თავში

ზოდიაქოს 3 ნიშანს ახალი წლის ღამეს ბედის შემობრუნება ელის

​ზოდიაქოს 3 ნიშანს ახალი წლის ღამეს ბედის შემობრუნება ელის
ზოდიაქოს 3 ნიშანს ახალი წლის ღამეს ბედის შემობრუნება ელის

წლის ბოლოს ზოდიაქოს ცეცხლოვანი ნიშნების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ასტროლოგების თქმით, ვერძს, მშვილდოსანსა და ლომებს რეალური შანსი აქვთ, ახალი საცხოვრებელი შეიძინონ, ოჯახური მდგომარეობა შეცვალონ და შორეულ მოგზაურობაში წავიდნენ.

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ ნიშნებს დეკემბრის დასაწყისში მოგზაურობის პერსპექტივა გაუჩნდება. ამასთან, მოგზაურობა, შესაძლოა, სპონტანური, დაუგეგმავი აღმოჩნდეს, მაგრამ მასზე უარი არ უნდა თქვათ.

"აუცილებლად განახორციელეთ ეს მოგზაურობა. ის ძალიან სარფიანი გამოდგება", - ამბობენ ასტროლოგები.

ასტროლოგები ასევე ვარაუდობენ, რომ ვერძს, მშვილდოსანსა და ლომს გარკვეული ორმხრივი კონტრაქტის დადება ელის. ყველაზე დიდი ალბათობით, მისი თქმით, ეს უძრავ ქონებას შეეხება - შესაძლებელია როგორც სახლის ყიდვა, ასევე იპოთეკის გაფორმება და, მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმება მშენებლებთან ან დიზაინერებთან, თუ საცხოვრებელი ფართი ადრე იყო შეძენილი. ამავდროულად, ასტროლოგი არ გამორიცხავს ამ ნიშნებისთვის ოფიციალური ქორწინების გაფორმების ალბათობასაც.

ყველაფერში, რაც ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, ცეცხლის ნიშნებს იღბალი ელის. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ დეკემბერში მათი ყველა დოკუმენტი სწრაფად და დაუყოვნებლად იქნება გაფორმებული. ამის გამო ასტროლოგები ვიზაზე საბუთების შეტანასაც კი აძლევენ რეკომენდაციას, თუ ზოდიაქოს ეს ნიშნები საზღვარგარეთ მოგზაურობას გეგმავენ. ამასთან, მათი თქმით, სამოგზაუროდ ორი სხვადასხვა მიმართულება იქნება ხელმისაწვდომი, რის გამოც არჩევანის გაკეთების აუცილებლობა დადგება.

წარმატება სამსახურშიც არის მოსალოდნელი. კოლექტივში არსებული ატმოსფერო მეგობრული იქნება, კოლეგები კი უფრო მეტ პატივს გცემენ და როგორც სპეციალისტს უფრო დაგაფასებენ.

"ისარგებლეთ უეცარი შესაძლებლობებით. არ გამოტოვოთ ისინი", - ამბობენ ასტროლოგები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system