოციებმა თქვენი ურთიერთობები შეიწირონ. საღამო მეორე ნახევართან ერთად კომედიური ფილმის ყურებაში გაატარეთ.

მამაკაცი -  ფრთხილად იყავით, ბოროტ ენებს შეუძლიათ თქვენი ბედნიერება და სიყვარული გაანადგურონ. გონიერება და გამჭრიახობა გამოიჩინეთ.

ქალწული

გარემოებები  სერიოზული გადაწყვეტილებების წინაშე დაგაყენებთ. თქვენი მომავალი ბედნიერება სწორედ თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული. 

ქალი - თქვენს გვერდით უკვე არის ადამიანი, რომელიც თქვენი გულისთვის ყველაფერს გააკეთებს. ვარსკვლავები გირჩევენ კარგად მიმოიხედოთ.

მამაკაცი  - საკუთარ გრძნობებზე კარგად დაფიქრდით. ცრუ დაპირებები არავის მისცეთ, სანამ რაიმეს იტყვით დაფიქრდი, საკუთარი გრძნობების ჭეშმარიტებაში ნამდვილად დარწმუნებული ხარ? 

სასწორი

ბედისწერამ შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი გაგიკეთოთ, მასზე უარი არ უნდა თქვათ.

ქალი - ეცადეთ მომავალ კვირაში განსაკუთრებით გახსნილები იყოთ. თქვენი საუკეთესო მეორე ნახევარი ამ პერიოდში გვერდით ჩაგივლით, ეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ, შესაძლოა ამის მეორე შანსი მალევე არ მოგეცეთ. 

მამაკაცი - შესაძლოა, წინა სასიყვარულო ურთიერთობებმა თავი შეგახსენოთ. საჭირო არ არის წარსულში ჩაღრმავება, ვარსკვლავები გირჩევენ აწმყოთი დატკბეთ. 

მორიელი

საკუთარ გულს მოუსმინეთ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის არ შეგეშინდეთ.

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორის მიმართ მეტი სინაზე და ყურადღება გამოიჩინოთ. საკუთარ თავს ნება მიეცით, დროებით უმწეო როლი მოირგოს და მცირე ხნით მაინც, პრობლემებზე არ იფიქროთ.

მამაკაცი - შესაძლოა საყვარელი ადამიანისათვის სიყვარულის დამტკიცება კიდევ ერთხელ მოგიწიოთ. ნუ მოგერიდებათ, ყველაფერი თქვენს ხელშია.

მშვილდოსანი

თქვენთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მხიარული კვირა იწყება.

ქალი  - ხალხში გამოჩენას არ შეუშინდეთ. იყავით თავდაჯერებულები და მიზანსწრაფულები.

მამაკაცი - ნუ იტყვით უარს სიახლეებზე. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ არ გიპოვნიათ, ახლა საუკეთესო პერიოდია. 

თხის რქა

ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში  პოზიტიური მომენტები მოძებნოთ. ეცადეთ ახლობელ ადამიანს მეტი სიხარული მიანიჭოთ და ყურადღება გამოიჩინოთ.

ქალი - მომავალ კვირაში თქვენი ცხოვრება შესაძლოა ერთმა უბრალო შემთხვევამაც კი შეცვალოს. ვარსკვლავები გირჩევენ უფრო ხშირად გაიღიმოთ, იღბალი თქვენს მხარეს არის, ბედნიერება და სიყვარული გელით.

მამაკაცი - ვარსკვლავები გირჩევენ ფანტაზია მოიმარჯვოთ და თქვენი საყვარელი ადამიანი საჩუქრით ან რომანტიკული საქციელით გაახაროთ.

მერწყული

მოქმედების დროა, მომენტი ხელიდან არ გაუშვათ.

ქალი - თუ რჩეული ვერ ბედავს აღიაროს საკუთარი გრძნობები, შეგიძლიათ ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ. ვარსკვლავები გვირჩევენ დრო არ დაკარგოთ. ახლა  ყველაზე შესაფერისი მომენტია.

მამაკაცი - თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობები ღიად გამოხატეთ. დროა  საქორწილო ბეჭდების შეძენასა და მყუდრო ბუდის შექმნაზე იფიქროთ.

თევზები

დიდი ცვლილებების პერიოდი იწყება. ენდეთ თქვენს გულს, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.

ქალი - მომავალი კვირა თქვენთვის დიდი ბედნიერების მომტანი იქნება. შესაძლოა, მეორე ნახევარს კვირის დასაწყისშივე შეხვდეთ, ან საქორწილო ბეჭედიც კი მიიღოთ. თუმცა, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებამდე, საკუთარ გულს მოუსმინეთ.

მამაკაცი - შემთხვევითი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ. თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი სწორედ ახლა იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system