თავში

ზოდიაქოს 3 ყველაზე რომანტიული ნიშანი

ზოდიაქოს 3 ყველაზე რომანტიული ნიშანი
ზოდიაქოს 3 ყველაზე რომანტიული ნიშანი

ზოდიაქოს 12 ნიშნიდან, ასტროლოგები ხშირად გამოყოფენ სამ ნიშანს, რომელთაც ყველაზე მეტად იზიდავთ რომატიკული ურთიერთობები. 

3. ლომი
ეს დახვეწილი და გემოვნებიანი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, აღიარებული საყვარლები არიან. სწორედ ისინი იპყრობენ პარტნიორის გულს რომანტიკული პაემნებით. ლომი ყოველთვის მოახერხებს მის გაოცებას და საზოგადოებრივ წვეულებებზე დაპატიჟებს ან პარკს მოისყიდის მხოლოდ თქვენ ორისთვის და პაემანს დაგინიშნავთ.
 
ზოდიაქოს ამ ნიშნისგან ყველაზე უჩვეულო და გასაოცარ ხელის თხოვნას უნდა ელოდოთ. სამყაროს გარშემო მოგზაურობას მოგიწყობთ, რამდენიმე დღით ყველასგან მოშორებით წაგიყვანთ ან სადმე კუნძულზე გაგასეირნებთ. 

2. თევზები
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულები ნამდვილი ესთეტები და ღრმა რომანტიკოსები არიან. საკმაოდ ეკონომიურები არიან ამიტომ, მათგან მალდივებზე დაპატიჟებას ნუ დაელოდებით. მაგრამ ნამდვილი რომანტიკის მოწყობა ყოველგვარი სერიოზული ინვესტიციების გარეშეც შეუძლიათ. ელოდეთ რომანტიკულ წარწერებს ასფალტზე, მოულოდნელ მოლოცვებს რადიოსა და ტელევიზიაში, ბანერებზე თქვენს ფოტოსურათს და ა.შ.

თევზები პაემანს სახურავზე, ღიაცისქვეშ მოგიწყობთ, კოცონს დაანთებს და მთელს ღამეს თქვენთან ერთად ჩახუტებულს გაატარებს, სამუდამო სიყვარულში გამოგიტყდებათ. 

1. მერწყული
ეს არაორდინალური პიროვნებები, ყველა ასპექტში კრეატიულობით გამოირჩევიან. თუ მერწყულს ნამდვილად შეუყვარდა ადამიანი და მისი გაოცება რომანტიკული ქმედებებით გადაწყვიტა, ყოველგვარ მოულოდნელობებს ელოდეთ. ამ პაემანში ყველა ჩაერთვება - ტაქსისტებიდან და ოფიციანტებიდან დაწყებული, თქვენი მეგობრებით დამთავრებული. მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ ბანალურობა, საყვარელი ადამიანის ბოლომდე გაოცება სურთ და მოსწონთ როდესაც დაუვიწყარ სახელს ტოვებენ.

შესაბამისად მოემზადეთ არაორდინალური წინადადებებისთვის, კლდიდან გადმოხტომისთვის, ტყეში, კარავში ღამის გატარებისთვის. მათი აზროვნება არაორდინალურია, ამიტომ არასდროს მოიწყენთ. თუმცა გახსოვდეთ, მერწყულებს სიკვდილამდე ერთი ადამიანის სიყვარული არ შეუძლიათ და არ გაგიკვიდეთ, თუ მსგავსი რომანტიკული თავგადასვლების შემდეგ ინტერესის ახალი ობიექტი გამოუჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system