თავში

სავსემთვარეობის რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად

სავსემთვარეობის რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად
სავსემთვარეობის რიტუალი სიყვარულის მოსაზიდად

1 ოქტომბერს ღამის 11 სთ-ზე (ეს ყველაფერი უნდა მოასწროთ 2 ოქტომბრის 01: 05 სთ-მდე). უცხოეთში მყოფებმა გაითვალისწინეთ რომ რიტუალი მოცემულია საქართველოს დროით.

დაიწყეთ მზადება, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი გული და გონება სუფთა და ცარიელია წარსული წყენებისა და მოგონებებისგან.

შეიქმენით განწყობა, ჩართეთ სასურველი მუსიკა, რომელიც გაბედნიერებთ, იქნება ეს მანტრა, საგალობელი, თუ პუჩინის ღვთაებრივი “ ნესუნ დორმა“.

დაანთეთ წითელი ფერის სანთელი და არომაჩხირი;

მოიმარჯვეთ ფანქრები ან ფლომასტერი და დაფიქრდით, რა შეგრძნებებთან, ფერებთან, რა ემოციასთანაა თქვენთვის სიყვარული დაკავშირებული, თუ შეგრძნებები სასიამოვნოა, მაშინ ეს რიტუალი თქვენთვისაა, თუ გარკვეულ სევდას, მწუხარებას ან შფოთს იწვევს, მაშინ ჯერ საკუთარ თავზე გაქვთ სამუშაო. ჯობია ეს პრაქტიკა სამომავლოდ გადადოთ.

დაიწყეთ თქვენი შეგრძნებითა და აღქმით სიყვარულის ხატვა.

არ ხართ შეზღუდული არც ფერებში, არც ფორმებში, ხართ აბსოლუტურად თავისუფალი. გნებავთ იყოს აბსტრაქტული, გნებავთ ჰქონდეს ადამიანის ან ცხოველის ფორმა. ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

როდესაც დაასრულებთ ხატვას, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები : “მე ვიზიდავ ჩემს ცხოვრებაში სიყვარულს და ჩემთვის იდეალურ პარტნიორს. ვთხოვ სამყაროს მალე გვაპოვნინოს ერთმანეთი და როგორც ეს მთვარე აივსება, ისე აივსოს ჩვენი გულები ერთმანეთის სიყვარულით, დაე იყოს ასე!“

გაიტანეთ ეს ნახატი და აჩვენეთ მთვარეს. ყველაფერი უნდა დაასრულოთ სავსემთვარეობის პიკამდე. გქონდეთ მთვარის შუქზე რამდენიმე წუთს და შემდეგ მოათავსეთ თქვენი საწოლის მახლობლად, ისე, რომ თვალი ხშირად ხვდებოდეს გაღვიძება-დაძინებისას.

მასალა მოამზადა ასტროლოგმა, ქეთი ოდიშელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system