თავში

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს

​ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც არასოდეს გიღალატებს

ადამიანები ჩვენს გარშემო ტემპერამენტით განსხვავდებიან. ვიღაც იმპულსურია, ვიღაც - ტემპერამენტული, ვიღაც - უმშვიდესი. არიან ისინიც, ვისაც რთულ მდგომარეობაში დახმარებისთვის მისვლა შესაძლებელია. ისინი თქვენს საიდუმლოს საფლავში ჩაიტანენ და არასოდეს გიღალატებენ.

კურო

კურო თავად რთულად ენდობა ვინმეს. ის დიდხანს დააკვირდება ადამიანს - ხომ არ არის ახალი ნაცნობი იმ არასანდო ადამიანთაგან ერთ-ერთი, რომელთანაც კუროს არაფერი ესაქმება. კურო მეგობრებს საგულდაგულოდ ირჩევს და თავადაც ასეთია. მისი ნდობა თვალდახუჭულს შეგიძლიათ. ჯიუტი და საიმედო კურო არასდროს გიღალატებთ.

ლომი

ლომი თვლის, რომ ჭორაობა და საყვარელი ადამიანის გაყიდვა მას არ ეკადრება. მისი უდიდესი უპირატესობა ის არის, რომ ის ყოველთვის ცდილობს, იყოს საიმედო ბურჯი და ერთგული მეგობარი. მას შეუძლია, ვინმეს საკუთარი საიდუმლო გაანდოს, მაგრამ სხვისას არავის ეტყვის. მისთვის არასანდო ადამიანის რეპუტაციის ქონა დიდი დარტყმაა, რომელსაც ვერ გადაიტანს.

ქალწული

ქალწულები სხვის საიდუმლოს იდეალურად ინახავენ. ისინი მზად არიან არა მხოლოდ მხარი დაუჭირონ მათ, ვინც ენდო, არამედ ბოლომდე დაეხმარონ, რითიც შეუძლიათ. სწორედ ქალწულს შეუძლია, ამოათრიოს ახლობლები ნებისმიერი უბედურებიდან და არასახარბიელო მდგომარეობიდან. სხვის პრობლემებს ზოდიაქოს ეს ნიშანი უდგება როგორც საკუთარს - მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით.

მორიელი

მორიელებს სძულს მატყუარები, ამიტომ უკანასკნელი, რასაც ისინი გააკეთებენ, არის მათ რიცხვში შესვლა. ისინი არასდროს იკადრებენ ღალატს და თავიანთ მოვალეობად თვლიან, დაეხმარონ მათ, ვინც ენდო. ამასთან, არსებობს ერთი შენიშვნაც - მორიელი თავად უნდა გენდობოდეთ კიდეც. თუ არასანდო ადამიანი აღმოჩნდებით, მორიელს დახმარება არ უნდა სთხოვოთ.

თხის რქა

ბრძენი, ღირსებით სავსე თხის რქა თქვენს საიდუმლოს არავის გაანდობს და რთულ პერიოდში არ მიგატოვებთ. მართალია, ის მომხდარ ცუდ ამბავში პირველ რიგში თქვენ დაგადანაშაულებთ, რადგან ის საკუთარ ცხოვრებას და საქმეებს მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ყოველთვის დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ მას აბსოლუტურად სულელი მოეჩვენებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system