თავში

სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
სიყვარულის ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

აპრილის ტენდენციები, საფრთხეები და სიყვარულის ჰოროსკოპი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის.

აპრილის დასაწყისში აქტუალური გახდება მეტად კომუნიკაციების, ახალი ნაცნობობის, კავშირების გაბმის თემა, რაც საკმაოდ მოუხდება არსებულ სიტუაციას და მნიშვნელოვნად ჩააცხრობს სიტუაციას, უფრო მეტად გამოიკვეთება ტელე-რადიო კომპანიების როლი გლობალურად. თითოეული ადამიანი უფრო მეტად გადაეწყობა ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით აქტიურობაზე.

პარალელურად ადამიანებში მოიმატებს, სულსწრაფობა, სიჯიუტე, ამბოხებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის წყურვილი (განსაკუთრები აპრილის ბოლოსკენ). ასევე ზოგიერთებს შესაძლოა ბრწყინვალე იდეები გაუჩნდეს ახალი საქმიანობის წამოწყებისა და განვითარებისთვის.

ძალიან კარგი იქნება თუ მოზღვავებულ ენერგიებს მივმართავთ შემოქმედებითი საქმიანობისკენ. შფოთისა და ნევროზულობის შემთხვევაში ძალიან სასაგებლო იქნება ფიზიკური აქტივობა ზომიერების ფარგლებში, სახლის პირობებში, მშვენიერი პერიოდია ფორმაში ჩადგომისთვის, ამას ემატება ისიც რომ მომატებული მადა რომელიც საკმაოდ თვალშისაცემი იყო აქამდე თითოეულისთვის ნაკლებად იქნება მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში აქტუალური.

განსაკუთრებული სიფთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ ამ პერიოდში: ლომის და მერწყულის შემდეგ კი, კუროსა და მორიელის ნიშნის წარმომადგენლებმა. (ძირითადად პირველი დეკადის). სწორედ ამ ნიშნებს უფრო მეტი კონსტრუქციულობა და დისციპლინა მართებს.

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შესაძლებლობებითა და საფრთხეებით იქნება აქტიური ეს თვე თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი - ამ თვის აქტუალური თემები უკავშირდება სხვადასხვა სახის ინფორმაციებს, ახალ ნაცნობობას რომელიც თქვენთვის შესაძლოა საკმაოდ კარგი პერსპექტივების მომტანი იყოს. სოციალური კუთხით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები გიშლით ხელს, მაგრამ მეორეს მხრივ ტექნიკური თუ საკომუნიკაციო საშალებები, ახალი ნაცნობები, ნათესავები და მეზობლებიც კი ხელს გიწყობენ იმაში, რომ თავი იგრძნოთ კომპორტულად. კარგია ამ პერიოდის გამოყენება შემეცნების კუთით.

შესაძლოა, გარკვეულ გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი მეგობრებთან დაკავშირებით.

სიყვარულის მაძიებლები კი გააქტიურდით სოციალური ქსელების კუთხით. შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები, მაგრამ ნუ იჩქარებთ. სულსწრაფობა და სიჯიუტე არაფერს კარგს არ მოგიტანთ.

კურო - შესაძლოა აქტუალური იყოს სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, არის ალბათობა გარკვეული უსიამოვნებებისა ამ კუთხით, ნუ გადაიტვირთებით, იყავით მეტად დიპლომატიური, არ არის სარისკო ქმედებებისა და აქტივობების დრო, გამოიყენეთ ასტროლოგია. მოუფთხილდით ძვლოვან სისტემას.

ამ პერიოდში შესაძლოა ახალი ნაცნობობა გახდეს თქვენი მოტივაციის წყარო, მოგივათ ახალი იდეები, რომლის დახმარებითაც გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა თქვენი პარტნიორისგან მატერიალური სახის საჩუქარიც მიიღოთ.

ტყუპები - მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა თქვენში მნიშვნელოვნად შეცვალოს თქ ენი მსოფლხედველობა და ცხოვრების ფილოსოფია. შესაძლოა შეფერხდეს ის პროექტები და გეგმები რომელიც უცხოეთთან იყო დაკავშირებული, ნუ იდარდებთ ცვლილებები საბოლოოდ მხოლოდ უკეთეს სცენარში განვითარდება...

ახლა თქვენთვის მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ შეიძინოთ ახალი პროფესიული უნარები, ბრწყინვალე პერიოდია იმიჯის გახალებისა და ფორმაში ჩადგომისთვის. ყველაფერი სათქვენოდ მუშაობს, ახალი ნაცნობები, კომუნიკაციები, მოიძიეთ საჭირო კონტაქტები, გაერთეთ, გაიფერადეთ ისედაც თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, ხელსაყრელია ასევე ეს დრო ახალი სასიყვარულო კავშირებისთვის, თუმცა ნუ იჩქარებთ, იყავით ზომიერი და თანმიმდევრული.

კირჩხიბი - მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული ძვრების პერიოდია, რომელი შესაძლოა გარკვეულ დანაკარგებთან იყოს დაკავშირებული, გახსოვდეთ, მსგავსი პროცესები არ არის მიმართული თქვენთვის ზიანის მოტანაზე, ეს ყოველივე თქვენი კრისტალიზაციისა და განვითარებისთვის საჭირო ეტაპია, ამიტომ მიიღეთ ის სიმშვიდით. შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგეხოთ სამართლებრივი კუთხით, ასევე აქტუალური იყოს მემკვიდრეობის საკითხების, დიდი ფულის საჭიროებასთან დაკავშირებული თემები. ახლა არ არის გახსნილი ბრძოლისა და აქტიურობის დრო. იყავით ფრთხილი, მიიღეთ დამკვირვებლის პოზიცია და მიჰყევით თქვენს ბრწყინვალე ინტუიციასა და სტრატეგიას.

პირად ურთიერთობებში შესაძლოა გარკვეულმა დისტანციამ დაისადგუროს თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, ნუ აჰყვებით შიშებს, გამოიყენეთ ეს დრო სხვადასხვა ვიზუალიზაციის პრაქტიკებისთვის, მეტად დაკავდით საკუთარი თავით. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.

ლომი - თქვენთვის ერთერთი მნიშვნელოვანი პერიოდია თავშეკავების კუთხით. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია, ნუ იქნებით ჯიუტი და სულსწრაფი, იყავით დისციპლინირებული განსაკუთრებით პარტნიორულ სფეროში, იქნება ეს საქმე თუ პირადი ურთიერთობები. მეტი ყურადღება დაუთმეთ გარშემომყოფებს, გაითვალისწინეთ მათი აზრიც. არის ტრავმულობისა და კონფლიქტების ალბათობაც.

რაც შეეხება პირად-სასიყვარულო თემას, ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებს, შესაძლოა საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, მარტივად იზიდავთ თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს. ზომიერების ფარგლებში სასიკეთოა ონლაინ აქტივობებში ჩართულობა.

ქალწული - პირველ რიგში აიმაღლეთ ენერგოტონუსი, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ კვების რაციონს, დაასვენეთ ნერვული სისტემა. ნუ იქნებით ხისტი, სწორხაზოვანი და ზედმეტად კრიტიკული, გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და ემპათია გარშემომყოფების მიმართ.

როგროც საქმიანობაში, ისევე პირად ურთიერთობებში ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს პერიოდი შესაძლოა მნიშნელოვანი იყოს სტატუსის კუთხით, შესაძლოა იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც მალე სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტთ. მეტად გახალისდით, მეტი პოზიტივი და იუმორი შეიტანეთ პირად ურთიერთობებშიც.

სასწორი - შესაძლოა თქვეთვის აქტუალური იყოს შვილოსნობის თემა, ზოგიერთი თქვენგანი სწორედ ამ პერიოდში შესაძლოა დედა/მამა გახდეს, შესაძლოა რაიმე სახის გაუგებრობები ან სირთულეები წარმოიშვას ბავშებთან დაკავშირებით. კარგია თუ მაქსიმალურად გამოიყენებთ თქვენს ენერგიებს შემოქმედებითი კუთხით. ნუ დააგდებთ ტემპს, იაქტიურეთ ზომიერებისა და კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება პირად-სასიყვარულო სფეროს, შესაძლოა ინტერნეტით გაიცნოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთანაც საკმაოდ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები, მათთვის კი ვისაც ჰყავს მეგზური, მოწყენილობის თავიდან აცილების მიზნით კარგი იქნებათ მოიფიქროთ ისეთი გასართობი რაც შემეცნებასთან იქნება დაკავშირებული.

მორიელი - თქვენთვის გარკვეული შეზღუდვები და სტრესული მომენტები შესაძლოა რაღაც კუთხით სახლის, ოჯახის თემას უკავშირდებოდეს. იქნება ეს მინიმალურად გამოხატული, ვთქვათ სახლში რემონტით ( ან მისი შეფერხებით გამოწვეული), საქმიანი კუთხით უძრავი ქონების საკითხებთან დაკავშიებით, ან კონფლიქტები და გაუგებრობები, რომელიც გარკვეული ტრანსფორმაციული ძვრების გამოც შეიძლება მიმდინარეობდეს.

პირად-სასიყვარულო სფეროში რადიკალური ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ, შესაძლოა ზოგიერთისთვის დანაკარგების მომტანი იყოს მიმდინარე რამდენიმე თვე, ზოგიერთისთვის კი საკმაოდ პროდუქტიულიც კი( მაგალითად მათთვის ვისაც შვილის ყოლასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, ახლა შესაძლოა გაგიმართლოთ.). ასევე შესაძლოა მეურვეობასთან და ალიმენტებთან და სხვა სამართლებრივი საკითხები იყოს აქტუალური. მოუსმინეთ თვენს ინტუიციას.

მშვილდოსანი - კომუნიაციები, ზღვა ინფორმაცია, ურთიერთობები, აქტივობები, აი სფეროები სადაც აუცილებლად დაგჭირდებათ გაფილტვრა და დროის გადანაწილება. გაწერეთ გეგმები, დაისახეთ ახალი მიზნები, მეტი დრო დაუთმეთ შემეცნებას, ახლობლებს, გაიხალისეთ დაუხალისეთ ცხოვრება სხვებსაც.

პირად -სასიყვარულო კუთხით საკმაოდ დატვირთული პერიოდი გაქვთ, ახალი ადამიანები, ახალი შემოთავაზებები. მატულობს ყურადღება საპირისპირო სქესის მხრიდან, მთავარია არ იჩქაროთ, გონივრულად იმოქმედოთ, უკან დაწიეთ თქვენი მორალური დოგმები, პრინციპები და გამოიყენეთ ამ პერიოდის შესაძლებლობები.

თხის რქა - აქტუალური აქ ფინანსური წყაროების მოძიების საკითხებია, შესაძლოა ამ მოტივით ახალი საქმის წამოწყება დაგჭირდეთ, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ჯანმრთელობას, აუცილებელია დოზირებული ფიზიკური აქტივობა, ნუ გადაიტვირთებით, მიეცით საკუთარ თავს ცოტა დასვენების საშუალება რადგან თქვენი ენერგოტონუსი ამაღლებას საჭიროებს.

პირად-სასიყვარულო კუთხით გარკვეული ცვლილებები თქვენგან დამოუკიდებლად შეიძლება განვითარდეს. არ არის მაინცდამაინც ხელსაყრელი ეს პერიოდი ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისთვის, უმჯობესია დაალაგოთ თქვენი ცხოვრება. ბრწყინვალე პერიოდია ამ სფეროში კორექტივების შეტანისთვის. კარგი იქნება ამ პერიოდში შინაური ცხოველის შეძენა.

მერწყული - თავისუფლება, ეს არის ჰაერი თქვენთვის, შესაბამისად ამ პერიოდში მიმდინარე იზოლაციის თემა ყველაზე მტკივნეულად სწორედ თქვენზე აისახება, არ არის გამორიცხული შინაგანი პროტესტისა და ამბოხის სურვილი გარკვეულ ნევროზულობასაც იწვევდეს, მთავარი რეცეპტი ამ მდგომარეობისთვის ახლა სიმშვიდეა! სხვა მხრივ იაქტიურეთ ნებისმიერ სფეროში, ფიზიკურად, შემოქმედებითად. ბრწყინვალე, ორიგინალური და თან კონსტრუქციული იდეებიც შეიძლება მოგივიდეთ თავში, რაც თქვენს პექსპექტივებზე კარგად აისახება.

პირად-სასიყვარულო სფერო შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ ქაოტური სიტუაციებისა და ნევროზულობის დასაბალანსებლად, ახალი სასიყვარულო კავშირები, სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვა თქვენი მისამართით ერთგვარი თერაპიაა. მიიღეთ სამყაროსეული ძღვენი და გონივრულად გამოიყენეთ.

თევზები - გამოხატული პრობლემების წყარო ამ შემთხვევაში შესაძლოა არ იყოს თქვენთვის იზოლაციის თემა, რადგან ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე მხოლოდ თქვენ არ გრძნობთ თავს ხელ-ფეხ შეკრულად. შესაძლოა არაერთი ჭორის, მითქმა მოთქმის მომსწრე გახდეთ, არ არის გამორიცხული თქვენი ფარული მტრებიც გააქტიურდნენ, შესაძლოა სირთულეებს დაუკავშირდეს ის, რომ ემიგრაციიდან დაბრუნება გადაწყვიტოთ... არსებული სიტუაციის მეტი გაანალიზება, თქვენს თავში ჩაღრმავება, დაგეხმარებათ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაში.

პირად- სასიყვარულო კუთხით შეიძლება სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე პარტნიორთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გადაწყვიტოთ, რაც დააჩქარებს გარკვეულ პროცესებს. თუ მეწყვილე უკვე გყავთ მაშინ მოემზადეთ მშობლის სტატუსისთვის, ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს სხვა სახლის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system