თავში

ზოდიაქოს 4 ნიშანს დეკემბერში გაუმართლებს

​ზოდიაქოს 4 ნიშანს დეკემბერში გაუმართლებს
ზოდიაქოს 4 ნიშანს დეკემბერში გაუმართლებს

ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის დეკემბერი სასიამოვნო და წარმატებული თვე იქნება.

დრაკონი

ამ წლის ზამთრის ბოლო თვეში, 1966 და 1990 წლებში დაბადებული ადამიანები ყველაზე იღბლიანები აღმოჩნდებიან, მაგრამ ბედი არც სხვებს დატოვებს უყურადღებოდ. დრაკონების ეფექტურობა იმდენად მაღალი იქნება, რომ ფული მდინარესავით შემოედინება მათ ცხოვრებაში. 2022 წლის დასაწყისში იქნება კეთილდღეობა, მაგრამ თქვენ უნდა გააგრძელოთ შრომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მცდელობა ფუჭი არ აღმოჩნდეს. ზაფხულისთვის თქვენ საქმიანობის ნაყოფით დატკბობას შეძლებთ.

ხარი

წლის ბოლოდან ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გამოუჩნდებათ, რაც მათი ფინანსური მდგომარეობის გაზრდას ხელს შეუწყობს. ასტროლოგები მათ ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ფიზიკურ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი ხერხემლის პრობლემებს.

ცხვარი

დეკემბრის ბოლოს ცხვრებს იღბალი გაუღიმებს. მათ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი შანსი, რადგან ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეთავაზებებმაც კი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზი მოიტანოს.

ღორი

წლის ბოლოდან ღორებისთვის ყველაფერი იდეალური იქნება. წარმატება გარანტირებულია მატერიალურ სფეროში და პირად ცხოვრებაში. შესაძლებელი იქნება ყველა კონფლიქტის მოგვარება და საბედისწერო შეხვედრებიც არ არის გამორიცხული. ამავე დროს, ღორი ყოველ დღეს უნდა გაუფრთხილდეს. შრომისმოყვარეობის წყალობით, უახლოეს მომავალში, თქვენი ფინანსური მდგომარეობის სერიოზულად გაუმჯობესება გახდება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system