თავში

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც სიყვარულში არ უმართლებს

პირადი ცხოვრების აწყობა ყველა ადამიანს არ გამოსდის. ზოგს გამუდმებით ღალატისა და განშორების ატანა უწევს, ზოგი კი მეორე ნახევრის პოვნას მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ახერხებს. ასტროლოგები ზოდიაქოს იმ ნიშნებს გამოყოფენ, რომლებსაც სიყვარულში ყველაზე ნაკლებად უმართლებთ. 

კურო

მიუხედავად იმისა, რომ კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კარიერის აწყობა არ უჭირთ და პროფესიულ წარმატებას ადვილად აღწევენ, მათი პირადი ცხოვრება სირთულეებით არის სავსე. პირად ურთიერთობებში კუროს გამბედაობა, პრინციპულობა და საჭირო სიტყვების პოვნა უჭირს. ისინი უმეტესად დროს ერთი და იმავე ადამიანების გარემოცვაში ატარებენ. ასტროლოგები მოგიწოდებენ გარშემომყოფებს კარგად დააკვირდეთ, რადგან მეორე ნახევარი ხშირად თქვენს გვერდით არის, თქვენ კი მას მეგობრად მიიჩნევთ და მანამ ვერ ამჩნევთ, სანამ ხელიდან უკანასკნელ შანსსაც არ გაუშვებთ.

ტყუპები

თავიანთი შეუპოვრობით ხასიათის გამო ტყუპები ხშირად ანგრევენ ურთიერთობებს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თავადვე აშენებდნენ. ხშირად ისინი საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც არიან, მათი შესაფერისი არ არის. ამავდროულად, ისინი საკუთარ რჩეულში მხოლოდ იმას ხედავენ, რისი დანახვაც თავად უნდათ. ასტროლოგები ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არწმუნებენ, რომ მეორე ნახევარს გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად შეხვდებიან.

მორიელი

მორიელებს, რომლებსაც ბედნიერების პოვნა სურთ, ტაქტის მეტი გამოჩენა მოეთხოვებათ. მათი რომანტიკული ურთიერთობები ძალიან სწრაფად მთავრდება, რადგან მორიელები  ზედმეტ პირდაპირობას არიან შეჩვეულები. მათ შეუძლიათ პარტნიორის ყველა ნაკლოვანების შესახებ საჯაროდ და კრიტიკული ტონით ისაუბრონ. ზედმეტად ხისტი და პირდაპირი ხასიათი  ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ აძლევს საშუალებას ბედნიერება იპოვონ.

თევზები

თევზები ნაზი ბუნებისანი და ზოგჯერ ზედმეტად რომანტიულები არიან. მთელი ცხოვრება ისინი "ჭეშმარიტ სიყვარულს" ეძებენ. აიდეალებენ მათ, ვინც ამის ღირსი სულაც არ არის. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ და ბედნიერების რეალურ შანსს ხელიდან უშვებენ. მრავალრიცხოვანი წარუმატებელი ურთიერთობები თევზებს გულს უტეხს, რის გამოც ახალი ურთიერთობის დაწყება ყოველთვის უჭირს. ასტროლოგები თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ურჩევენ მეორე ნახევრის არჩევისას ცივი გონებით იმოქმედონ და ზედმეტი ემოციები დროებით გვერდით გადადონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system