თავში

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი

სასიყვარულო ჰოროსკოპი: 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი
სასიყვარულო ჰოროსკოპი: 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი

ვერძი

ვერძისთვის მთავარია, რომ პარტნიორი მათზე ზრუნავდეს და ყურადღებას იჩენდეს. ეცადეთ პარტნიორი არ შებოჭოთ და ჩარჩოებში არ მოაქციოთ. ის რაც თქვენთვის მიუღებელია, შეიძლება მისი გადმოსახედიდან არცისე ცუდი იყოს. ნუ გააკრიტიკებთ მას მისი ხასიათის გამო. 

კურო

ზედმეტმა ჩხუბმა და დაძაბულობამ შესაძლოა ურთიერთობის დანგრევა გამოიწვიოს. მომავალ კვირაში ემოციების განსაკუთრებული მართვა გმართებთ. თქვენ ყოველთვის დარწმუნებული ხართ, რომ მართალი ხართ - ეს არასწორია. ისწავლეთ თქვენი პარტნიორის პატივისცემა, ზოგჯერ გჭირდებათ დათმობებზე წასვლაც, ეს არის ერთადერთი გზა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. კომპრომისის გარეშე ურთიერთობები შეუძლებელია.

ტყუპები

თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი პარტნიორის გრძნობებში, უთხარით მას ამის შესახებ პირდაპირ. გაურკვევლობამ და უკმაყოფილებამ შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობების დანგრევა. გამოიჩინეთ სიფრთხილე, მესამე პირევი თქვენი ურთიერთობის დანგრევას შეეცდებიან. 

კირჩხიბი

კვირის დასაწყისში კიბო კატეგორიული და პრინციპული იქნება, თუმცა შესაძლოა მოგივანებით გზაჯვარედინზე აღმოჩდნენ და ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ურთიერთობები დრამატულ ფაზაში შევა. მათ არ მოუწევთ გამოირჩინონ დიპლომატიურობა და იზრუნონ ბალანსის შენარჩუნებაზე.

ლომი

ამ კვირაში, სასიყვარულო ურთიერთობებში ლომი ძალიან ენერგიული და შემოქმედებითი გახდება. როგორც ჩვევიათ, ეცდებიან წამყვანი როლი დაიკავონ და პარტნიორის წახალისებაზე იზრუნონ. 

ქალწული

ამ კვირაში მოვლენები ქალწულს უფრო ხშირად შეხსენებას, რომ სიყვარული მუდმივი ზეიმი და თეატრია. თუმცა, სულიერი კავშირის არსებობა ბედნიერებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდება. უმჯობესი იქნება ურთიერთობას მეტი ხალისი და კრეატიულობა შესძინოთ.

სასწორი

ეს კვირა სასწორის პირადი ცხოვრებისთვის საინტერესო თავგადასავლებით იქნება სავსე. პოზიტივი ხელს შეუწყობს ურთიერთობაში არსებული სიძნელეების გადალახვას, თუმცა შაბათ-კვირას უთანხმოებები კვლავ თავს შეგახსენებთ.

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა მორიელების უკმაყოფილება გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ მისი პარტნიორის ცხოვრების შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობენ. არ აჰყვეთ ემოციებს. მიეცით საყვარელ ადამიანს მცირეოდენი თავისუფლება. ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ნდობაა.

მშვილდოსანი

ამ კვირაში ინიციატივის გამოჩენისთვის, საპასუხო მოქმედებებისა და ურთიერთობის წამოწყებისათვის საუკეთესო პერიოდია ოთხშაბათს საღამოდან პარასკევს დილამდე ინტერვალი. შესაძლოა ზოგი გარემოება ბუნდოვანი იყოს, თუმცა ნუ შეშინდებით.

თხის რქა

ამ კვირაში ყველაზე საინტერესო პერიოდია ორშაბათის საღამოდან, სამშაბათს საღამომდე შუალედში. შესაძლოა დაძაბულობამ იმატოს შაბათ-კვირას. არ შეშინდეთ, თუ თავს დაუცველად იგრძნობთ.

მერწყული

ამ კვირაში, ვარსკვლავები მერწყულის სასიყვარულო შეხვედრებისთვის ოთხშაბათს საღამოდან პარასკევ დილამდე ინტერვალს ურჩევენ. სხვა პერიოდის არცევამ შესაძლოა ურთიერთობებში დაბრკოლებები გამოიწვიოს. იზრუნეთ თქვენი პარტნიორის თვითშეფასების ამაღლებაზე.

თევზები

თქვენი გრძნობები იმდენად ძლიერია, რომ თქვენ მუდმივად გეშინიათ პარტნიორის დაკარგვის და, ამ მიზეზით, ზღუდავთ მის თავისუფლებას. თქვენს კომპანიონს შეიძლება ეს არ მოეწონოს. გახსოვდეთ, ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system